ის, რომ რელიგია სულიერი ავადმყოფობის ფორმაა და მასში არის რაღაც ფსიქოპატური, ათეისტური პროპაგანდის ერთერთ ყველაზე პოპულარულ თეზისს წარმოადგენს. ეს თეზისი ჯიუტად მეორდება და მებრძოლი ათეიზმის დოგმის სახე მიიღო. (არა მებრძოლი, მშვიდი ათეისტები მას არ იზიარებენ, მაგრამ ახლა საუბარი მათზე არ არის).
მაგ. ისეთი პოპულრული ავტორი, როგორიცაა რიჩარდ დოკინსი ამ აზრს ანვითარებს თავის მრავალგზის ნათარგმნ და გამოცემულ წიგნში „ღმერთი, როგორც ილუზია“. მისი წიგნის სათაურში გამოყენებული სიტყვა „ილუზია“ (delusion)¬-ტერმინი, რომელიც ფსიქიატრიის სფეროდან არის აღებული, ის წერს: „Microsoft Word”-ის პროგრამაში არსებული ლექსიკონი „აკვიატებულ იდეას“ ხსნის, როგორც „ჯიუტ რწმენას, მიუხედავად საწინააღმდეგოს საფუძვლიანი მტკიცებულებისა, როგორც ფსიქიკური აშლილობის სიმპტომს“. განსაზღვრების პირველი ნაწილი რელიგიას სრულად ესადაგება. რაც შეეხება ფსიქიკურ აშლილობას, მე ვეთანხმები რობერტ მ. პირსიგს, ავტორს წიგნისა“ძენი და მოტოციკლეტების შეკეთების ხელოვნება“, სადაც იგი აცხადებს: „როცა აკვიატებული იდეა ერთ ადამიანს უჩნდება, ეს სიგიჟეა, ხოლო როცა ბევრს-ეს რელიგიაა“. სხვა ადგილას ის წერს: „ფსიქიატრიულის ბინადრები თავის თავს ნაპოლეონებს, ჩარლი ჩაპლინებს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგ არის მომართული, ისინი თვლიან, რომ ტელეპატიურად აზრის გადაცემის შესაძლებლობას ფლობენ. არავინ ცდილობს ამაში მათ გადარწმუნებას, მაგარამ არც სერიოზულად არ აღიქვამენ. ძირითადად იმიტომ, რომ ისინი უმცირესობაში არიან. რელიგიასთან განსხვავება მხოლოდ მიმდევრების დიდ რაოდენობაშია“. იმავე წიგნში დოკინს აღტაცებით მოჰყავს ასევე ათეისტი პუბლიცისტის-სემ ჰარისის ციტატა: „ადამიანებს-რომლების რწმენასაც რაციონალური მტკიცებულება არ გააჩნია, სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ. თუ მათი რწმენა ფართო მასებს მოიცავს, მათ რელიგიურებს უწოდებენ, თუ არა-როგორც წესი გიჟებს. შეშლილებს ან ფსიქოპატებს (ადამიანი მარტო გიჟდება). ჭეშმარიტად-უმეტესობა ყოვლთვის მართალია. სინამდვილეში სუფთა წყლის შემთხვევითობაა ის, რომ საზოგადოებაში მიღებულია რწმენა, თითქოს და სამყაროს შემქმნელს ჩვენი აზრების წაკითხვა შეუძლია, მაშინ როცა ფანჯარაზე მოშხაპუნე წვიმის აღქმა, თითქოს უფალი თავის ნებას მორზეს ანბანის საშუალებით გვამცნობს-სიგიჟის გამოვლინებად. მიუხედავად იმისა რომ რელიგიური ადამიანები შეშლილები არ არიან, მათი რწმენის არსი ეჭვგარეშე სიგიჟეს უახლოვდება“.
წიგნის ერთერთ თავში „ფიზიკური და სულიერი ზეწოლა“ დოკინსი გვარწმუნებს, რომ რელიგია, განსაკუთრებით კი სწავლება ჯოჯოხეთზე, ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს და მოგვითხრობს გულისამაჩუყებელ ისტორიას კათოლიკე გოგონაზე, რომელსაც რელიგიურმა სწავლებამ ფსიქიკა ისე დაუზიანა, რომ მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
დღევანდელი ინტილიგენციის ნაწილისათვის დოკინსი იგივეა რაც ბაზაროვისთვის ბიუჰნერი და მოლეშოტტი-მასწავლებლები. უმეტესობისათვის უბედურება რწმენის არ ქონა კი არ არის-სწრედ რომ მათი რწმენა ატარებს მგზნებარე და გიჟურ ხასიათს, არამედ მისი არასწორი გზით წარმართვა. ზოგიერთი დასავლელი პუბლიცისტი (სამწუხაროდ არა საუკეთესონი) ჩვენთან გურუებად აღიქმებიან, რომლებმაც ბოლოდაბოლოს სამყაროზე აგვიხილეს თვალი, გურუებად-რომელთა სიტყვაც გარდაუვალ ჭეშმარიტებად აღიქმება და მათში ეჭვის შეტანა ისეთ მრისხანებას იწვევს, როგორც მხოლოდ დიდი სიწმინდის შებღალვამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა ფსიქოლოგიური მსგავსება მებრძოლ ათეიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმში დიდი ხანია უკვე აღმოჩენილია. თვით დოკინსი აღნიშნავს, რომ მშვიდი ათეისტები მას ფუნდამენტალისტ მოძღვარს ამსგავსებენ.
წარმოდგენა რელიგიის ფსიქოპათოლოგიურობაზე ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ის-რელიგიის ფენომენს ხსნის, ის-მასებს ბრძოლისკენ აქეზებს, ის რელიგიასთან მებრძოლებს კაცობრიობის კეთილისმყოფელებად წარმოაჩენს, ის ჩვენ ათეიიზმის უეჭველ უპირატესობაზე მიგვითითებს, ის ჩვენ სამართლიანად აგვღშფოთებს უწიგნურ და პირქუშ მღვდლებზე, რომლებიც მოუმწიფებელ სულებს ამახინჯებენ. მიუხედავად უამრავი დადებითისა, მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს ის უხეშად ეწინააღმდეგება არსებულ მონაცემებს.
კითხვები იმაზე წარმოადგენს თუ არა რელიგია ფსიქოპათოლოგურ ფორმას და ანგრევს თუ არა ის ფსიქიკას, მეცნიერებას ამაზე პასუხის გაცემა შეუძლია. მეცნიერები მუდმივად ატარებენ კვლევებს, როგორ გავლენას ახდენს ფსიქიკის ჯანმრთელობაზე ესა თუ ის ფაქტორი-ასაკი,ალკოჰოლი, ოჯახური მდგომარეობა და მათ შორის რელიგიაც. ამ კვლევებში დასამალი არაფერია. თუ რა შეფარდებაა ფსიქოპათოლოგიასა და რელიაგიას შორის, ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაიგოს.
აქ მე ძირითადად ინგლისურენოვან წყაროებს დავეყრდნობი, რადგან სამყაროს რომელსაც „მეცნიერული ათეიზმის“ ხანგრძლივი ბატონობა არ გადაუტანია ფსიქიატრიაში მეტი მასალის დაგროვება შესძლო. ეს მასალა ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა-ჩვენ ვიცით რომ სულიერად ავადმყოფი ადამიანები თანაგრძნობას და თანადგომას რელიგიაში ეკლესიაში ეძებენ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ავადმყოფურმა ბოდვამ (ისევე, როგორც მეცნიერულმა და გამომგონებლურმა) შეიძლება რელიგიური ხასიათი მიიღოს. მაგრამ აი-მოულოდნელობა! სტატისტიკურად-მორწმუნე ადამიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდერე ურწმუნოებს. ამას ამტკიცებს უამრავი მაძიებლის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა. მაგ. ჟურნალ „ Psychatric Times-ის პროფესიონალური გამოცემა, რომელსაც ქრისტიანულ აპოლოგეტიკასთან არანაირი საერთო არ გააჩნია, აქვეყნებს ჯანმრთელობის კვლევის ნაციონალური ინსტიტუტის ( აშშ) პრეზიდენტის-დევიდ ლარსონის და მისი თანა ავტორების სტატიას, რომელსაც ეწოდება-„ფსიქიატრიაში დავიწყებული ფაქტორი: რელიგიური მიძღვნა და ფსიქიური ჯანმრთელობა“ (David B. Larson, M.D., M. S. P. H. , Susan S. Larson, M. A. T. , and Harold G. Koenig, M.D., M.H.Sc, The Once-Forgotten Factor in Psychatry: Research Findings on Religious Commitment and Mental Health) რომელშიც ამ საკითხზე მონაცემები არის აღნუსხული. როგორც მკვლევარები ამტკიცებენ: ახლად გამოქვეყნებულ კვლევებზე დაყრდნობით, რელიგიური და სულიერი ინტერესების არ ქონა, ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის გამომწვევი სერიოზული რისკ-ფაქტორია“. მეორე მხრივ, სულიერება ეხმარება ალკოჰოლიზმის დაძლევაში: „მაგ. პაციენტების 45%, რომლებიც რელიგიური პროგრამებით მკურნალობდნენ, ერთ წელიწადში თავისუფლდებოდნენ ნარკო-დამოკიდებულებისაგან, შედარებით იმ 5%-თან რომლებიც არა რელიგიური პროგრამებით მკურნალობდნენ“. (Desmond and Maddux, 1981) ასევე გამოკვლევებმა ცხადჰყვეს მორწმუნეებში დეპრესიების და ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების დაბალი მაჩვენებლები. მაგ. 1900 წყვილ ტყუპ-ქალებზე დაკვირვებამ აჩვენა დეპრესიის, ასევე ალკოჰოლზე და თამბაქოზე დამოკიდებულების დაბალი დონე მორწმუნეთა შორის“.
იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ღვთის მსახურებაზე დასწრება თვითმკვლელების რაოდენობის კლებას უწყობს ხელს. ურწმუნოების ტენდენცია პირიქით-ზრდის თვითმკვლელობას, ალკოჰოლიზმს და ნარკომანიას, ნათქვამია სხვა კვლევებში. თვითმკვლელობის ეპიდემიის გლობალური კვლევა „ A global perspective in the epidemiology of suicide by JM Bertolote“ წარმოადგენს თვითმკვლელობის თანაბართობით ცხრილს, სხვადასხვა რელიგიებს შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ათეისტებშია. „ამერიკის ფსიქიატრიის ჟურნალი“ აქვეყნებს კანიტა დერვიჩის და სხვა ავტორების (Kanita Dervic,Maria A. Oqueno, Michael F. Grunebaum, Steve Ellis, Ainsley K. Burke, and J. John Mann) სტატიას „რელიგიური კუთვნილება და თვითმკვლელობის მცდელობა“ (Religious Affiliation and Suicide Attempt) სადაც მეცნიერები აღნიშნავენ რომ „არა რელიგიურ ადამიანებს და მათ ახლო ნათესავებს ბევრად უფრო ხშირად აქვთ თვითმკვლელობის მცდელობა“.
პარიზული ეკონომიკის სკოლის პროფესორი ენდრიოუ კლარკი აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლების კვლევების მიხედვით მორწმუნენი გაცილებით ბედნიერები არიან და უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ დარტყმებს-მაგ. ისეთს, როგორიცაა სამსახურის დაკარგავა. იგივეს ამტკიცებენ სხვა კვლევებიც, მაგ. მიმოხილვაში „რელიგია და ფსიქიური ჯანმრთელობა“, რომელიც ბრაზილიის სან-პაულუს უნივერსიტეტის ფსიქიატრებმა გამოაქვეყნეს-მორწმუნეები ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაღალი ხარისხის შესამჩნევ დემონსტრირებას ახდენენ. რაც შეეხება საცოდავ ბავშვებს, რომლებიც რელიგიურ ოჯახებში იზრდებიან და რომელთა ბედზეც წუხს დოკინსი. რელიგიური მშობლების და მათ შვილების ფსიქიურ სტაბილურობაზე არა ერთი კვლევა ჩატარდა, მაგ. ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის (Relationship Between Maternal Church Attendance and Adolescent Mental Health and Social Functioning Stuart R. Varon, M.D. and Anne W. Riley, Ph.D.) საიტზე გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, იმ ოჯახების ბავშვები და მოზარდები, რომელთა მშობლებიც რეგულარულად დადიან ეკლესიაში ფსიქიკურად და ჯანმრთელობითაც ბევრად უფრო კარგად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, ვისი ოჯახიდანაც იშვიათად ან საერთოდ არ დადიან ეკლესიაში.
ესეთია მეცნიერული მონაცემები და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი აქვს, შეუძლია მათი გადამოწმება. სტატისტიკურად მორწმუნე ადამიანები ფსიქიურად უფრო ჯანმრთელები, უფრო ბედნიერები, თვითმკვლელობის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი ნაკლებად მიდრეკილნი არიან, უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ დარტყმებს და ურფო ბედნიერ და ჯანმრთელ შვილებს ზრდიან. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რწმენა-ეს არის მრავალგზის გადამოწმებული, სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევების შედეგი. დაუბრუნდეთ „აკვიატებული ილუზიის“ განსაზღვრებას, რომლის ციტირებასაც დოკინსი ახდენს-„ჯიუტი რწმენა, მიუხედავად საპირისპიროს მყარი მტკიცებულებისა“.არ შეიძლება არ აღინიშნოს სიტუაციის ირონიულობა-მებრძოლი ათეისტები სწორედ ისე იქცევიან, რასაც მორწმუნეებს მიაწერენ და ჭეშმარიტად ფუნდამენტალური სიჯიუტით მისდევენ ანტირელიგიურ მითებს, რომელთა სიცრუეში ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს 10 წუთში შეუძლია დარწმუნდეს. ე.წ. „ახალი ათეიზმი“ -რომელიც დასავლეთში პოპულარულია და ჩვენთანაც ინერგება როგორც პუპლიცისტური მიდინარეობა, არა იმდენად ანტირელიგიურია, რამდენათაც ანტიმეცნიერული.
ავტორი: სერგეი ჰუდიევი

faith.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий