ღმერთი

ღმერთი

четверг, 23 января 2014 г.

დეკანოზი სერაფიმე დანელია "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას ეხმაურება

დეკანოზი სერაფიმე დანელია ეხმაურება გაზეთ"ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას - "საბედისწერო დაპირისპირება და საქმის გარჩევა "ნაციონალურ მოძრაობაში":









"არ ვიცი, რამდენად მართალია ბოკერიას გამონათქვამი პატრიარქისა და სამღვდელოების შესახებ, ანუ ხალხზე მათი გამომათაყვანებელი როლისა და ხალხის ამისგან გადასარჩენად მათ დახვრეტაზე (თუმცა მახსენდება მსგავსი შემთხვევა, ტაძრის წინ მრევლთან მდგომს როგორ მომიახლოვდა ნასვამი ადამიანი და ხმამაღლა მომმართა: რატომ აბრიყვებ ამ ხალხს, როგორ გამოგითაყვანებია, დასახვრეტები ხართ ყველანიო), ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ; შესაბამისი სიტუაციისა და შესაძლებლობის შემთხვევაში ახლაც მრავალი ასეთი ადამიანი გამოვიდოდა ისტორიის ავანსცენაზე, როგორც მაშინ, კომუნიზმის სათავეებთან... ალბათ უფრო მეტიც, რადგან ეს დღეს უკვე არის არა ვიწრო პარტიული მოვლენა, არამედ თანამედროვე ეპოქის მიერ წარმოებული ,,ახალი ადამიანის" აზროვნების წესი...

P.S. ,,ახალი ადამიანი" არის ღმერთისგან თავისუფალ ადამიანთა ერთობლიობა, ადამიანის კულტით, რომელსაც ჭირივით სძულს, როცა ღმერთის მცნებების ქადაგებით მის ჰეგემონიას უპირისპირდებიან..."-აცხადებს დეკანოზი.


წყარო

http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=11051

Комментариев нет:

Отправить комментарий