ღმერთი

ღმერთი

суббота, 14 декабря 2013 г.

დაიცავი შენი სიტყვა ქადილისგან და შენი აზრი – ქედმაღლობისგან,

რათა არ იქნე მიშვებული და არ გააკეთო საწინააღმდეგო, რადგან არათუ თავისთავად ადამიანისგან აღესრულება სიკეთე, არამედ – გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთისგან (შეგონების არსი ისაა, რომ როდესაც ვტრაბახობთ ან ვქედმაღლობთ, ცხადია საკუთარი თავის ღირსებებს ვუსვამთ ხაზს და არა იმას, რომ ღვთისგან მოგვეცა ყოველგვარი სიკეთე. ასეთ დროს შესაძლოა ღმერთმა მიუშვას ეს ადამიანი მის ნებაზე ანუ მოაკლოს მას თავისი შეწევნა და ისიც უმალ უძლური აღმოჩნდება დიდი და ღირსეული საქმის აღსასრულებლად. სწორედ ამიტომ, ვინც ღირსეულ საქმეთა მოქმედია, უნდა აცნობიერებდეს იმასაც, რომ იგი როგორც ადამიანი თავისთავად ანუ თავისი ძალებით კი არ არის ამ ყოველივეს შემსრულებელი, არამედ – გამომდინარე ყოვლისმხედველი ღვთის შეწევნიდან).




წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)





Комментариев нет:

Отправить комментарий