მტერი იმიტომაც უნდა შეიყვარო, რომ მოყვასი უფრო შეგიყვარდეს.
შემცოდეს აპატიე, მაგრამ განეშორე.
მტრის შეწყნარებაშიც სიბრძნე თუ არ გამოიჩინე, აღმოჩნდება რომ მტერს ზრდი იქ, სადაც შენი შთამომავლობა უნდა გაზრდილოყო.
უფალმა კაცობრიობა ერებად დაჰყო იმ მიზეზით,რომ უკეთურებით არ გაერთიანებულიყვნენ, რომ კაცობრიობა შეითქვა უფლის დასაგმობად ბაბილონის გოდოლის აშენებით. დღეს ქრისტეშობიდან ათასობით წლის შმედეგ კი, ისევ ყველა მიისწრაფის ისწავლოს საერთო მსოფლიო ენა.
მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებას ჩვენი დაცვა არ სჭირდება, ყველას ჩვენი წილი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ოჯახები და საქართველო გვაქვს დასაცავი ჩვენს გულებში. (უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II)


Комментариев нет:
Отправить комментарий