ღმერთი

ღმერთი

пятница, 10 января 2014 г.

44.საბერძნეთი ევროკავშირის თავჯდომარე ანუ მერვე მხეცი კარს მოადგა ქრისტიანებს?

რას მოუტანს მართლმადიდებელ ქრისტიანებს საბერძნეთის ეს თანამდებობა.?

საბერძნეთი აუცილებლად გაიზიარებს ევროკავშირის დღევანდელ მოთხოვნილებებს და კანონებს.

(ევროკავშირმა რომელმაც ინდოეთს მოუწოდა (ლამის უბრძანა) დაიცვას უმცირესობათა უფლებები _ევროკავშირმა დაგმო ინდოეთის ხელისუფლების მიერ ერთსქესიანთა ქორწინებების აკრძალვა. საბერძნეთს დააგმობინებს ერთსქესიანთა ქორწინებას?)

ბაბილონის საცეცები ყველგან შეძვრა. ეს ბაბილონის ეშმაკობაა. რომელიც უნდა მომხდარიყო. ვისაც ეს თემა აინტერესებს(მე არ მგონია მალე ვინმე გულგრილი დარჩეს ამ თემის მიმართ. ) დეტალურად დაუკვირდით პროცესებს , ეს არის საათები , წუთები და წამები როცა ბაბილონი , მისი ფარული გუნდი თანამედროვე დროში ერთი ერთში გაიმეორებს ყველა ეშმაკობასა და მზაკვრობას (ანუ იმას თუ როგორ აბამენ ისინი ადამიანებს მახეში, მერე დანაშაულს როგორ აბრალებენ სხვას, და როგორ ძვრებიან გველივით ყველა სიტუაციიდან )რაც კი მათ ოდესმე ჩაუდენიათ. წესით ასე უნდა მოხდეს. ეს მოხდება მათი დანაშაულის მტკიცებისათვის. თუმცა მე მსხვერპლზეც ვფიქრობ, ამიტომ, ალბათ, დღეს მეტი ყურადღებაა საჭირო, თუმცა მათ ეშმაკობას როგორ უნდა გადაურჩეს ადამიანი ცოტა ძნელი მისახვედრია.

ქრისტიანთა მოკვლა შინაურის ხელით, აი, რა არის ჩანაფიქრი. ქრისტიანი საბერძნეთი _ეს პატარა ქვეყანა მალე შეიძლება მონსტრს დაემსგავსოს, რომელიც საკუთარ სარწმუნოებას მოსასპობად გაიმეტებს. (თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს) . ბოლოსდაბოლოს ეს გამოცდის დროცაა. ვინ საით დადგება. ვის ეყოფა ძალა და ნებისყოფა დაუპირისპირდეს ანტიქრისტიანულ მხეცს.

და რუსეთი, რომელიც ასე ვთქვათ მართლმადიდებელი ქრისტიანების ზურგად ითვლება, ასევე დადგება დიდი მზაკვრობის წინაშე, (მაგრამ რა მოუტანა ევროპულმა რევოლუციამ რუსეთში ცოტა ხნის მერე თვით ევროპელებსაც ისტორიას ახსოვს. მათ იხილეს მონსტრი სსრკ. ასე რომ ბაბილონელებო თავს დააბრალეთ). და პლიუს ისლამური სამყარო რომელიც მერვე მხეცის შემადგენელი ნაწილია . ეს კავშირი, მგონი ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ მართლა  დიდ საფრთხეებს შეუქმნის მსოფლიოს ყველა ერს. ამ მხეცით დასჯის ალბათ უფალი დასასჯელებს.

გამოჩნდება თუ არა  ერთი ადამიანი  მსოფლიო სცენაზე როგორც მერვე მხეცის პიარშიკი?

უფალმა იქადაგა ცათა სასუფეველი_ღვთის რწმენა ადამიანთა გულებში,  ის კი  ამ  მიწიერი სამეფოს-მერვე მხეცის_ უპირველესობაზე და მის ხატზე ,,იქადაგებს’’.

ვნახოთ. ახლოა ბოლო ჟამი , ან ერთერთი ბოლო ჟამი მაინც.

ჩემი აზრით, ეს მერვე მხეცის გამოჩენის ჟამია.

აპოკალიფსის მიხედვით თუმცა ძალიან დიდი უბედურებები ხდება, მაგრამ მსოფლიო არ ნადგურდება, რადგან წერია, რომ უფლის გამეფების შემდეგ მის ტაძარში ივლიან ხალხები და მიწიერი მეფეები.............


22. ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი.

23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.

24. ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში.

25. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ.

26. და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. 

27. ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში.


**********


რა აზრი აქვს წერას ამ თემაზე როცა უკვე ხილული პროცესებია, 


მაგრამ,


რადგან პროცესები ხილულია , ესეიგი წერას აზრი აქვს?))))))


შეიძლება ადამიანმა იფიქროს არა არაფერიც არ ხდება მსგავსი, მაგრამ როცა დარწმუნდება შეიძლება უკვე მხეცის  ბრჭყალებში გამოეღვიძოს. გიპნოზიორი გველი-ბაბილონი კი მსხვერპლს ისე აძინებს და ისე აღვიძებს არც იცის მსხვერპლმა რა სჭირს. მისი მსხვერპლები ხშირად ბედნიერები არიან. და მაინც რაშია ბაბილონის გრძნეულება, როგორ ახერხებს ის ყველას მოტყუებას.? დავაკვირდეთ საეჭვო პირებს.

ჩვენ რათაქმა უნდა მერვე მხეცის ხანაში კუდიან და ჩლიქებიან სატანას არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ ადამიანებს რომლებიც იმოქმედებენ ქრისტეს სწავლების წინააღმდეგ და სწორედ ისინი არიან სატანისტები და ურჩხულელები . ადამიანები  რომლებიც ახმოვანებენ და აკანონებენ ანტიქრისტიანულ აზრებს არიან სწორედ მხეცები. ასე რომ, როცა ვამბობთ საეჭვო პირებზე, დავუკვირდეთ ვინ რას  და ვის ახმოვანებს. თუმცა ფარისევლობაც არ დაგვავიწყდეს, ფარისევლობაც ბაბილონელთა ოინია.

ბავშვები რომლებსაც ისინი დღეს სექსგანათლებას აძალებენ ბაბილონის მომავალი არმიელები იქნებიან , ამიტომ აცდუნებენ მათ ბავშვობიდანვე. 

ცას უწია ბაბილონის ცოდვებმა მართალა.......

***

აპოკალიფსი.(ვერსია)**

http://elasevenia.blogspot.com/2014/01/blog-post_1346.html


***


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოები.

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები 1958 წლიდან დღემდე როტაციის წესით რიგ–რიგობოთ ასრულებენ ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებს.

http://ka.wikipedia.org/wiki/ევროპის_კავშირის_საბჭოს_თავმჯდომარე_სახელმწიფოები


ესეიგი. საბერძნეთს ევროკავშირის თავჯდომარეობა რიგით ეკუთვნოდა. გასაკვირი ის არის ევროკავშირიდან ლამის გაგდებას უპირებდნენ ეკონომიკური კრიზისი გამო.

მომდევნო იქნება იტალია. (საინტერესოა)

ეხლა აქ საბერძნეთის მომავალი ქმედებები იქნება საყურადღებო. ,,უბრძანებს ’’ თუ არა საბერძნეთი რუსეთს (როგორც ყველას) გაიზიაროს ევროკავშირის(ასევე ამერიკის) მოთხოვნები ერთსქესიანთა ქორწინებების შესახებ. გასაკვირი არ იქნება. ,,მართლმადიდებლები’’ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.


http://elasevenia.blogspot.com/2014/01/blog-post_8703.html


Комментариев нет:

Отправить комментарий