ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

9 მაისი.

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი აღინიშნება. დედაქალაქში მცხოვრები ვეტერანები და ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად თბილისში ჩამოსული სტუმრები, ვაკის პარკში გამარჯვების მემორიალთან შეიკრიბებიან.
არსებული მონაცემებით, დღეისთვის, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე ვეტერანი და 12 ათასამდე მათათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.
1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი საბჭოთა კავშირში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე, 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის.
ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან ომში 350 ათასამდე ჯარისკაცი დაიღუპა.

http://live.ge/r-240321

Комментариев нет:

Отправить комментарий