ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

დათა თუთაშხია უკვდავია.

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა .

დღეს დილით, 81 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.

მეღვინეთუხუცესი დაიბადა თბილისში, 1932 წლის 16 იანვარს. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი ჯერ პიონერთა სასახლეში, დრამწრეზე დადიოდა, მერე კი, „პიონერფილმში“. მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ არა პიონერთა სასახლე, მსახიობი ვერ დადგებოდა.

ოთარ მეღვინეთუხუცესს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული: ჯამბულატი „ფატიმა“-ში, გიგი ბეთანელი „კეთილ ადამიანებში“, ჯოყოლა „ვედრებაში“, მეფე გიორგი „დიდოსტატის მარჯვენაში“, არზაყანი „მთვარის მოტაცებაში“, ელიოზი „ნატვრის ხეში“ და სხვა.

მის გამორჩეული კინოროლი კი, დათა თუთაშხიაა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977 - თეატრის დარგში გაწეული ღვაწლისთვის);

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979);

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981 - დათა თუთაშხიას როლისთვის);

ტოკიოს კინოფესტივალის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „იზიდი“;

საქართველოს სახელმწიფო პრემია (2001 წ);

რუსთაველის სახელმწიფო პრემია (1998 წ.);

სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია (1997 წ.);

რუსეთის თეატრალური სფეროსა და ბიზნეს სამყაროს პრემია „კუმირი“ (2001 წ);

რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია „თოლია“ (2001 წ.);

ტოკიოს VI-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია “მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის” დ. ასტრახანის ფილმში „განვედ ჩემგან“ (1992 წ.); მინიჭებული აქვს ასევე ღირსების ორდენი და სხვა.

მეღვინეთუხუცესს სხვადასხვა როლი სხვა ქვეყნების თეატრების სცენაზეც აქვს შექმნილი. მათ შორის კრეონი - „ანტიგონეში“, მოსკოვის სამხატვრო თეატრის სცენაზე.

ცნობილ მსახიობს კვირას, 12 მაისს დაკრძალავენ.


http://info9.ge/?l=G&m=108&f=0&id=8691

Комментариев нет:

Отправить комментарий