იხსნა ხატი ღვთისა მანკიერების, ცოდვის, სიკვდილისა და ეშმაკისაგან – ყველაფრისაგან, რაც ღმერთს უპირისპირდება და მისგან არ მოდის. უფალი ქრისტეს კაცთმოყვარება ათავისუფლებს ადამიანს მისი უდიდესი მტრის – ეშმაკისაგან. ადამიანთა კაცთმოყვარება რაღას ნიშნავს? – "შეიყუარო მოყუასი შენი,ვითარცა თავი თვისი" – აი, პასუხი შეკითხვაზე, თუ რა არის კაცთმოყვარება და როგორ უნდა ვექცეოდეთ ადამიანებს. საღვთო უცდომელი კანონის თანახმად ღმერთის შემდეგ ადამიანი დგას; ღვთისადმი, ქრისტესადმი სიყვარულს ადამიანებისადმი სიყვარული მოსდევს, ღვთისმოყვარებას კი კაცთმოყვარება. ადამიანთა სიყვარულით არის ნაკარნახევი მათი გათავისუფლება ყველაზე მრისხანე მეტოქის – ცოდვისა და სიკვდილისაგან. ადამიანთა გამოხსნა სიკვდილისგან – აი, ქრისტეს კაცთმოყვარება. მეორე მცნება: "შეიყუარომოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" გვეუბნება, თუ რა შემთხვევაშიიქნება შენი სიყვარული ადამიანებისადმი ჭეშმარიტი. ნამდვილიკაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებსა და ვნებებს – თავს იტყუებ: შენ ის კაცი კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად.
ღირსი იუსტინე პოპოვიჩი
ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

Комментариев нет:
Отправить комментарий