ღმერთი

ღმერთი

четверг, 12 декабря 2013 г.

ალენ დელონი: მე არ ვეწინააღმდეგები ერთსქესიანთა ქორწინებებს, რადგან ფეხებზე მკიდიან

ფრანგულენოვანი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანგული კინოს ვარსკვლავმა ალენ დელონმა საფრანგეთის "ეროვნული ფრონტისა" და ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ისაუბრა.

"საფრანგეთის ეროვნული ფრონტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მას მხარს უჭერს ხალხი, რომელსაც ყელში ამოუვიდა, როცა საქმის ნაცვლად ლაყაფს სთავაზობენ. მათ სურთ მოქმედება, მათ სურთ იცხოვრონ სხვა საფრანგეთში… მამა და ქალიშვილი ლე-პენები (ფრანსუა და მარი ლეპენები, საფრანგეთის ნაციონალისტური ფრთის ლიდერები - ავტ) მრავალი წლის განმავლობაში იბრძვიან, იბრძვიან მარტო. პირველად, ისინი მარტონი აღარ არიან. მათთან ერთად ფრანგები დგანან. ეს მნიშვნელოვანია!"

"მე დე-გოლის მიმდევარი ვარ უკვე 40 წელიწადია, მაგრამ დროს ფეხი უნდა ავუწყოთ. შეუძლებელია დე-გოლისტი იყო ოლანდისტურ სამყაროში", აღნიშნა დელონმა.

"მე არ ვეწინააღმდეგები ერთსქესიანთა ქორწინებებს, რადგან ფეხებზე მკიდიან, მაგრამ ვეწინააღმდეგები მათთვის ბავშვების მიშვილებას. მეტყვიან, რომ ადაპტირება უნდა მოვახდინო და დროს ავუწყო ფეხი… რას ვიზამთ, ძალიან ცუდი აზრის ვარ ჩვენს ეპოქაზე, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ნორმად აქცევს. ვრისკავ, სულელ ბებრუხანად გამოვჩნდე, მაგრამ მაინც ვამბობ: ყოველივე ეს შოკში მაგდებს!" განაცხადა დელონმა.


http://www.kvirispalitra.ge/msoflio/19784-alen-deloni-me-ar-vetsinaaghmdegebi-erthsqesiantha-qortsinebebs-radgan-fekhebze-mkidian.html

Комментариев нет:

Отправить комментарий