ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 12 января 2014 г.

მორწმუნე ადამიანის უპირატესობა დამტკიცდა მეცნიერების მიერ.

ადამიანები, რომლებიც რელიგიურები გახლავთ ნაკლები სიხშირით სტუმრობენ საავადმყოფობს, როგორც პაციენტები, ირწმუნებიან ახალი გამოიკვლევის ავტორები. მათი თქმით, მორწმუნე ადამიანები ასევე ნაკლებად ექვემდებარება სტრესს და დეპრესიას.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტობრივი გარემოება შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ მორწმუნე ადამიანის სულიერი თვისებურად მდგომარეობა ბუფერულ ზონას წარმოადგენს. სტოკპორტის ფსიქოლოგიური ლაბორატორიის მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ რაც უფრო რელიგიურია ადმაიანი მით უფრო ნაკლებად ავადდებიან შფოთვით, დეპრესიით და მორალური გამოფიტვით.


ექიმი როკსანა ჟერვე ასევე ამტკიცებს, რომ რაც უფრო მორწმუნეა და რელიგიურია ადამიანი მით უფრო აცნობიერებენ, რომ მათ ცხოვრებას აზრი აქვს, ვიდრე ისინი, რომლებასც ნაკლებად ან საერთოდ არ არიან რელიგიურები. დოქტორმა ჟერვემ ჩაატარა გამოკითხვა-დაკვირვება ერთ-ერთ დიდ კოორპორაციაში, ის იკვლევდა თუ როგორ გრძნობენ თავს მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანები სამსახურში და სახლში, არიან თუ არა ისინი ბედნიერები. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ისინი, ვინც ეკლესიურ მსახურებებს ესწრებიან მეტად თავდაჯაერებულები და თავიანთ გადაწყვეტილებაში მტკიცეები არიან, ვიდრე ისინი ვინც თავისუფალ დროს სხვა რამით კავდებიან.


‘ადამიანები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს, თუ რა მიზანი აქვს საკუთარ ცხოვრებას, რა არის მისი მიზანი, რა უნდა აკეთოს და არისს თუ არა ის რასაც თვითონ აკეთებენ მათვის ბედნიერების მომტანი. გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ მიზანსწრაფულები და ცხოვრებაშ მეტად „გაცნობიერებულები“ არიან მორწმუნეები, რადგან მათ გააჩნიათ მიზანი და იციან , თავიანთი ცხოვრების არსი


ასევე, გამოკითხვამ დაამტკიცა, რომ რელიგიური ადამაინები თავიანთ საქმეში მეტად მომთმენები არიან და იგებენ კიდეც. ისინი არ წუწუნებენ თავიანთი სამსახურის გაუსაძლისი პირობებით. და ალბათობა იმისა, რომ ისინი დამატებით შემოსავლებს მიიღებენ მე ვიდრე ისინი, ვინც უკმაყოფილები არიან თავიანთი სამსახურის პირობებით.


ეს გამოკითხვა და დაკვირვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეცნიერების(კოლუმბიის უნივერსიტეტის პრაქტიკოს მეცნიერების) მიერ ოფიციალურად აღმოჩენილ იქნა, რომ მორწმუნე ადმაიანის თავის ტვინის კედლები მეტად „სქელია“ ვიდრე ურწმუნოსი.


ამ გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ღვთისადმი რწმენა ახდენს თავის ტვინის ფორმულირებას და აქედან გამომდინარე მცირდება მორწმუნე ადამიანებიშ გარკვეული ფსიქოლოგიური დაავადებების რისკი.


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8183&lang=ge&Title=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94+%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0


Комментариев нет:

Отправить комментарий