ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 января 2014 г.

სუროგაციის წყალობით მილიონერად ქცეული ქართველი ქალი.

უროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი 35 წლისაა და უკვე 50 ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა. ოფიციალური მივლინებებისა თუ არაოფიციალური ვიზიტების გამო, ბოლო ოთხი წელია, დროის უმეტეს ნაწილს თვითმფრინავში ატარებს. ლამაზ კუნძულზე ქორწილის გადახდა მისი ოცნებაა. გაგიკვირდებათ და მაისში უკვე მერვე ქორწილს გეგმავს. ინტერვიუდან შეიტყობთ, ვისზე თხოვდება იგი ყოველ წელს და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს, თუ რითაა გამორჩეული და საინტერესო ესა თუ ის ქვეყანა.

http://abezara.com/index.php?newsid=5530

*

მარიამ კუკუნაშვილი: "ჰომოსექსუალ წყვილებს სიამოვნებით ვემსახურებით"

"საქართველოდან საზღვარგარეთ მცხოვრები ჰომოსექსუალი წყვილებისათვის თოთო ბავშვები გაჰყავთ" – ამ განცხადებას სუროგატული დედობისა და დონაციის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხაჭაპურიძე აკეთებს. ის განმარტავს, რომ ეს ბავშვები სუროგაციის მეთოდით იბადებიან. შემდეგ ყალბი დოკუმენტები დგება და ბავშვი საზღვარგარეთ გაჰყავთ.
თამარ ხაჭაპურიძე ასახელებს იმ ორგანიზაციასაც, რომელიც ამ სქემით მუშაობს – ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო "ნიუ ლაიფ ჯორჯიას". მისი ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი, "სარკესთან" ინტერვიუში არ მალავს, რომ 4 წლიანი მუშაობის შემდეგ მილიონერი გახდა. ქალბატონი მარიამი ღიად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალებს სიამოვნებით ემსახურება, მაგრამ ამას საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნებში აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სუროგატი დედა ბავშვის ბიოლოგიური დედა არ არის. სუროგატი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ სხვა ქალის, ბიოლოგიური დედის კვერცხუჯრედიდან მიღებული ემბრიონი, რომელიც უნდა გამოზარდოს თავის საშვილოსნოში.
საქართველოს პროკურატურამ თამარ ხაჭაპურიძის საჩივარი შეისწავლა და "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" თანამშრომლები პასუხისგებაში მისცა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, თუმცა მათ ამნისტიამ მოუსწრო. სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების "ექსპორტი" კი გრძელდება. ამ დაუსრულებელი ისტორიის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
თამარ ხაჭაპურიძე: სუროგატ დედებს ბავშვებს აჩენინებდნენ და შემდეგ ამ ქალებს დედებად აფორმებდნენ. საქართველოს კანონით, სუროგატი ქალის დედად დარეგისტრირება აკრძალულია. თუ სუროგატს დედად დაარეგისტრირებ, იქმნება საშიშროება, ბავშვი გააშვილოს. პროკურატურას მივმართე, რომელმაც დაადგინა, რომ რეალურად ყალბდებოდა დაბადების მოწმობები და ამ გზით ბავშვები საზღვარგარეთ გაჰყავდათ.

http://abezara.com/index.php?newsid=7705

Комментариев нет:

Отправить комментарий