ღმერთი

ღმერთი

понедельник, 20 января 2014 г.

დ ე დ ე ბ ი.

ყველა ტაძარის თუ ბაზრის კუთხეში,
ყველა ქუჩაზე, სადაც შევივლი,
ზის ვუღაც ქალი მთლად უნუგეშოდ,
მორიდბულად ხელგაშვერილი...
ვისი დედაა ეს ქალბატონი?
ეს მომტვრეული ციხის ქონგური?
მისი იმედი, მისი პატრონი
აფხაზეთშია იქნებ მოკლული?
იქნებ სულია, ღვთის ანგელოსი,
სასუფევლის და ცის ბინადარი,
ამ ყალყზე შემდგარ საქართველოში
რომ განიკითხოს მტყუან-მართალი?
ო, ღმერთო, ასე რატომ დამსაჯე,
რატომ დამიშრე მადლი ზეცათა?
მოხუცი დედა ოცი წლის მკვდარი
აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა?!
წამხდარა მისი ამაყი ჯიში,
ძმათამკვლელობის ჟინს მიცემული,
თვალებში უდგას შიმშილი, შიში,
ბაზალეთის ტბის შიში წყეული.
ქალი _ თეთრი თმის შარავანდედით,
ქალი _ უმწარეს ბედით დევნილი...
ვაითუ მართლა უფლის დედაა,
ხსნად და იმედად ცით მოვლენილი?!
შიშით და ელდით მიფეთქავს გული,
ჩემსავით, ალბათ, სხვებიც შიშობენ,
როგორ გავბედო
და პურის ფული
როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს...






Комментариев нет:

Отправить комментарий