ღმერთი

ღმერთი

вторник, 22 апреля 2014 г.

მამათა წიგნები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ასწავლიან

ჭეშმარიტ მორჩილებას, გონების სიფხიზლესა და დაყუდებას, ყურადღებასა და გონებით ლოცვას, ანუ იმგვარს, რომელიც გონებით გულში აღესრულება, მხოლოდ და მხოლოდ სამონაზვნო წესისთვისაა შესაფერისი და არა საზოგადოდ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ღმერთშემოსილი მამები, გადმოსცემენ რა ამ ლოცვის შესახებ სწავლებას, ამტკიცებენ, რომ მისი საწყისი და შეურყეველი საფუძველი მორჩილებაა, რომლისგანაც ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება, ხოლო სიმდაბლე იცავს ლოცვაში მოღვაწეს ყოველგვარი ხიბლისაგან, რომელიც თვითნებობას მოსდევს. ჭეშმარიტი მონაზვნური მორჩილება და საკუთარი ნებისა და განსჯის სრული მოკვეთა შეუძლებელია ერისკაცთათვის... ისეთი საშიშია ეს საქმე, - ლოცვა არა უბრალოდ გონებისმიერი, არამედ გონებით გულში ხელოვნებით მოქმედი, - რომ ჭეშმარიტი მორჩილებიც კი (რომელთაც არა მხოლოდ მოიკვეთეს, არამედ სრულიად მოაკვდინეს საკუთარი ნება და განსჯა თავიანთი მამების, ამ ლოცვის აღსრულების ჭეშმარიტი და უგამოცდილესი მასწავლებლების წინაშე), მუდამ შიშსა და ძრწოლაში არიან, რომ ამ ლოცვისას რაიმე ხიბლში არ ჩავარდნენ, თუმცა ღმერთი გამუდმებით მფარველობს მათ, ჭეშმარიტი სიმდაბლის გამო, რომელიც მათ ღმრთის მადლით მოიპოვეს, ჭეშმარიტი მორჩილების საშუალებით. მით უმეტეს ერისკაცებს, მორჩილების გარეშე მცხოვრებთ, თუკი ისინი მხოლოდ ამგვარი წიგნების კითხვით დაიწყებენ ასეთ ლოცვას, ელოდებათ რამენაირ ხიბლში ჩავარდნის საშიშროება, რაც ამ ლოცვის ღვაწლის თვითნებობით დამწყებთ ემუქრება. ამ ლოცვას წმინდანებმა ხელოვნებათა ხელოვნება უწოდეს; ვინ შეძლებს მის შესწავლას ხელოვანის, ანუ გამოცდილი მასწავლებლის გარეშე?



წმ. პაისი ველიჩკოვსკი 





Комментариев нет:

Отправить комментарий