03/04/2014
ავტორი: სერგო ფარულავა
ცნობილმა თეოლოგმა და საეკლესიო მოღვაწემ, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა საკუთარ ინტერნეტ ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით “Политическая аскетика” (პოლიტიკური ასკეტიკა), სადაც ის ხაზს უსვამს იმ შესაძლო მკვეთრად უარყოფით მოვლენებს რაც შეიძლება რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის შემოერთებას მოყვეს თან , კერძოდ ის საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე რაც შეიძლება რუსეთს შეექმნას, მათ შორის იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის იზოლაციას დასავლეთისაგან, როდესაც მას მოუწევს აქცენტი გააკეთოს აღმოსავლეთზე, სადაც მას არათანაბარ პოზიციაში მოუწევს ყოფნა, გახდება რა ჩინეთის სატელიტი; ასევე დასავლეთთან კონფრონტაცია გამოიწვევს რუსეთის საგანგებო რეჟიმში გადასვლას, რაც გულისხმობს იდეოლოგიურ წნეხსაც, როდესაც სიცრუე პატრიოტიზმის უცილობელ მოთხოვნად იქცევა, რადგან როდესაც ომია, საკუთარი მხარის კრიტიკა არ შეიძლება, დაიწყება თვალთვალი, დასმენა, სამსახურებიდან განთავისუფლებები და მთავრობის ნებისმიერი ქმედების უალტერნატივო აპლოდისმენტები; დიაკვანი აქცენტს აკეთებს უკრაინელი მუშა-ხელის გადინებაზეც და ფასების ზრდაზე ყირიმში; იგი საუბრობს, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა თვითონვე მოიწვია ნატო უკრაინაში, და რომ რუსული საზღვაო ძალების ყოფნა ყირიმში არაეფექტურია, რადგან ნატოს წევრ ქვეყანას ხელს ვერ ახლებენ, ხოლო იქ (შავ ზღვაში) არანატოს წევრი მხოლოდ ორია, ერთი უკრაინა, რომელსაც უკვე აღარ ყავს საზღვაო ძალები და საქართველო, რომელსაც იგი ისედაც არ ყავდა, ხოლო ნატოს რუსეთი შავი ზღვის აუზში კონკურენციას ვერ გაუწევს.
დიაკვანი იმ რელიგიურ პრობლემებზეც აკეთებს აქცენტს, რაც მოსკოვის საპატრიარქოს შეიძლება შეექმნას უკრაინაში (უკრაინა შედის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში), პირველ რიგში უმკ (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო) კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს მოსკოვს, ისე რომ რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია) იმაზე ფიქრიც მოუწევს რომ განთავისუფლდეს უკრაინული კონტროლისაგან, რადგან უკრაინელ ეპისკოპატს დამბლოკველი ხმათა პაკეტი გააჩნია რუსეთის ეკლესიის სინოდალურ კრებაზე, დიაკვანი აკრიტიკებს პატრიარქ კირილსაც, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში არ ჩავიდა კიევში, უკრაინელებთან, რომელთაც საკუთარ სამწყსოდ მიიჩნევს, უკრაინელები ამას ალბათ აღარ დაუვიწყებენ, წერს მ. ანდრეი.
http://www.orthodoxtheology.ge/kuraevforcrimea/

Комментариев нет:
Отправить комментарий