"ცხოვრების გზაზე ადამიანის ხატება კი არ უნდა მიგვიძღვოდეს, არამედ – ქრისტესი. ქრისტეს გარეშე ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაფერი ამაოებაა, ყველაფერი ქრება და მტვრად იქცევა, რადგანაც ქვეყნიერებაზე ბოროტება ბატონობს", – აღნიშნავს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი (სხირტლაძე).
– მამა გიორგი, თითქოს მასობრივად ყველა ეკლესიურია, მაგრამ მრავალი ადამიანი მაინც ქრისტეს მადლის გარეშე ცხოვრობს, როგორია ასეთ ადამიანთა მდგომარეობა?
– ადამიანი ისეთი არსებაა, რომ რწმენის გარეშე მისი ცხოვრება შეუძლებელია. ცოტათი ჯიუტია, ცოტათი ჟინიანია, აწუხებს გარკვეული სურვილები, მიზნები, იგი არ არის დამოუკიდებული არსება. მას არ შეუძლია არსებობა ღმერთის გარეშე. როგორც ხეს არ შეუძლია წყლის გარეშე არსებობა, გახმება და მოსაჭრელი გახდება, რადგან ვერ გამოიღებს ნაყოფს, ასევეა ადამიანიც. იგი ხმება, კვდება უფლის თვინიერ. შეიძლება ხორციელად განაგრძობდეს არსებობას, მაგრამ მისი სული კვდომას ექვემდებარება. მადლს მოკლებული სული თითქმის მკვდარია, რადგან ადამიანის ღვთისგან შექმნილი სული ყოველთვის საჭიროებს უმაღლეს ავტორიტეტს, რომელსაც მან ცხონებისთვის უნდა მოუხმოს.
ჩვენ ჩვენს თავს ვერ ვაცხოვნებთ. მაცხოვნებელი ძალა სულიწმიდას აქვს. ზოგი სიმდიდრით ტრაბახობს, ზოგი – ძალაუფლებით, მაგრამ ვის შეუძლია ადამიანს სიცოცხლე მისცეს, მკვდარი გააცოცხლოს? ეს შეუძლია სულიწმიდას. რასაც ქრისტე და წმიდანები აკეთებდნენ, იმის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, ოღონდ თუ ძლიერი სარწმუნოება გვექნება. რამდენი სულიერად დაჭრილი, დაცემული, თითქმის მკვდარი მოდის ეკლესიაში, აქედან კი გამთლიანებული მიდის. ვინ აკეთებს ამას? ვინ აზიარებს ადამიანს ქრისტეს ნათელს? როდესაც ჩვენ ნაკურთხ წყალს ვასხამთ, მირონს ვცხებთ, ვინ დგას ამის უკან? სულიწმიდა გვიღიმის და გარდამოდის ჩვენზე. სულიწმიდა უსასყიდლოდ დაუმსახურებელ წყალობას გვაძლევს. ყველა საიდუმლოს სწორედ მისი მადლით აღვასრულებთ. სულიწმიდის გარდამოსვლით გარდაიქმნება პური და ღვინო ხორცად და სისხლად. სულიწმიდით იკურნება ადამიანი და არა – რომელიმე მოძღვრის დამსახურებით. თუმცა, ეკლესია აუცილებლად მოითხოვს სამღვდელო მსახურებას, რადგან ჰიროტონიის, ანუ მღვდლად კურთხევის დროს მოძღვარზე გადმოდის სულიწმიდის მადლი, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მღვდლობა არის მეშვიდე საიდუმლო და მაინც – მოძღვრის სიწმინდით კი არა, უფლის ხელდასხმის მადლით გარდამოდის და მოქმედებს მორწმუნეებზე სულიწმიდა.
– ხშირად ადამიანი ღმერთს გაჭირვებაში იხსენებს და სანამ რაიმე განსაცდელი არ შეემთხვევა, მანამდე არ დაფიქრდება თავისი არსებობის დანიშნულებაზე.

– ცხოვრება გვაიძულებს, ვიფხიზლოთ, სერიოზულად და პასუხისმგებლობის გრძნობით მოვეკიდოთ ჩვენი არსებობის ფაქტს, რათა არ დავკარგოთ ქრისტიანული ღირსების გრძნობა, რათა ავიცილოთ მორალური დაცემა. ადამიანი გაჭირვებაში იხსენებს ღმერთს. არ იქნება კარგი, თუ ყველაფერი მოგეცა და უფალი დაივიწყე. მაგრამ იგივე უფალი თავადვე არ დაუშვებს ამას. იმდენს არ მოგცემს, რომ ღმერთი დაივიწყო, დაგმო იგი, შენი თავიც დაღუპო და სხვაც. ნურავინ იფიქრებს, თითქოს ღმერთს რაღაცა აკლია, ან ენანება, ძუნწია, ან იმდენი არა აქვს, რომ გვეყოს. არა, ღმერთს ყველაფერი აქვს. მისი საოცარი სიმდიდრე ყველას აქვს ნანახი გულში. ეს სიმდიდრე ყველასთვის საკმარისია, მეტიც არის. თუ არ გვაძლევს, ეს იმიტომ, რომ უფრო მეტს გვიმზადებს მომავალში. ცოტა ხნით მოიცადე, მაინცდამაინც ამქვეყნად ცხოვრების 50–70–80 წელიწადში გინდა მიიღო ყველაფერი?! დაიცადე, ამის შემდეგ ხომ მარადიულობაა, იქნებ, რას გიმზადებს მართალს უფალი. "მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისანი განმრავდლეს, – ამბობს უფალი, – მართალი გაბრწყინდებაო, ვითარცა მზე".
საერთოდ, რაც მეტად ხარ დამოკიდებული ღმერთზე, რაც უფრო ხშირად წარმოაჩენ შენს უმწეობას მისი ყოვლისშემძლეობის წინაშე, მით უფრო აფასებს უფალი შენს მასზე დამოკიდებულებას და შეგეწევა, მაგრამ თუ შენ ცდილობ, ღვთისგან დამოუკიდებლად წარმართო შენი ცხოვრება, მით უფრო სწყდები ღმერთს. რაც ახლოს მიდიხარ უფალთან, მით უფრო გიახლოვდება ისიც, მით უფრო გიახლოვდება შენი საკუთარი არსის ხედვა, რადგანაც ღმერთის გარეშე შეუძლებელია, დაინახო საკუთარი თავი. ღმერთის აღიარების გარეშე, შეუძლებელია, აღიარო საკუთარი თავის ჭეშმარიტი არსებობა. უფლის არსებობის ცნობის გარეშე შეუძლებელია, მიიღო ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, რადგან ადამიანისთვის საკუთარი თავი დიდი საიდუმლოა.
– ზოგჯერ ადამიანს ღვთისგან მიტოვებულობის განცდა აქვს და ჰგონია, რომ ღმერთი მას არ სწყალობს. ამ მდგომარეობის შესახებ რას იტყვით?
– უფალი ყველას ერთნაირად უგზავნის წყალობას ისევე, როგორც ყველას ერთნაირად აწვიმს ან ანათებს მზე. ღმერთმა დაგვიწესა ღვთაებრივი ეპიტიმია. ზოგი იტანჯება, ზოგი კვდება, ზოგი ცოცხლდება. განა სიკვდილი არ არის ცოდვაში ყოფნა? განა გაცოცხლება მკვდრეთით აღდგომა არ არის, ადამიანი რომ ცოდვას დაძლევს და მოინანიებს? ასეთი ადამიანი ხომ ახალ ცხოვრებას იწყებს ქრისტეში. ყველა ადამიანი თავის გზას გადის, თავისი ცხოვრების საფეხურებზე მიაბიჯებს. მან უნდა მოიხადოს მოსახდელი სნეულება. ავადმყოფობას ავადმყოფობა უნდა უწოდო, ცოდვას – ცოდვა. მაშინ გაგეცლება ცოდვაცა და ავადმყოფობაც.
ვისაც რა უნდა მიეცეს, იმის შესაბამისად ეძლევა ყველაფერი. ერთლიტრიან ჭურჭელში ათ ლიტრ წყალს ვერ ჩაასხამ. თუ რაიმე არ გეძლევა, არა იმიტომ, რომ ღმერთს არ ემეტება შენთვის, არამედ იმიტომ, რომ შენ არ დაისაჯო, შენ არ წახვიდე ჯოჯოხეთში, შენ არ დაგემართოს უბედურება. უფალი ზრუნავს ჩვენზე. ის გვაძლევს მხოლოდ იმდენ წყალობას, რამდენიც გვჭირდება. გვეხმარება, რომ ვიპოვოთ ჩვენი ცხოვრების საზრისი. რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი, თუ არა განწმენდა, მუდმივი ლოცვა? ყოველივე ამქვეყნიური გაივლის, როგორც აჩრდილი, როგორც უსისხლო მოჩვენება. ჩვენ თუ არ გვექნება ქრისტესგან დატოვებული სულიერი საუნჯე, სხვა არაფერი შეგვრჩება. როდემდე ინავარდოს ცოდვილმა?! დილამდე, საღამოს, ანუ ამქვეყნიდან განსვლის ჟამს, ხომ მაინც ღმერთის წინაშე უნდა წარსდგეს?!
– როგორი ქცევით უნდა გამოირჩეოდეს ქრისტიანი ადამიანი?
– ქრისტიანი თავისებური კულტურით უნდა გამოირჩეოდეს. ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ ტაძარში სიარულით ვერ მოვიპოვებთ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ქრისტიანულად უნდა ვიქცეოდეთ. დაუშვებელია ხმამაღლა ლაპარაკი, გინება, ფურთხება, უხეში სიტყვის მიგება, ამპარტავნება – ეს ყველაფერი უკულტურობაა. ყოველი ცოდვა, ფაქტობრივად, უკულტურობაც არის. ქრისტიანული კულტურის შრეები, საუკუნეების განმავლობაში რომ იქმნებოდა, რაღაცნაირად დაიფარა. საბედნიეროდ, დღესაც მრავლად არიან ქრისტიანული, მართლმადიდებლური კულტურის მქონე ადამიანები, მაგრამ მასობრივად ერში ეს კულტურა დაიკარგა. რას ნიშნავს ქრისტიანული კულტურა? ამ კითხვის პასუხი სახარებაშია მოცემული: მართლმადიდებლური კულტურის ადამიანს ახასიათებს მშვიდი სიტყვის მიგება, გულთბილი მადლობის თქმა, არააგრესიულობა. ჯერ კიდევ ეკლესიაში მოსვლამდე უნდა შეითვისოს ადამიანმა ცხოვრების ეს წესი. უმაღლესი კულტურის ადამიანი, სრული კაცი – მაცხოვარი იყო. ვერავინ გაიხსენებს შემთხვევას, რომ მაცხოვარს უხეშად ეპასუხოს ვინმესთვის, დაეწყევლოს ან დაესაჯოს ვინმე.
ქრისტიანი ეყრდნობა ღმერთს, მოძღვრის ლოცვა–კურთხევას. ადამიანის იმედი კი არ უნდა ჰქონდეს მორწმუნეს, არამედ – ღვთისა. უფალი ყველას მიმართ კი არ არის სულგრძელი, არამედ მხოლოდ მათ მიმართ, ვინც მას შეჰღაღადებს და არა მათ მიმართ, ვინც გაორებული ცხოვრებით ცხოვრობს. გაორებული მდგომარეობა იმას ჰგავს, ადამიანს ქვედა ტანზე ზაფხულის ტანსაცმელი ეცვას, ზედა ტანზე კი – ზამთრის. ერთ ფეხზე ზაფხულის ფეხსაცმელი ეცვას, მეორეზე – ზამთრის. გაორებული ადამიანი მასხარას ემსგავსება. ვინც დღე და ღამე უფალს შეჰღაღადებს, ის არის ღმრთის რჩეული. კითხულობს უფალი, ხართ კი თქვენ ისეთები, რომ როდესაც მოვალ, ვპოვებ თქვენ შორის წრმენას?! ვინც თავის თავში დარწმუნებულია, ვისაც თავისი თავი უცოდველი ჰგონია და სხვა ცოდვილი, ის ადამიანი ყველზე მეტად ცდება. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავის გამართლებას, არ არის მართალი. ასეთი ადამიანი სიკეთეს ვერ დათესავს. ქრისტიანის მთელი ცხოვრება კი სიკეთის თესვას უნდა ემსახურებოდეს. სამწუხაროდ, ზოგი თესავს ბოროტებას და სხვა რა უნდა მოიმკას, თუ არა ისევ ბოროტება. მხოლოდ ბოროტებას თუ აღმოაცენებს ბოროტი თესლი. შეუძლებელია, ყურძენმა ვარდი გამოისხას, ან მსხალმა ნაყოფად ვაშლი გამოიღოს. რასაც დათესავ, იმას მოიმკიო, – უთქვამს ბრძენ ხალხს. ბრძენი ადამიანი თავმდაბალი, ჩუმი, მორჩილი და მორიდებულია. ხშირად საჭიროა ქრისტიანული დუმილი განსაცდელების ჟამს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ასეთი ქრისტიანული დუმილის დროს ადამიანი ქრისტეს მიემსგავსება, რომელიც დუმდა, როდესაც პილატე ეკითხებოდა: მითხარი, ვინ ხარო? დუმილის ხელოვნება აუცილებელია ყველასათვის. ეს არის დიდი ხელოვნება, სიბრძნე, რომელიც ჩვენ უნდა შევითვისოთ. დუმილი ბევრს ფილტრს, ზღუდეს, ბევრ დამცველ საშუალებას გვაძლევს, რათა ყოველგვარი ნაგავი და ჭუჭყი არ შემოვიდეს ჩვენში. დაუცველ სულს იმორჩილებს ეშმაკი და აუძლურებს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვთესოთ სიკეთე, დაუფიქრებლად, უხვად, ყოველგვარი უკან დახევის, სულმოკლეობისა და ქვენა გრძნობების გარეშე. დგება ჟამი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდება ღვთის წინაშე. ყოველთვის ვერ ვიქნებით ჩვენი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. ჩვენ მარტო წარვსდგებით ღვთის წინაშე გარკვეულ მომენტში. ამ დროს უნდა ვაგოთ პასუხი ჩვენი საქმეების გამო, ვუთხრათ ღმერთს ისეთი რამ, რომ არ შეგვრისხოს. ჭეშმარიტი ქრისტიანი ღვთის მორჩილია. ღვთის მცნებების მორჩილი ადამიანი გაცილებით მყარი ხდება.
– მამაო, მაინც რას მოიცავს მორწმუნე ადამიანის ცხოვრება და რამდენად განსხვავდება იგი არაეკლესიური ადამიანისგან?
– მორწმუნე ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ღმერთთან ურთიერთობის პროცესი. მორწმუნე ადამიანი აცნობიერებს, რარიგ შეზღუდულია ღვთის სჯულით. არ შეიძლება, მორწმუნემ აკეთოს ის, რაც უნდა. სამწუხაროდ, დღევანდელი საინფორმაციო საშუალებებიდან ცრუ თავისუფლებას გვიქადაგებენ. რეკლამებით თუ ფილმებით შთააგონებენ ახალგაზრდობას, რომ მიენდონ მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს, ე.ი. ადამიანი გახდეს ცხოველი. უკიჟინებენ, ნუ შეიზღუდავ თავს, არ გჭირდება არავითარი სულიერი დისციპლინა. ურწმუნო და მორწმუნე ადამიანებს შორის დიდი განსხვავებაა. ურწმუნოებს სჯერათ, რომ ცხოვრება არ შეიცავს არავითარ საფრთხეს. მათთვის, პრაქტიკულად, ყველაფერი შესაძლებელია. მორწმუნე ადამიანი ცდილობს, დაემორჩილოს არა ცხოველურ მოთხოვნებს, არამედ მაღალ, საღვთო კანონებს. მორწმუნე ადამიანის ცხოვრება მუდმივი ლოცვითი დაძაბულობაა, შინაგანი უხილავი ბრძოლაა საკუთარ თავთან, რათა მოიპოვოს ყველაზე დიდი გამარჯვება – გამარჯვება საკუთარ თავზე. ურწმუნო ადამიანი კი განცხრომისთვის ცხოვრობს. მისი სული ამღვრეულია, მისი თვალები დაბინდული, აგრესიული, სექსუალურია, ვნებითა და ანგარებითაა აღსავსე. ურწმუნოებს აქვთ ამპარტავნული, თავაწეული სიარული, დროშასავით მიაფრიალებენ თავიანთ უწრმუნოებას და ამაყობენ ცოდვებით.
– ბოლოს, მამაო, კიდევ რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
– ადამიანს უნდა ჰქონდეს სიყვარული. უფალმა 3 უმთავრესი მცნება დაგვიტოვა: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მათგან უმთავრესი სიყვარულია. იგი დანარჩენ ორზე მაღლა დგას. ქრისტესმიერი სიყვარული აღგვამაღლებს ამა სოფელზე. ქრისტე თავისი სიყვარულით ხელისგულზე გვატარებს. მაგრამ, განა, ყველა სიყვარული ქრისტესმიერია? განა, ყველა სიმშვიდე ქრისტესმიერია? ზოგი გაყინული სიმშვიდე ეშმაკისგანაც არის. ხორციელი, ვნებითი, სხეულებრივი სიყვარული არ არის ღვთისმიერი. სიყვარული არის მხოლოდ და მხოლოდ უმანკო, ზეციური, რომელიც აბსოლუტურად მაღლა დგას. ეს არის ღვთის სიყვარული. აქედან გამოდის ყველაფერი. ეს სიყვარული არის მაცხოვნებელი. ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს გვასწავლის. უფალი გვამცნებს, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს. წმიდა სერაფიმ საროველი ამბობს: გიყვარდეს ღმერთი და, რაც გინდა, ის გააკეთე. უფალი არ მოგცემს ცუდის გაკეთების ნებას.
ეფემია წიკლაური
www.sana.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий