რა არის დამოკიდებულება და როგორ არის შესაძლებელი მისგან თავის დაღწევა? ამ თემის შესახებ „ამბიონს“ „ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის“ (www.stimuli.ge) ხელმძღვანელები, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტები ესაუბრნენ.
http://www.ambioni.ge/ratom-xdeba-adamiani-damokidebuli
ნინო ვერხვიაშვილი: „დამოკიდებულება – ეს არის აკვიატებული ლტოლვის მდგომარეობა რაღაცის ან ვიღაცის მიმართ, რომელიც პრაქტიკულად არ ექვემდებარება კონტროლს. პროგრესირებასთან ერთად დამოკიდებულება მთლიანად იპყრობს ადამიანის ყოველდღიურობას, დანარჩენი ასპექტები კი თანდათან კარგავენ აქტუალურობას.
დამოკიდებულების ყველაზე გავრცელებული სახეობებია: ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოხმარება, ტოქსიკომანია, კვებითი დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ინტერნეტდამოკიდებულება, სამსახურზე დამოკიდებულება, ემოციური მიჯაჭვულობა (დამოკიდებულება სხვა ადამიანზე), ნარკოტიკული დამოკიდებულება, სპორტული ადიქცია, ადიქცია ფულის ხარჯვასთან მიმართებაში (შოპინგი) და სხვ.“
რა იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას სხვადასხვა საგნებზე, მოვლენებზე, პიროვნებებზე?
დიანა ნიკოლაიშვილი: „ნებისმიერი დამოკიდებულების ფორმირებისთვის პირველი და აუცილებელი პირობა არის შინაგანი შფოთვა და დაუკმაყოფილებლობის განცდა. შფოთვისგან თავის დასაღწევად 2 ვარიანტი არსებობს: პირველი – შეტევა (ადამიანი ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემას) ან მეორე – გაქცევა (პრობლემური რეალობისთვის თავის არიდება).
ჩვენს ცენტრს საკმაოდ ხშირად მომართავენ მშობლები, რომელთა შვილებიც კომპიუტერზე დამოკიდებულები არიან, აქედან გამომდინარე განვიხილავთ კომპიუტერზე დამოკიდებულების მაგალითს:
კომპიუტერზე დამოკიდებულების დროს ადამიანს ერთდროულად შეუძლია საკუთარი აგრესიის მიმართვა ვირტუალურ პერსონაჟებზე და უსიამოვნო რეალობისგან გაქცევა. თამაშის დროს ხდება ადრენალინის გამოსროლა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თამაშში იმარჯვებს, ორგანიზმში ე.წ. სიამოვნების ჰორმონის – ენდორფინის გამოყოფაც ხდება. ადამიანს სურს კიდევ და კიდევ და რაც შეიძლება ხშირად განიცადოს ეს გრძნობა, ამისთვის კი კვლავ თამაშია აუცილებელი. ასე ყალიბდება კომპიუტერზე დამოკიდებულება. ამდენად, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში განიცდიან პოზიტიური ემოციების დეფიციტს, უფრო ხშირად ხდებიან კომპიუტერული თამაშების მსხვერპლი.
კომპიუტერული დამოკიდებულება ვითარდება საკმაოდ სწრაფად – როგორც წესი 1,5-2 თვეც კი საკმარისია მისი განვითარებისთვის.“
რა შემთხვევაში უფრო დიდია კომპიუტერული დამოკიდებულების აღმოცენების რისკი?
დიანა ნიკოლაიშვილი: „რისკ-ჯგუფში შედიან:
• ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცხოვრებაში მათზე ცოტა რამ არის დამოკიდებული. წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი ადანაშაულებენ სხვა ადამიანებს ან გარემოებებს. ისინი პასიურად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ელიან რაიმე სასწაულს, რომელიც მათ ყველა პრობლემას მოუგვარებს და გარდა ამისა, ძალიან ხშირად ისინი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებენ.
• ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი თვითშეფასება. ამ შემთხვევაში კომპიუტერული თამაშების საშუალებით ისინი ცდილობენ თვითდამკვიდრებას – გამარჯვებას ან ფულის მოპოვებას.
• ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მეგობრები და თავს მარტოსულად გრძნობენ. ისინი ცდილობენ კომპიუტერის მეშვეობით შეავსონ ურთიერთობების დეფიციტი.
• ადამიანები, რომლებიც ოცნებობდნენ ან ოცნებობენ ლიდერობაზე, თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებენ და სანაცვლოდ კომპიუტერის მეშვეობით იკმაყოფილებენ საკუთარ ამბიციებს, როდესაც საკუთარ თავს სუპერ-გმირის ან ნებისმიერი იმ პერსონაჟის ამპლუაში წარმოიდგენენ, რომელიც ვირტუალურად მის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.“
როგორ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი დამოკიდებულებებისგან?
ნინო ვერხვიაშვილი: „იმ შემთხვევაში, როდესაც დამოკიდებულება უკვე ჩამოყალიბებულია, მასთან გამკლავება უფრო რთულია და როგორც დამოკიდებული ადამიანისგან, ასევე მისი ოჯახის წევრებისგან ბევრ რესურსს მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელია სურვილი და მზაობა ცვლილებებისკენ და ამასთან, იმ უსიამოვნო თანდართული მოვლენების ატანისკენ, რომელიც თან ახლავს ნებისმიერი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.
უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომის შერჩევა არის აუცილებელი.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამოკიდებულებასა ან მავნე ჩვევასთან დამშვიდობება, გახსოვდეთ:
• ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ თქვენ დამოკიდებული ხართ – ეს პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ.
• ნუ დაყრით ფარ-ხმალს და შეინარჩუნეთ რწმენა.
• ნუ ცდილობთ ერთი დამოკიდებულების მეორეთი ჩანაცვლებას.
• მიეცით თქვენი მხარდაჭერის უფლება თქვენს ახლობლებს.
• გაიჩინეთ ახალი ინტერესი/ჰობი და შეწყვიტეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან და იმ ადგილებში სიარული, რომელიც თქვენს დამოკიდებულებას ან მავნე ჩვევას ხელს უწყობს.
• დაისახეთ მკაფიო მიზანი და დაგეგმეთ ნაბიჯები ამ მიზნის მისაღწევად.
და ბოლოს, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი აცნობიერებს, რომ ის დამოკიდებულია, დაეხმარეთ მას, ირწმუნოს საკუთარი თავის.
გახსოვდეთ, რწმენა და სიყვარული სასწაულმოქმედია!“
თეონა ნოზაძე

Комментариев нет:
Отправить комментарий