აღმოცენდა ევროპული, ანტიკათოლიკური მოძრაობის შედეგად, რომელიც XVI ს. დასაწყისში დასრულდა ე. წ. რეფორმაციიტ. პროტესტანტიზმი უკიდურესად დეცენტრალიზებულია: ის არსებობს მრავალი, სრულიად განსხვავებული ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების სახით.
პროტესტანტიზმს განეკუთვნება:
ანგლიკანობა - აღმოცენდა ინგლისის რეფორმაციის პერიოდში, რომელიც გამოყენებულ იქნა სამეფო ძალაუფლების აბსოლუტიზმის გასაძლიერებლად. 1534 წ. ჰენრიხ VIII გაწყვიტა კავშირი ვატიკანთან და სათავეში ჩაუდგა ეკლესიას. 1571 წლიდან სარწმუნოების სიმბოლოში აქვს 39 წევრი. შენარჩუნებულია: საეკლესიო იერარქია (ეპისკოპატით და უცოლო სამღვდელოებით), ახასიათებს მდიდრული კულტი, აქვს ლიტურგია, აღიარებს ევქარისტიის საიდუმლო გაგებას და სხვა. ანგლიკანობა ახლოსაა კათოლიციზმთან და მართლმადიდებლობასთან, განსაკუთრებით ე. წ. - მაღალი ეკლესია. დაბალი ეკლესია - უფრო ტიპიურ პროტესტანტიზმს უახლოვდება. ვრცელი ეკლესია - ეკუმენისტურია.
ლუთერანობა - ერთ ერთი უმსხვილესი პროტესტანტული კონფესიაა, რომელიც დააფუძნა ლუთერმა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული ამერიკიდან სამხრეთ აფრიკის ჩათვლით. კათოლიციზმიდან შეინარჩუნა ყოველივე, რაც პირდაპირ არ ეწინააღმდეგება წმიდა წერილს: საეკლესიო ორგანიზაცია, ეპისკოპატი, ლიტურგია ევქარისტიის, როგორც საიდუმლოს გაგებით (თუმცა, ლუთერის კატეხიზმოს მიხედვით, დასაშვებად მიიჩნევს აღსარებასაც). ეკლესია გაიგება როგორც გამართლებულ და პირადი რწმენით აღორძინებულ მორწმუნეთა უხილავი თანამეგობრობა.
ცვინგლიანობა - პროტესტანტიზმის შვეიცარიული ნაირსახეობაა. მისი დამაარსებელია ცვინგლი. ეს არის უკიდურესად რადიკალური და სრულიად არაეკლესიური სწავლება, რომელიც უარყოფს ქრისტეანულ საიდუმლოებებს (ნათლობა და ზიარება გაიგება მხოლოდ სიმბოლურად). სადღეისოდ სრულიად აითქვიფა კალვინიზმში.
კალვინიზმი - უპირატესად ეს არის პროტესტანტიზმის ფრანგული ვარიანტი, უფრო რადიკალური, ვიდრე ანგლიკანობა და ლუთერანობა. ნათლობა და ზიარება გაიგება მხოლოდ სიმბოლურად. არ გააჩნია ეპისკოპატი, პასტორებს არა აქვთ შესამოსელი, ტაძარში არ არსებობს საკურთხეველი. ღვთისმსახურება დაყვანილია ქადაგებამდე და ფსალმუნთა გალობამდე. კალვინიზმის განმასხვავებელი თავისებურებაა სწავლება აბსოლუტური წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ: ღმერთმა თავიდანვე განსაზღვრა ერთნი წარსაწყმედად, სხვები კი - საცხოვნებლად (საქმეში წარმატება შესაძლო რჩეულობას მოწმობს). დღეს კალვინიზმი მრავალი სხვადასხვა ფორმით არსებობს.
რეფორმატორული ეკლესია - კალვინიზმის ყველაზე გავრცელებული ფრანგულ-ჰოლანდიური ვარიანტი (საფრანგეთში მათ "ჰუგენოტებსაც" უწოდებენ).
პურიტანული ეკლესია (ანუ პრესვიტერიანიზმი) - კალვინიზმის ინგლისურ-შოტლანდიური ვარიანტი.
კონგრეგაციონიზმი - რადიკალური ინგლისური პურიტანიზმი, რომელიც უარყოფს ერთიან საეკლესიო ორგანიზაციას. ყოველი თემი (კონგრეგაცია) სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია.
ანაბაპტიზმი - უკიდურესად რადიკალური პროტესტანტული თემების მოძრაობა, რომელიც აღმოცენდა გერმანული რეფორმაციის პროცესში. სახელწოდბა ბუკვალურად ნიშნავს "გადანათვლას", რადგან ისინი არ აღიარებენ ყრმათა ნათლობას და გადანათლავენ მოზრდილებს. უარყოფენ საიდუმლოებებს, რიტუალებსა და სამღვდელოებას.
მეთოდისტები - მოზრაობა ანგლიკანურ ეკლესიაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში ძმებმა უესლებმა დააფუძნეს. ახლოსაა ანგლიკანელობასთან, მაგრამ საიდუმლოებები სიმბოლურად გაიგება. მეთოდისტები მეტად გულგრილნი არიან დოგმატიკისადმი. მთავარ აქცენტს აკეთებენ მართალ საქციელზე და ქველმოქმედებაზე. მათთვის დამახასიათებელია განვითარებული სამისიონერო საქმიანობა.
პიეტიზმი - მისტიკური მოძრაობა ლუთერანიზმში, რომელიც დააფუძმა ფილიპე შპენერმა (გარდ. 1705 წ.). უარყოფს როგორც გართობებს, ასევე საეკლესიო ჩვეულებებს, ყველაზე მაღლა აყენებს ღმრთის პირადი განცდის რელიგიურ გრძნობას.
მენონიტები - ნიდერლანდებში, მენო სიმონსონის (გარდ. 1561 წ.) მიერ დაფუძნებული მოძრაობა. ქადაგებს სრულ მორჩილებას (წინააღმდეგობის არგაწევას) და პაციფიზმს. ახასიათებს ქილიასტური მოლოდინი. შეინარჩუნეს მხოლოდ ნათლობის ჩვეულება, რომელსაც სიმბოლურად აღიქვამენ. შემდეგში დაიყვნენ "ჰიუპფერებად" და "მენონიტ ძმებად" (რუსეთში).
ბაპტიზმი - უმსხვილესი პროტესტანტული დენომინაცია, რომელიც აღმოცენდა ჰოლანდიაში 1609 წ. გენეტიკურად მომდინარეობს ინგლისელ კონგრეგაციონალისტებისგან, რომლებშიც ასიმილირებულია მენონიტების და არმინიანელთა (ჰოლანდიელი კალვინისტები) ზოგიერთი შეხედულება. იზიარებენ სწავლებას წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ, ქადაგებენ მორჩილებას და ახასიათებთ მისტიციზმის ელემენტები. ნათლობას და ზიარებას (პურის ხმევას) აღიქვამენ მხოლოდ სიმბოლურ წესებად. გააჩნიათ საკუთარი დღესასწაულები და რიტუალები.
ამერიკული ბაპტიზმი - უმსხვილესი (კათოლიციზმის შემდეგ) რელიგიური ორგანიზაცია ამერიკასი (35 მლნ. ადამიანზე მეტი). დაფუძნებულია ინგლისელი კონგრეგაციონალისტის როჯერ ვილიამსის მიერ 1639ფ წ. არსებობს კავშირთა, საზოგადოებათა და მისიათა სახით. ეწევა საკმაოდ აქტიურ, სამისიონერო მოღვაწეობას.
ხსნის არმია - საერთაშორისო ფილანტროპული ორგანიზაცია, რომელიც გამოეყო მეთოდიზმს 1865 წ. წააგავს გასამხედროებულ ორგანიზაციას პოლიციელთა სპეციფიკური უნიფორმით. მიიჩნევს, რომ ნათლობა და ზიარება არ არის სავალდებულო, მთავარია - საზოგადოების ზნებრივი აღორძინება.
ჰაუგეანელობა ¬- პიეტიზმის ნორვეგიული განშტოება, რომელიც ითხოვს რწმენის საქმეებით დამტკიცებას, სახარების დამოუკიდებელ გაგებას და მის აქტიურ პროპაგანდას.
ადვენტისტები (ლათ.adventus - მოსვლა, მოვლინება) - დაფუძნებულია 1833 წ. ამერიკელი უილიამ მილერის მიერ, რომელმაც დანიელის წინაწარმეტყველების მიხედვით ქრისტეს მოსვლის თარიღი (1844 წ.) "გამოიანგარიშა". ახლოსაა ბაპტიზმთან, თუმცა მთავარ აქცენტს სამყაროს უახლესი აღსასრულის (ანუ, არმაგედონის) მოლოდინზე აკეთებს. სწამს, რომ არმაგედონის შემდეგ ამქვეყნად დადგება ქრისტეს 1000 წლოვანი მეუფება (ეს არის ე. წ. ქილიაზმი). მეშვიდე დღის ადვენტისტები წინა პლანზე წამოწევენ იუდეველურ ცნებას შაბათის დღესასწაულობის შესახებ. მიაჩნიათ, რომ ადამიანთა სულები მოკვდავია, თუმცა არმაგედონის შემდეგ აღსდგებიან (ადვენტისტების სექტამ თავისი ზეგავლენა იქონია ე. წ. "იეღოვას მოწმეთა" სწავლებაზე).
ორმოცდაათიანელები, როგორც ახალი ქარიზმატული მოძრაობა, ლოს-ანჟელესში, 1905-1906 წლებში გამოეყვნენ ბაპტისტებს. ასწავლიან ყოველ მორწმუნეში სულიწმიდის განკაცებას, რის ნიშნადაც მიაჩნიათ "ენებზე მეტყველების" ნიჭის გამოვლენა. არსებობს მრავალი გაფანტული თემების სახით.

Комментариев нет:
Отправить комментарий