ღმერთი

ღმერთი

вторник, 15 апреля 2014 г.

უძლურება და სიზარმაცე სხეულისა სულსაც გადასდებს

სიზანტესა და დაუდევრობას. ამას განდევნის ყოველდღიური განაწესი, რომ არ გადაიზარდოს გონებრივ სიჩლუნგესა და სიმხდალეში. ამგვარი მდგომარეობა ხშირად საფუძველია იმისა, რომ შიშნეული და ბილწი განსჯა გულსაც შეეპაროს. შემდგომ, ეშმაკისაგან ცთუნებულ, მისუსტებულსა და გულგატეხილ სულს, სიზარმაცე სძლევს და ადამიანი ვეღარ ახერხებს ხეირიანად ლოცვასაც კი, რადგან თვით ყოვლის შემომქმედზე ფიქრის დროსაც, შეუფერებელი ზრახვები აწუხებს. ასე რომ, თუკი შეიცნობ მიზეზს შენი ტანჯვისას, ბეჯითად ეცადე შესაფერისი ადგილი დაიკავო ლოცვისას და მუხლმოდრეკილი ევედრე კაცთმოყვარე ღმერთს გოდებით, ვაებითა და ცრემლებით, რომ განაგდოს შენგან უძლურების, დარდის და ავ ზრახვათა ტვირთი. თუკი ძლიერად და დაჟინებით რეკ ღვთის კარზე გაგეღება და მყისვე იგრძნობ შვებას.





 წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი




Комментариев нет:

Отправить комментарий