ადამიანი დღის განმავლობაში საკვების სახით იღებს გარკვეული რაოდენობის ბოსტნეულს. თუმცა, ბევრმა არ იცის, კონკრეტულ ბოსტნეულს რა სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის და რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. „ამბიონი“ ფარმაცევტ ნინო თომაშვილთან ერთად შეეცადა, მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაცია მიეწოდებინა.
ნინო თომაშვილი:
„კარტოფილი შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს -C, B1, B2, PP -მცირე რაოდენობით. კარტოფილი სამკურნალოდ გამოიყენება როგორც დიეტური და შემკვრელი საშუალება მოწამვლისა და ფაღარათის დროს. ასევე, კარგია წნევის შემთხვევაში შარდდამდენი პრეპარატის მიღებისას. მას პურის მაგივრადაც იყენებენ. კალიუმის გამო, უმჯობესია კანიანი მოიხარშოს. საუკეთესო საშუალებაა ენერგო ხარჯის აღსადგენად, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისას. იგი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ნაწლავებს იცავს და ინახავს ქიმიური და მიკრობული დაზიანებისგან.
სტაფილო შეიცავს ვინამინებს – A, B1, B2, C. E1, P, კალციუმს, იოდს, Na, რკინას, დიდი რაოდენობით კაროტინს. მიიღება დიეტების დროსაც. შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო ორგანიზმის განწმენდისთვის. ის, ამავდროულად, ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას. კაროტინი ბევრია მის სქელ ნაწილში, ე.ი. -ზედა ნაწილში, ქერქთან ახლოს. ბულიონში უმჯობესია ჩაემატოს ხარშვის დასრულებამდე, 10 წუთით ადრე.
ჭარხალი შეიცავს A და B ვიტამინებს და დიდი რაოდენობით შაქარს. მის მიღებას დიაბეტიან პაციენტებს არ ურჩევენ. კარგია ათეროსკლეროზის, მაღალი წნევის სამკურნალოდ. სასარგებლოა დაბალი გემოგლობის დროსაც. მისი ფოთლები კარგია გულის მუშაობისთვის. ასევე შარდდამდენია.
კომბოსტო შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, K, PP-ს, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. მისი თაფლით გაპოხილი ფოთლები ხველების დროსაც იხმარება. ანტისეპტიკურია. მიიღება წითელი ქარის სამკურნალოდაც. მისი წვენი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის წყლულის დროს.
ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს. სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის-ჩიყვისას. შეიცავს B1 და C ვიტამინებს.
ბადრიჯანი გამოიყენება ეპილექსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას.
ბოლოკი ამოსახველებელი საშუალებაა თაფლთან ან შაქართან ერთად. აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. საუკეთესო საშუალებაა კუჭის შეკრულობისას. შეიცავს ფერმენტებს, მინერალურ ნივთიერებებს, მარილებს – კალიუმს, Na, Ca, Mg, Fe, – დიდი რაოდენობით პურინულ ნივთიერებებს. ამიტომ, თუ ადამიანი დაავადებულია წყლულით, გასტრიტით, ფაღარათით, პოდაგრით, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებით მისი მიღებისას სიფრთხილე გვმართებს.
ხახვი შეიცავს C და B1 ვიტამინებს, ეთერზეთებს. ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას. ამიტომ მისი მიღება ცოცხალი სახით შეზღუდულია კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებისას. ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა. კარგია ხველებისას თაფლთან ერთად. წითელი ხახვი სასრგებლოა პროთრომბინის სამკურნალოდ.

პომიდორი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს. საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მოსანელებლად. სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას კუჭ-ნაწლავით, ნაღვლისა და ღვიძლით დაავადებულთათვის. პომიდვრის რბილობი ორგანიზმიდან გამოყოფს მუტაციურ უჯრედებს. საუკეთესო საშუალებაა სახის კანის მოსავლელადაც.
კიტრი შეიცავს ნახშირწყლებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებს, შედის Na, კალიუმი. შარდდამდენია და საუკეთესო საშუალებაა წნევით დაავადებულთათვის. კუჭში შეკრულობის საწინააღმდეგოა. შეიცავს იოდს, ამდენად, კარგია ჩიყვით დაავადებულთათვის, იოდის შესავსებად. კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. საკმაო რაოდენობით შეიცავს თუთიას, რაც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ხელს უშლის თირკმელში მავნე მარილების დაგროვებას. მისი წვენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდადაც.
ნიორი
შეიცავს B და C ვიტამინებს, ეთერზეთებს. არის ძლიერი ბაქტერიოციდული და ფიტონციდური მოქმედების. ებრძვის ვირუსულ დაავადებებს, ათეროსკლეროზსს, პარაზიტებს. უნარი აქვს, მოსპოს ან შეაჩეროს ტუბერკულოზური, ტიფოზური, დიზენტერიის, დიფტერიის და სხვა მრავალი ბაქტერიები. ყოველ დილით, უზმოზე 1 პატარა კბილი ნივრის გადაყლაპვა ეფექტურია ორგანიზმის დეზინფექციისთვის. წყლულს და გასტრიტს წყენს.
ყაბაყი შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, შაქარს, ვიტამინ C-ს. მისი პიურე რეკომენდებულია ათეროსკლეროზისა და ყაზბობის, გასტრიტებისას (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებისას). საკმაო რაოდენობით შეიცავს რკინას. კარგია ანემიის, სისხლის შედედების დაქვეითების დროს. დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმის მარილებს, ამიტომ, სასრგებლოა ჰიპერტონული და გულის დაავადებების დროს შეშუპების თანხლებით.“
როგორც ქალბატონი ნინო თომაშვილი აღნიშნავს, თერმული დამუშავებისას, ანუ დუღილის დროს, ჩამოთვლილ ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები და ელემენტები იშლებიან ნაწილობრივ, მცირედ ან სანახევროდ. განსაკუთრებით კი ვიტამინი C ვერ უძლებს თერმულ დამუშავებას და იშლება თითქმის 50 %-მდე.
თეონა ნოზაძე

ambioni.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий