2014-04-23ყველასათვის ცნობილია სიკეთის ძალის შესახებ, მაგრამ ამავე დროს სიკეთის ქმნა არ არის ადვილი, ისე როგორც მისი მიღება. ორივე შემთხვევაში წრფელი, სუფთა გულია საჭირო, რომ სიკეთემ თავისი გზა იპოვოს.
როგორ უნდა გავცეთ და მივიღოთ მოწყალება სწორად, რომ ჩვენში მადლი – ყველაზე დიდი სიმდიდრე – გამრავლდეს? ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამაო, რას გულისხმობს ქრისტიანული მოწყალება?
– ქრისტიანული მოწყალება ადამიანის ბუნებრივი გრძნობაა, გამომდინარე მისივე კეთილი გულიდან, რომელიც უფრო მეტადაა განმტკიცებული და შესისხლხორცებული ადამიანში, თუ იგი სარწმუნოებრივად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობს. ადამიანი მოწყალებას სხვათა დასანახად ანდა თვალშისაცემად არ უნდა აკეთებდეს, რადგან ამით ეს სათნოება კარგავს თავის ჭეშმარიტ ხასიათსა და თვისებას.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში არსებობს ხორციელი და სულიერი მოწყალების შვიდი საქმე. ხორციელი მოწყალების საქმეებს შეადგენს: მშიერთა ჭმევა, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომება, სნეულთა მოკითხვა, პატიმართა მიხედვა, მიცვალებულთა დამარხვა. სულიერი მოწყალების საქმეებია: მოქცევა ცოდვილთა, სწავლება უმეცართა, ნუგეშისცემა მწუხარეთა, მოთმინებით ატანა უსამართლობისა, მიტევება შემცოდეთა, ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხონებლად.
– რატომ უნდა გააკეთოს სიკეთე ადამიანმა ფარულად, რა არის ცუდი იმაში, თუ ჩვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ვილაპარაკებთ, ხალხს გავაგებინებთ?
– ადამიანს დაფარულად გაკეთებული სიკეთე იცავს ცუდმედიდობისგან, ქებისგან, რაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნას იწვევს. ამას ქრისტიანობაში ამპარტავნებას უწოდებენ. ამავდროულად, მოწყალება მარტო იმ აზრით არ უნდა აღესრულოს, რომ ღმერთი სამაგიეროს მოგვცემს, არამედ მისი ჭეშმარიტი არსი ღვთისა და მოყვასის გულწრფელ სიყვარულსა და უანგაროდ კეთილის ქმნაში უნდა მდგომარეობდეს. სხვა შემთხვევაში მოწყალება შეიძლება დაემსგავსოს ვაჭრობას, როცა ვაჭარს მიაჩნია, რომ რაც უფრო კარგ საქონელს შეიძენს, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. სიკეთისა და მოწყალების ამ გაგებით ქმნა, შეიძლება ითქვას, დამღუპველია ადამიანისათვის, რადგან ყოველი გაკეთებული სიკეთის, გაღებული მოწყალების სანაცვლოდ ის მუდმივად სამაგიეროს მიღების მოლოდინში იქნება, რაც ქრისტიანული მოწყალების ჭეშმარიტ არსს აკნინებს. ეს სახარებისეული თხრობიდანაც მტკიცდება. ქვრივი დედაკაცის მიერ სარწმუნოებით შეწირულ ერთ ლეპტას (ფულის ერთეული) უფრო მეტი ფასი აქვს ღვთის თვალში, ვიდრე მდიდრის მიერ ცუდმედიდობითა და ამპარტავნებით გაღებულ მრავალ ათეულ ლეპტას სხვის დასანახად და საკუთარი ღირსების წარმოსაჩენად.
– მორწმუნე ვალდებულია, ყველას დაეხმაროს, ვინც ითხოვს მოწყალებას თუ შესაძლებელია გაარჩიოს, ვის მეტად სჭირდება დახმარება?
– ხშირად ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ მიერ გაღებული მოწყალება ადამიანმა ცუდი საქმისთვის, მისი სულის საზიანოდ გამოიყენოს. თითქოს ეს გარემოებაც გვზღუდავს და ამით ვამართლებთ ჩვენს უმოწყალობას. ამბობენ, იმიტომ არ ვაძლევ მოწყალებას, რომ ადამიანი იმ ფულით დალევდა ან სხვა ცოდვაში ჩავარდებოდაო. ეს არ არის ჯანსაღი აზრი. თუ სარწმუნოება, სიყვარული გვყოფნის და მატერიალური მოწყალების გაღების საშუალებაც გვაქვს, უნდა გავცეთ, რაში მოიხმარს, ეს უკვე მისი საქმეა. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთთან ვედრება მოყვასის საცხონებლად, ესეც მოწყალებაა და მარტო ფულის ჯიბეში ჩადება არ არის საკმარისი. შეგიძლია სიტყვით ანუგეშო, სიკეთე უსურვო და დალოცო ადამიანი. რაც შეეხებათ ბავშვებს, რომელთა უკანაც, არავინ იცის, ვინ დგას და ვინ აიძულებს მათ მათხოვრობას, უმჯობესია, მოწყალება არა ფულის, არამედ საკვების თუ სამოსის სახით გავცეთ. ამის შესახებ ბრძანა სწორედ უწმინდესმა.
ზოგადად, ჩვენი ნაკლები სარწმუნოებისა და ღმერთთან დაშორებულობის მიზეზია ის, რომ ადამიანს დაეკარგა მოწყალების გაცემის უნარი. მოწყალებას საზღვრები არ აქვს.
ყოველ გაჭირვებულს და უნუგეშოს უნდა დავეხმაროთ, ვინც უნდა იყოს, ახლობელი თუ ნათესავი, უცხო თუ სხვა რჯულის აღმსარებელი. ასეთია მოწყალების ქრისტიანული გაგების მსოფლაღქმა, განსხვავებით ძველი სჯულის ებრაელი ხალხის წარმოდგენისაგან, რომელნიც კეთილ საქმესა და მოწყალებას მხოლოდ საკუთარ ახლობელსა თუ ნათესავს ან რჯულის აღმსარებელს უყოფდნენ.
– რაც შეეხება მას, ვისთვისაც მოწყალებას გასცემენ, ყოველთვის უნდა მიიღოს თუ უარი თქვას, თუკი რაიმე ეჭვი გაუჩნდა?
– თუ ერისკაცი იღებს მოწყალებას, მაგრამ მის გულში შური, ღვარძლი ან ანგარებაა, ბუნებრივია, მოწყალების მიღება ცოდვად ექცევა. მოწყალება მადლიერებით უნდა მივიღოთ. ასევე მოწყალების მიღებაზე უარი უთქვამთ, რადგან არ იცოდნენ, რა გულით გასცემდა ადამიანი სიკეთეს. ღმერთი თავად ხედავს ადამიანის გულს, გრძნობასა და გონებას. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, როცა მოწყალებას გვიყოფენ, როგორი გულით და რა მიზნით გვაძლევენ. თუნდაც ფიქრი იმისა, რომ ამ მოწყალებას ანგარების მიზნით გვაძლევენ, უკვე შეცდომაა, რადგან ჩვენ არ ვართ გულთამხილავი, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანთა მიერ გაღებული მოწყალება მივიღოთ მადლიერებით, ღვთის სადიდებლად და თუ შეგვიძლია, ჩვენც კეთილი ვუყოთ მოყვასს.
მოწყალების გაღება ადამიანს სამოთხის კარს განუღებს. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი გულითა, რამეთუ იგინი შეიწყალენ". უწმინდესის კურთხევით, ყოველი შაბათი მოწყალებისა და ქველმოქმედების დღედაა გამოცხადებული. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოწყალების გაცემით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სულის გადარჩენისათვის ვზრუნავთ, ამიტომ ადამიანი ყოველთვის მოწყალე უნდა იყოს... ყოველი ქრისტიანი მოვალეა, რითაც შეუძლია, დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილ მოყვასს. ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო და იოლი საშუალება სულის ცხონებისა და ღმერთთან მიახლოებისათვის", – გვმოძღვრავს პატრიარქი ერთ–ერთ ქადაგებაში.
ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას, როგორც შეგვიძლია აღვასრულოთ ჩვენი ბრძენი პატრიარქის ლოცვა–კურთხევა ხორციელი თუ სულიერი მოწყალების საქმეებისათვის. "რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს", – ასე ადარებს წმინდა მოციქული მოწყალებას თესვას, რითაც სურს, განგვაწყოს, გავცეთ უხვად ისე ხალისითა და ხელგაშლილად, რომ თითოეულ ჩვენგანზე შეიძლებოდეს თქმა ფსალმუნის სიტყვებისა: "განაბნია და მისცა იგი გლახაკთა". ღარიბთა დახმარების აუცილებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მას ყველა აცნობიერებს, თითოეულში შინაგანად არსებობს გაჭირვებულთა მეოხი.
– მაგრამ ვაღიაროთ, ყოველთვის ხალისით არ გავცემთ. რა გვაბრკოლებს სიკეთის გაღებაში?
– მოწყალება კეთილგანწყობით უნდა იყოს გარემოცული. ზოგჯერ მოწყალებას გაიღებენ, მაგრამ უხალისოდ, გულის კანკალით, თითქოს თავად უჭირდეთ და არ ჰქონდეთ, ანუ გასცემენ ძუნწად და არა – კეთილი გულით.
მოწყალების თხოვნისთანავე გული მის გაცემას ესწრაფვის და განსაზღვრავს ქველმოქმედების რაოდენობასა და ფორმას, მაგრამ ამავდროულად მოდის მტერიც, ჩათესავს ბოროტ აზრებს და აფუჭებს მთელ საქმეს. ამრიგად, ყველა არ გასცემს მოწყალებას, თუნდაც გული ამას ეუბნებოდეს. "თავადაც ბევრი რამ გჭირდება, რას გარგებს მოწყალება", – ჩაგვაგონებს მტერი. ჩვენც ვუჯერებთ მას და მოწყალებას ძუნწად, თანაც უხალისოდ გავცემთ.
ჩვენი გულისთქმის სწორად წარმართვისთვის და მოწყალების გაცემისას მოძალებული ბოროტი აზრების განსადევნად მოციქული გვარწმუნებს, მოწყალებას შევხედოთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც თესვას: როგორც მთესველი აბნევს თესლს უხვად და ხალისით, ჩვენც ისეთივე ხელგაშლილობითა და სიხარულით გავცემთ მოწყალებას, თუ დავრწმუნდებით, რომ მისი გაღებით მხოლოდ ვთესავთ და მეტი არაფერი. ანუ, როცა მთესველი თესლს ფანტავს დასათესად, საერთოდ არ ფიქრობს, რომ ამით თავს იღარიბებს, ქონებას ანიავებს და საკუთარ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას ისპობს. პირიქით, იგი იმედოვნებს, რომ გამდიდრდება, გაიფართოვებს იმის შეძენის შესაძლებლობებს, რაც სჭირდება. ასე იქნება მოწყალების გაღების დროსაც, როცა შენში არ შემოუშვებ აზრს, რომ მონეტის ხელიდან გაშვების ან ნივთის გაცემის დროს რაღაც დაგაკლდება. შენ კი არ ანიავებ, არამედ აგროვებ; კი არ ამცირებ, ამრავლებ; კი არ გასცემ, იძენ.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე
2014-04-23

Комментариев нет:
Отправить комментарий