ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 19 января 2014 г.

47. კარავისრქიანი მხეცი . Showman-ი.(?)

 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.

13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.

14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.

15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.

18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.


***

შოუმენი- show-man___სანახაობრივი წარმოდგენების (შოუების) ორგანიზაციის სპეციალისტი.



კრავისრქიანი მხეცი -_ანტიღვთიური სისტემაა, რომელსაც აუცილებლად ეყოლება ანტიღვთიური გამახმოვანებელი ანუ პიროვნება , რომელიც გააჟღერებს იმას, რასაც სატანა და მისი სატანური იმპერია. ის ლაპარაკობს როგორც ურჩხული ე.ი. ანტიღვთიურ ქმედებას სჩადის. ეს არის ასევე სანახაობა , რაღაც სასწაული, რომელსაც მიწის მკვიდრები გაოცებულნი იქნებიან, ეს სასწაული ადამიანთა ცდუნებას ემსახურება. სანახაობა რომელსაც კრავისრქიანი მხეცი მოაწყობს არის სატანური. მას არავისი ეშინია რადგან შვიდთავიანი მხეცის--მსოფლიოს მმართველი იმპერიის მხარდაჭერა აქვს.


სანახაობებს ემსახურება ტელევიზია , კომპ.  ასევე სანახაობები ტარდება ღია ცისქვეშ.

თავისთავად არც ტელევიზორის ყუთი არ აშავებს , არც კომპ, არც სხვა სანახაობები, თუ ის ანტიღვთიური საქმისთვის არ არის(იქნა) მომართული.

სანახაობებზე ასეთი აზრი მაქვს. ბიბლია ამბობს, რომ ციურ არსებებს მოეწონათ მიწიერი ქალები და მოიყვანეს ცოლად. შედეგად გაჩნდნენ გოლიათები . ჩემი აზრით ეს იქნებოდა როგორც საოცარი, ასევე საშიში, შემაძრწუნებელი სანახაობა ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. (რატომღაც ადამიანებს დღესაც უყვართ შემაძრწუნებელი ფილმები, საშინელებები, სისხლიანი , ბოროტი სანახაობებით რომ არის სავსე. )

მე მგონია, რომ შემდეგში(წარღვნის შემდეგ) სანახაობების ოსტატები გახდნენ ბაბილონელები, ისინი ხმაურით (საყვირებით , დაფებით) ზეიმობდნენ თავიანთ კერპისათვის (მოლოქი) საკუთარი ჩვილების შეწირვას, ასევე ეთაყვანებოდნენ თავიანთ მიწიერ კერპებს__ბაბილონის ქალღმერთებსა და ღმერთებს,ეს იმ დროის სანახაობები იყო ანუ ბოროტი სანახაობა იყო ასევე მათი პროფესია.

ბოროტი სანახაობები ალბათ მთელს მსოფლიოში ტარდებოდა კერპთაყვანისმცემლობის ხანაში. რომში როგორც ცნობილია რომის არისტოკრატები სიამოვნებით უყურებდნენ როგორ ხოცავდნენ ორთაბრძოლაში მეომრები ერთმანეთს, და ასევ მხეცებს უპირისპირებდნენ უიარაღო მონებს და უყურებდნენ როგორ  გლეჯდა ლომი ადამიანს.

ბოლოსდაბოლოს მივედით ტელევიზიამდე, როგორც ცნობილია ტელევიზორი შემოდის , ფესვს იდგამს რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ანუ სსრკს დროს. მე წლებს ვგულისხმობ თორემ, ტელევიზორი გერმანიაში გამოიგონეს. მგონი. როცა ტელევიზია მკვიდრდება  მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომია გაჩაღებული.  რადიო -ტელევიზიამ ადამიანებს მიაწოდა ომის ამბები , მაგრამ ტელევიზიას არც ომამდე და არც ომის შემდეგ (თუმცა ტელევიაზია მცირედისთვის იყო მისაწვდომი)არაფერი უთქვამს სსრკს საშინელ დანაშაულებებზე, იმაზე, რაც კომუნისტებმა  ჩაიდინეს რუსეთში მეფის ოჯახის დახვრეტიდან დაწყებული ,სრულიად სსრკ მასშტაბით  ქრისტიანობის დევნით ,დახვრეტითა , გადასახლებით, ეკლესიების ნგრევით დასრულებული.

ტელევიზია მხოლოდ იმას ადიდებდა  ვინც იყო ანტიღვთიური, ვინც იყო ლენინელ-სტალინელი,სსრკს გარეთ ყველა ცუდი იყო, მხოლოდ სსრკ იყო მშვიდობისმყოფელი.ლამაზი სანახაობებიც გადიოდა-კონცერტი, ცირკი,მულტფილმები, ფილმები. სსრკს  ბოროტება  კი სამართლიანობად იყო მონათლული. ფაქტიურად ანტიღვთიური ქმედება ჩაიფარცხა და ტელევიზიამ მიიპყრო ადამიანთ გონებაც და სულებიც. (ავადსახსენებელი ყუთები დადგეს იქ, სადაც ადგილი, ოდესღაც, ხატებს ეკავათ. ერთერთი წმინდა მამის მიხედვით)


შემდეგ კომპიუტერი გამოჩნდა სადაც ყველა სიკეთესთან ერთად, ყველანაირ სიბილწეს გადაეყრები.....კომპიუტერიც ალბათ უამრავ ბოროტებას სამართლიანობად მონათლულს გვაწოდებს.....

მაგრამ აქ არც ტელევიზორის ყუთია დამნაშავე და არც კომპიუტერი. როგორც დანა რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეში გამოიყენება , მაგრამ ასევე შეიძლება ბოროტებას მოემსახუროს.


კრავისრქიანი მხეცი რაღაც სასწაულ სანახაობას ახდენს.(თითქოს ეს სანახაობა მასშტაბურია. მაგრამ ღიაცისქვეშ.?) ყველანაირი სიმღერა და ცეკვა არ შეიძლება ანტიღვთიური იყოს, თუ მასში ანტიღვთიური ნიუანსები არ არის. ვინ არის კრავისრქიანი მხეცი -მაგი, ჯადოქარი, ფოკუსნიკი, გიპნოზიორი, ილუზიონისტი? ფაქტია. რომ ის შოუბიზნესის წარმომადგენელია, შოუმენია, რაღაც ანტიღვთიური ძალით ამოძრავებული მოქმედებს. მას ბაბილონივით ტექნიკური(თვითშემოქმედება) ტვინი აქვს, რითაც ხიბლავს და აცდუნებს ადამიანებს, ის ანგარებიანია , მომგებიან  სანახაობას მართავს.


ბოლო მხეცი მსოფლიო მმართველი იმპერიაა , ამიტომ მას პოლიტიკოსი მმართველი არ სჭირდება, ამ მხეცის სამეფოში ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი დათვლილია, ყველაფერი ერთ სისტემას ექვემდებარება. რაშია საჭირო პოლიტიკოსი? მისი ცრუწინასწარმეტყველი მსოფლიო ჯოკერია. ცირკი და სანახაობა ჰომოსექსუალთა სამეფოში უხვად იქნება.

როგორც ამბობენ მათ ვერავინ მოერევა, უბრალოდ განზე უნდა გავდგეთ და დაველოდოთ უფლის სასამართლოს.


დღეს ვინც საკუთარი მცირეწლოვანი ბავშვების სექსგანათლებაზე-გაუპატიურებაზე ხმას არ იმაღლებს , ეს ადამიანები იგივე ისინი არიან, ვინც ოდესღაც საკუთარ ჩვილებს ცოცხლად სწირავდნენ ბაბილონის კერპებს.

რას უნდა ელოდოს ადამიანი ასეთი დედებისა და მამებისაგან, ვის დაინდობენ ისინი?


ცოდვაა ბავშვები. ((((

იყვნენ თუ არა ბაბილონელები ერთდროს გაუპატიურებული ბავშვები?


ბაბილონი ფაქტიურად მსოფლიოს მოაჯდა.....


ჩავამატებ თუ რამე.....



როგორც ბევრჯერ დავწერე, მე ჩემს აზრებს ვწერ, და თუ ვცდები ,ვინ იცის, ვიღაცას შეიძლება ეს შეცდომები გამოადგეს, რომ მან უკეთესად-სწორად იაზროვნოს და იმსჯელოს ამ თემაზე.

მე კი მივყვები მაინც ჩემს ხედვას.)

***   



46. მერვე მხეცი.(Babylon Production)
http://elasevenia.blogspot.com/2014/01/46-babylon-production.html


Комментариев нет:

Отправить комментарий