ვაჟა-ფშაველა
ვირები ბედაურობენ,
ყვავი ბულბულობს… დიახო!
ეს დაიხსომეთ კარგადა,
მტკვარო, არაგვო, ლიახვო!
მე ვხედავ ამას ცხოვლადა,
სხვები კი ვერა ჰხედავენ,
არ ვიცი, ბრმები არიან,
თუ ნახვას ვერა ჰბედავენ.
ეს ჩემი დანაბარები
თქვენის ტალღების ცვარებმა
შეხვრიპონ დასახსოვრადა,
როგორც ნასიცხმა ხარებმა,
გამოშვებულმა გუთნიდან,
მკერდ და ქედ-ოფლიანებმა,
ჩვენ კაცთა მასაზრდოებელთ,
კურთხეულ-მშობლიანებმა,
უმღერონ შთამოებასა
საფიქრალ-საცოდნელადა.
რომ უმსგავსობა ბევრშია
სოფელს ჰქონია წესადა
ცუდების სასიხარულოდ,
კარგების დასაკვნესადა.
–––
გული მკერდში მაქვს ტალადა,
ხოლო გონება – კვესადა,
და აბდად – ოცნების მიერ
რაცა ქცეულა კვნესადა.
დღესნამდე კაცი ამაყი
დღეს როგორ გავხდე ქლესადა?!
დავწყევლი დასაწყევარსა,
წყევლამ უწიოს ფესვადა.
ვაქებ, ვადიდებ საქებელს,
წინ დავიყუდებ ღმერთადა.
კაინს აბელთან რა უნდა,
რომ ედგეს გვერდის-გვერდადა?!
–––
შხამ-გესლით სავსე ვინც არი,
მოძმეთ სიცოცხლის მწამლავი,
თავის უმსგავსის ქცევითა
მშობელი დედის მჩაგრავი,
რად უნდა იყოს ცოცხალი
ავი, კეთილის მტანჯავი?!
არამი არი იმაზე
ჰაერი ჩემის ქვეყნისა,
შხამად შაერგოს ასეთს შვილს
ნაწოვნი ძუძუ დედისა!
მათ ვინ ჩაუგდო ხელშია
მართვა ქართველთა ბედისა?!
გულს, ავსებულსა ცრემლითა,
ზღვა ზედ დაერთო ბრაზისა:
განა ღირსნი ვართ იმ მოძღვრის,
ჯვარი რომ ეპყრა ვაზისა?
1912 წ.
ვირები ბედაურობენ,
ყვავი ბულბულობს… დიახო!
ეს დაიხსომეთ კარგადა,
მტკვარო, არაგვო, ლიახვო!
მე ვხედავ ამას ცხოვლადა,
სხვები კი ვერა ჰხედავენ,
არ ვიცი, ბრმები არიან,
თუ ნახვას ვერა ჰბედავენ.
ეს ჩემი დანაბარები
თქვენის ტალღების ცვარებმა
შეხვრიპონ დასახსოვრადა,
როგორც ნასიცხმა ხარებმა,
გამოშვებულმა გუთნიდან,
მკერდ და ქედ-ოფლიანებმა,
ჩვენ კაცთა მასაზრდოებელთ,
კურთხეულ-მშობლიანებმა,
უმღერონ შთამოებასა
საფიქრალ-საცოდნელადა.
რომ უმსგავსობა ბევრშია
სოფელს ჰქონია წესადა
ცუდების სასიხარულოდ,
კარგების დასაკვნესადა.
–––
გული მკერდში მაქვს ტალადა,
ხოლო გონება – კვესადა,
და აბდად – ოცნების მიერ
რაცა ქცეულა კვნესადა.
დღესნამდე კაცი ამაყი
დღეს როგორ გავხდე ქლესადა?!
დავწყევლი დასაწყევარსა,
წყევლამ უწიოს ფესვადა.
ვაქებ, ვადიდებ საქებელს,
წინ დავიყუდებ ღმერთადა.
კაინს აბელთან რა უნდა,
რომ ედგეს გვერდის-გვერდადა?!
–––
შხამ-გესლით სავსე ვინც არი,
მოძმეთ სიცოცხლის მწამლავი,
თავის უმსგავსის ქცევითა
მშობელი დედის მჩაგრავი,
რად უნდა იყოს ცოცხალი
ავი, კეთილის მტანჯავი?!
არამი არი იმაზე
ჰაერი ჩემის ქვეყნისა,
შხამად შაერგოს ასეთს შვილს
ნაწოვნი ძუძუ დედისა!
მათ ვინ ჩაუგდო ხელშია
მართვა ქართველთა ბედისა?!
გულს, ავსებულსა ცრემლითა,
ზღვა ზედ დაერთო ბრაზისა:
განა ღირსნი ვართ იმ მოძღვრის,
ჯვარი რომ ეპყრა ვაზისა?
1912 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий