ავტორი: ქრისტინე ფოფხაძე
16 იანვარი, 2014. 15:09
„რუსეთის ევრაზიული პროექტი არ წყვეტს მის პრობლემებს. ადრე თუ გვიან რუსეთის ავტორიტარიზმი ჩავარდება", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ.
მან ეს განცხადება სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა, რომელიც უკრაინაში შექმნილ კრიზისს მიეძღვნა.
მისივე თქმით, ის "ცივი ომის" მეთოდების მოწინააღმდეგეა და პუტინის პროექტი ჩავარდნისთვისაა განწირული. ამასთანავე, ამჟამინდელი რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის და რუსეთის ევროპულ განვითარებას ხელს ვლადიმერ პუტინი უშლის.
როგორც ბჟეზინსკიმ განაცხადა, უკრაინელი ხალხი იმსახურებს სუვერენულ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას და უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ომს არ ნიშნავს.
„პირიქით, ეს რუსეთის დახმარებაა, რათა რუსეთი ნორმალური პოსტიმპერიული სახელმწიფო გახდეს", - აღნიშნა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ.
http://www.reportiori.ge/?menuid=8&id=12734

Комментариев нет:
Отправить комментарий