რომ ნაყოფი შეგროვებულია და ბეღელში დაბინავებული. კაცს არც ყოველივე ამის შემდგომ მართებს უზრუნველად ყოფნა, რადგან ყველაფრის შემდეგ ეშმაკი იპოვის ხოლმე ერთ რამეს და იმით აცდუნებს: ან ამპარტავნებით, ან ურწმუნოებისა თუ ბოროტი წვალების (იგივე ერესი – რედ.) გულისსიტყვას ჩააგონებს, და არა მარტო მის შრომას იავარყოფს, არამედ ღმერთსაც განაშორებს. რასაც საქმით ვერ გააკეთებს, იმას ერთი გულისსიტყვით აასრულებს, რადგან ერთ გულისსიტყვასაც კი შეუძლია ღვთისგან ჩვენი განშორება, თუ მას მივიღებთ. მოღვაწე და ცხონების მსურველი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ უნდა იყოს უზრუნველი, არამედ უნდა ვიღვაწოთ, ვიზრუნოთ და ღმერთს ვევედროთ, რომ დაგვიფაროს და დაგვიცვას მისი სახიერებით თავისი წმინდა სახელის სადიდებლად, ამინ.
წმიდა აბბა დოროთე
წმიდა აბბა დოროთე
Комментариев нет:
Отправить комментарий