ჩვენს გაზეთში ამ რამდენიმე ხნის წინ ვწერდი იმ ე.წ. აგრესიულ დემოკრატიაზე, რომელიც, კაცობრიობის ცივილური (ნამდვილად ცივილური და არა დამახინჯებული და გაუკუღმართებული) ნაწილის სამწუხაროდ, კიბოს მეტასტაზებივით მოედო აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნებს.
არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო ე.წ. «პროგრესული იდეების» გავრცელებას, «ჩაგრული ადამიანების გათავისუფლებას» თეატრის გრიმიორის ოსტატობით ირგებს და ცხვრის ტყავში გადაცმული მგლის მენტალიტეტით ანადგურებს ქვეყნების ლიდერებს, ეკონომიკას, ტრადიციებსა და მომავალს. ამ უდიდეს პრობლემაზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა, გამოქვეყნებულა სხვადასხვა ექსპერტისა თუ რომელიმე კონკრეტული დარგის სპეციალისტის მოსაზრება, გამოთქმულა პროგნოზები და დასახულა გადარჩენის, დიახ, სწორედაც რომ გადარჩენის, გზები. არის საუბრები ჩრდილოვან ხელისუფლებაზე, მასონებზე, რამდენიმე ოლიგარქის მიერ მსოფლიო ეკონომიკის მართვაზე. მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების მიერ ნებისმერი ბიზნესის (არ აქვს მნიშვნელობა, ავიამშენებელი ქარხანა იქნება თუ უბრალო ჯიხური) კონტროლის სურვილზე.
საზოგადოების ამ შეშფოთებას საკმაოდ წარმატებულად უპირისპირდება პიარ კამპანიის «შესანიშნავი» მეთოდი, ანუ პრობლემის სრული იგნორი; რეალური ფაქტების გაბიაბურება, ღიმილით ნათქვამი ფრაზა – კარგი რა, რა დროს მასონებსა და ჩრდილოვან ხელისუფლებაზეა საუბარი; გარეთ ოცდამეერთე საუკუნე დგას.
ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ამ პიარში ყველაზე აქტიურად საზოგადოების საკმაოდ ინტელექტუალური და მართლაც რომ პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები მონაწილეობენ. რეალური ინფორმაციის ნაკლებობა (ფაქტობრივად, არარსებობა) მათ ოპონენტებს ძალიან ცუდ, წამგებიან პოზიციაში აგდებს და ასეთ დროს რატომღაც XIX საუკუნის შესანიშნავი პოეტის, შარლ-პიერ ბოდლერის, ცნობილი გამოთქმა – «ეშმაკის ყველაზე დიდი ტყუილი ის არის, რომ დაგვარწმუნოს თავის არარსებობაში», მახსენდება.
მოდით და მასონები, ისტორიული შეთქმულებების თეორიები, სიონელი ბრძენები და სხვა მსგავსი მოსაზრებები გვერდზე გადავდოთ (ისე, მაგარია არა, როცა ასეთ რაღაცებს თუ ვიღაცებს «გვერდზე რომ გადადებ») და ბიზნეს ინტერესებზე ვისაუბროთ. იმ ბიზნეს ინტერესებზე, რომელთა გამტარებლები, დემოკრატიისა და ნათელი მომავლის ნიღაბს ამოფარებულნი, სისხლში ახშობენ მათი ნამდვილი მიზნების წინააღმდეგ გამოხატულ არამხოლოდ აქტიურ ქმედებას, არამედ გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებასაც კი.
სამწუხაროდ, ასეთ დროს ნამდვილი დემოკრატია, ადამიანების სწრაფვა (აშენოს, შექმნას რაღაც ახალი კაცობრიობისთვის _ სასარგებლო ფესვებზე, საუკუნეებგავლილ წარსულზე დაყრდნობით აღზარდოს მომავალი) იღუპება საერთაშორისო სამხედრო მისიების მიერ მოწყობილ სასაკლაოებზე თუ საკონცენტრაციო ბანაკებში.
სამწუხაროდ, იგნორის პიარის შემსრულებლები თავიანთი დუმილით, თავიანთი ინფანტილური დამოკიდებულებით ხელს უწყობენ აგრესიული დემოკრატიის გავრცელებას და ხშირ შემთხვევაში ისინი თავად გამოდიან აგრესიის «გამპრავებლების» როლში.
თანამედროვეებზე არაფერს ვიტყვი, რადგან სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, ყველანი კარგად ვხედავთ ასეთ ექსპერტებს და პოლიტოლოგებს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი ბიზნესინტერესი არ გააჩნია და, სამწუხაროდ, მართლა დარწმუნებულია, რომ, «ოღონდ დემოკრატიამ გაიმარჯვოს და თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა».
კარლ ლიკბნეხტი, რომელიც სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და მთელი ცხოვრება მილიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდა («მილიტარიზმი კაპიტალიზმის უმთავრესი საყრდენია», 1904 წ., «კრუპი, რომელიც ქვემეხების მეფეა, სხვა სამხედრო მრეწველებთან ერთად ომის მთავარი გამჩაღებელია», 1913 წ.), 1914 წლის 4 აგვისტოს რაიხსტაგის სხდომაზე დაეთანხმა გერმანიის აგრესიას და ფრაზით: «როდესაც ახლადფეხადგმული გერმანული მრეწველობა გაშლილ სუფრასთან მივიდა, მას ყველა ადგილი დაკავებული დახვდა. ამიტომ იგი იძულებულია, დაიცვას თავისი ინტერესები», _ გაამართლა იგი.
ტროცკისტები კომუნიზმის გამარჯვების სურვილითა და საყოველთაო თანასწორობის ლოზუნგით ანადგურებდნენ «წარსულს».
ჰიტლერი კომუნიზმსა და ბოლშევიკების მიერ დამონებული ხალხების გათავისუფლების «დროშით იბრძოდა».
სამწუხაროდ, ზუსტად იგივე პათოსი ისმის «აგრესიული დემოკრატიის» «გამპრავებელთა» ფრაზებში. ისინი არამხოლოდ ამართლებენ, ყველანაირი საშუალებებით ხელს უწყობენ იმ საშინელებებს, რომლებიც დღეს დემოკრატიის სახელით ხდება.
სრულიად

Комментариев нет:
Отправить комментарий