ღმერთი

ღმერთი

четверг, 3 апреля 2014 г.

გაეროს დასკვნა: კლიმატის ცვლილება ომებსა და შიმშილს გამოიწვევს

ვერავინ დარჩება კლიმატური ცვლილებების მიღმა, რომელიც უახლოეს ათწლეულებში ტემპერატურის მატებასა და ძლიერ წყალდიდობებს გამოიწვევს. ეს გაფრთხილება გაეროში გამოიტანა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორისმა ჯგუფმა (IPCC, Intergovernmental Panel on Climate Change).

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტები ძალადობის გამოყენებით, საკვების უკმარობის გამო სერიოზულ ზიანს მიაყენებს ინფრასტრუქტურას და ძალზედ გავრცელდება მომდევნო ათწლეულებში. ექსპერტები ასევე ამტკიცებენ, რომ ტემპერატურის მატება გამოიწვევს სიღატაკის გამძაფრებას და მიწისა და ზღვის ბინადრების დაზიანებას.

ექპერტთა აზრით, კაცობრიობა "კლიმატის ანთროპოგენული ცვლილების ეპოქაში ცხოვრობს" და გლობალური დათბობის შედეგები უკვე ყოველ კონტინენტსა და ოკეანში სახეზეა. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანები პრაქტკულად მოუმზადებელნი არიან ამ შედეგების წინაშე.

IPCC-ს მოხსენება პირველი ყოვლისმომცველი ანალიზია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების მხრივ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მასში ხაზგასმულია, რომ ბოლო ათწლეულებში დედამიწაზე მოხდა სერიოზული ცვლილებები წყლის რესურსებში, დნებიან მყინვარები, კლებულობს ხორბლისა და სიმინდის მოსავალი. ქორალური რიფების განადგურების გამო თევზები იძულებულნი არიან იცვალონ საცხოვრებელი ადგილები, ხოლო ხანძრები სულ უფრო და უფრო ხშირია ყველა კონტინენტზე, რაც არანაკლებ ზიანს აყენებს ფლორასა და ფაუნას.

სასურსათო უსაფრთხოებამ ძალზედ იზარალა ძირითადი კულტურების მოუსავლიანობის გამო. კლიმატის ცვლილება ძლიერ დაეტყობა არსებულ პრობლემებს ჯანმრთელობის სფეროში და გამოიწვევს სიკვდილიანობის ტალღას, რომელიც შიმშილთან და სნეულებებთან იქნება დაკავშირებული.

როგორც Mail Online წერს, ექსპერტები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ექსტრემალურმა ამინდმა, მათ შორის ტემპერატურის მატებამ შეიძლება თავისი ზეგავლენა იქონიოს ძალადობასა და კონფლიქტებზე. ისეთი კატაკლიზმები, როგორიცაა ძლიერი სიცხე, გვალვა, წყალდიდობები და ტყის ხანძრები აჩვენებენ, რაოდენ მოწყვლადნი არიან ადამიანები კლიმატის ცვლილებებით. და რაც უფრო ძლიერ მოიმატებს ტემპერატურა, მით უფრო მეტია ვარაუდი იმისა, რომ მსოფლიო შეეჯახება სერიოზულ და ფართოდ გავრცელებულ შედეგებს, რომელიც გახდება შეუქცევადი ცვლილებების მიზეზი პლანეტაზე.

IPCC-ს მოხსენება ორი ნაწილისგან შედგება. მეორე ნაწილში ავტორებს მოჰყავთ ფართომასშტაბური მიმოხილვა კლიმატის ცვლილების მტკიცებულებისა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ გლობალულრი დათბობის 95% დამნაშავენი არიან ადამიანები. მოხსენება შედგენილია 70 ქვეყნის ასობით ექსპერტის ნაშრომთა საფუძველზე.

წყარო: httprus.tvnet.lv


http://www.apocalypse.ge/sxv_news_gaeros_daskvna_klimatis_cvlilebebi_omebsa_da_shimhils_gamoicvevs_2014.html




Комментариев нет:

Отправить комментарий