ღმერთი

ღმერთი

среда, 22 января 2014 г.

წმიდაო მამაო, ზრახვა მეუბნება: "შენ უკვე ამდენი წელია ცხოვრობ მონასტერში და არანაირი წარმატებისათვის არ მიგიღწევია".

მოდი, ერთი მეც მომასმენინე, ამას როგორ გეტყვის! თქვენ მეტისმეტად ბევრს უსმენთ ეშმაკს, რა ადვილად გატრიალებთ თითის გარშემო! რატომ უჯერებთ ეშმაკს? რატომ კარგავთ წონასწორობას? დამშვიდდით! ტყუილად ბრაზობთდა ტყუილად გამოდიხართ მდგომარეობიდან, ეშმაკი ილუზიონისტს ჰგავს, ყველაფერს შეცდომილად გაჩვენებთ, ის თავბრუს გახვევთ ბნელი, პესიმისტური აზრებით, რომ დრო წაგართვათ და ლოცვას მოგწყვიტოთ, ასევე - ყურადღება მოგიდუნოთ და მორჩილება დაგათმობინოთ. თუ მცირედ მაინც გამოუვა ის, რომ გონება აგიბნიოთ და მასთან ბრძოლის განწყობილება დაგაკარგინოთ, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ იგი წინ წავიდეს და ახალი სიმაგრეები დაიკავოს. თუ განმარტოებით შრომობ, ეცადე, ეს წესი დაიცვა: იგალობე რომელიმე საეკლესიო საგალობელი, ადიდე ღმერთი, გუკითა და ხმით აღავლინე იესოს ლოცვა. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გონების განბნევას გაექცე, ანუ - საჭიროა, ცვალო თემები, თუკი ეშმაკი ახერხებს თემების შეცვლას, შენ მითუმეტეს უნდა შეძლო ეს. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ ზოგჯერ მომსვლელთან საუბრისას, სწორედ იმ წუთებში, როდესაც მას რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო უნდა ვუთხრა, ვიღაც შემოდის და ჩემს ყურადღებას იქცევს ასეთ დროს ხმაური, ან რაღაც ამის მსგავსი იპყრობს ჩემს ყურადღებას, იმისათვის, რომ იძულებულნი გავხდეთ და საუბარი შევწყვიტოთ. მაგრამ თუკი მაცდური ფიქრობს ამდენს და ასეთ გეგმებს ხლართავს, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ მასთან დაპირისპირება?! ჭკვიანურად მოიქეცით და ეშმაკი ხახამშრალი დატოვეთ!


პაისი მთაწმინდელი




Комментариев нет:

Отправить комментарий