ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 19 января 2014 г.

ბევრი ამბობს: ”თუ რამე მჭირდება და ვერ ვღებულობ, როგორ არ

შევწუხდე, როცა იგი მჭირდება?“ ამ შემთხვეეაშიც არ უნდა დააბრალოს ვინმეს. თუ რამე სჭირდება, მაგრამ ვერ ღებულობს, უნდა თქვას: ”ღმერთმა ჩემზე უკეთ იცის. უმჯობესი რომ ყოფილიყო ჩემთვის, წამიძღვებოდა მის მისაღწევად და მომცემდა“. ისრაელის ძეებმა უდაბნოში ორმოცი წელი ჭამეს მანანა. ერთნაირი იყო მანანა, მაგრამ ყველას ისეთი ეჩვენებოდა, როგორიც უყვარდა: ვისაც მარილიანი უყყარდა – იმისთვის – მარილიანი იყო, ვისაც ტკბილი უყვარდა – იმისთვის ტკბილი, თითოეულისთვის მისი გუნების შესაფერისი იყო. ამიტომ ვამბობ: თუ ვინმეს კვერცხი სწადია, მაგრამ მწვანილი აქვს, უნდა თქვას: ”ჩემთვის კვერცხი რომ ყოფილიყო უმჯობესი, ღმერთი კვერცხს მომცემდა, რადგან მწვანილის კვერცხად გადაქცევაც შეუძლია“. მწამს ღვთისა, რომ ამგვარი ფიქრი მოწამეობად შეერაცხება, რადგან სიმართლეს ვამბობ.



წმიდა აბბა დოროთე









Комментариев нет:

Отправить комментарий