ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 апреля 2014 г.

თეა წულუკიანი: ჩვენ ვართ კულტურული საზოგადოება და განსხვავებული ადამიანის ჩაგვრა სირცხვილია

ავტორი: ნინი მოდრეკილი
11 აპრილი, 2014.


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, განსხვავებული ადამიანის ჩაგვრა სირცხვილია. ეს განცხადება წულუკიანმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

"დღეს საბოლოოდ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საქართველოში განსხვავებული ქცევის, განსხვავებული აზრის მქონე, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთზე ძალადობის არც სურვილი, არც მოტივი არ ჰქონდეთ. განსხვავებული ადამიანის ჩაგვრა არის სირცხვილი. ჩვენ ვართ კულტურული საზოგადოება და ასეთი საზოგადოება რომ ვართ, ამის ხაზგასმას ემსახურება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

http://reportiori.ge/?menuid=2&id=23033


Комментариев нет:

Отправить комментарий