ღმერთი

ღმერთი

понедельник, 13 января 2014 г.

ტრიპოლში უძველესი ქრისტეანული წიგნები დაწვეს.

ისლამისტებმა ლიბიის ქალაქ ტრიპოლში დაწვეს ძველი ტექსტებისა და მანუსკრიპტების ფასდაუდებელი ქრისტეანული ბიბლიოთეკა.

ბიბლიოთეკის ერთ-ერთი წიგნის გვერდზე მათ ვითომცდა აღმოაჩინეს "ანტიისლამური პამფლეტი", რომელიც საფუძველი გახდა იმისა, რომ დაეწვათ ყველა წიგნი.

ას-საეხის ბიბლიოთეკაში ინახებოდა 78 000 უიშვიათესი წიგნი, რომელთგან მრავალი ქრისტეანობამდელ და ისლამამდელ პერიოდებს განეკუთვნებოდა.

ბიბლიოთეკის კურატორს, მართლმადიდებელ მღვდელ იბრაჰიმ სარუჯს, ემუქრებიან და მას მუჰამედის შეურაცხყოფაში ადანაშაულებნ (ისლამისტ მორწმუნეთათვის შეურაცხმყოფელი გამოკვლევა მღვდელმა ვითომცდა ინტერნეტში გამოაქვეყნა).

ლიბიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ დაგმო ეს შეტევა. მან თქვა, რომ ტრიპოლი "იყო და დარჩება კოსმოპოლიტურ და ინტელექტუალურ ქალაქად".

ცნობილმა ლიბიელმა ბლოგერმა ელი ფარესმა კი დაწერა: "ჩვენ ეს ესაა დავკარგეთ 78 ათასი წიგნი. ჩვენ ეს ესაა დავკარგეთ უდანაშაულო ადამიანები. რისთვის? მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ მე უფრო ვარ მუსლიმი, ვიდრე ის მთვარეულები, რომლებმაც ბიბლიოთეკა დასწვეს, და იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა ადამიანზე ლიბიაში. ჩვენ ასე ადვილად არ დავემორჩილებით ამ შეტევებს".

ლამაზად და პათოსურად არის ნათქვამი. ოღონდ ისლამისტები მთვარეულებივით კი არა, მეტად გააზრებულად მოქმედებენ და ომს ყველა კანონის დაცვით აწარმოებენ. ლიბია კიდევ უფრო გაუდაბურდება, ტრიპოლი უკვე აღარასოდეს იქნება "ინტელექტუალური" ქალაქი, ხოლო "კოსმოპოლიტი" ლიბანელები უკვე დამორჩილდნენ ისლამისტთა შეტევებს და მალე მათი ნასახიც კი არ იქნება ლიბანში.


წყარო: portal-credo.ru

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий