ღმერთი

ღმერთი

суббота, 1 февраля 2014 г.

„უსჯულოების საიდუმლოს“ ისტორია და ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობები 2

ზ. გოგოლაძის სტატიები
ლიბერალიზმის ისტორია, ნამდვილი სახე და მისი მონათესავე მიმდინარეობები
„უსჯულოების საიდუმლოს“ ისტორია და ანტიქრისტეს მოსვლის წინაპირობები.
სწავლება ჭეშმარიტი მესიის შესახებ.




ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი, მათი ისტორია.

სატანისტების შეხედულება ადამიანის თავისუფლების შესახებ.
   ზემოთმოხსენიებული  ქალდეური ფილოსოფია შემდგომში უთუოდ დაედო საფუძვლად  სატანისტების ფილოსოფიას, რომელშიც ადამიანის, როგორც სრულიად თავისუფალი არსების თაყვანისცემა ერთ–ერთ ძირითად მოძღვრებად იქცა.
   ცნობილი სატანისტი ალისტერ კროული წერდა: „არ ასებობს სხვა ღმერთი გარდა ადამიანისა, მას უფლება აქვს, იცხოვროს თავისი კანონებით, როგორც უნდა და სადაც უნდა. აქვს უფლება მოკვდეს ისე, როგორც სურს და დახოცოს ისინი, ვინც მას ამ უფლებებს უზღუდავს“.
   ანარქისტი მიხეილ ბაკუნინი ასე განადიდებდა ეშმაკს: „ეშმაკი არის სწორედ პირველი თავისუფლადმოაზროვნე და სამყაროს მხსნელი. ეს მან გაანთავისუფლა ადამი (ღვთის მცნებებისაგან) და თავისუფლებისა და ადამიანურობის ბეჭედი დაასვა შუბლზე. ეს მან გახადა ის დაუმორჩილებელი“.
   ანარქისტი ბაკუნინი ამოწმებდა, რომ მეორე დიდი სოციალისტი და მარქსის მეგობარი პრუდონი სატანის თაყვანისმცემელი იყო. თავის ნაშრომში „რევოლუციისა და ეკლესიის სამართალი“ წერდა: „ჩვენ ღმერთის ჩაურევლად ვიძენთ ცოდნასა და საზოგადოებასაც მის გარეშე ვფლობთ. საერთოდ, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ღმერთზე გამარჯვება“. იგი ისტერიულად გაჰყვიროდა: „ღმერთი სისულელეა და სილაჩრე. ღმერთი პირფერობაა და სიყალბე, ღმერთი ტირანიაა და სიღატაკე. ღმერთი ბოროტებაა . . . ყველა, ვინც კი თავს იდრეკს საკურთხეველის წინაშე, მეფეთა და მღვდელთა საბრალო მონაა და უნდა გასამართლდეს. ხელაღპყრობილი ვფიცავ, რომ შენ სხვა არაფერი ხარ ღმერთო, თუ არა ჩემი გონების ჯალათი და ჩემი სინდისის მათრახი . . . ღმერთი წინააღმდეგია კულტურის, წინააღმდეგია თავისუფლების, წინააღმდეგია ადამიანის“. პრუდონის ეს აზრები სულაც არ არის ორიგინალური და თანამედროვე სატანისტების ქადაგების აუცილებელ საგანს წარმოადგენს.
   „სატანისტური ბიბლია“ პროპაგანდას უკეთებს მძვინვარე დამოუკიდებლობას, ანარქიას, ბუნტს და რადიკალურ თვითკმარობას, ნებისმიერი ავტორიტეტის უარყოფას – რელიგიურს, საზოგადოებრივს ან მშობლებისას (რაც საკმაოდ დამახასიათებელია დღეს საქართველოში გავრცელებულ თანამედროვე „ადამიანთა უფლებათა დამცველ“ ფსევდოლიბერალთათვის).
   ლა ვეი, წარმოადგენდა რა თავის მოძღვრებას, როგორც „ხორცის რელიგიას“, ამტკიცებდა: ნებისმიერი მორალური კოდექსები – უბრალოდ წინაღობებია, რომელთა გადალახვა აუცილებელია. იგი ქადაგებს ინსტიქტების სრულ თავისუფლებას, და პირველ რიგში მათ, რომლებიც შეკავებულები არიან საზოგადოებაში არსებული ზნეობრივი კანონებით. მის სიტყვებში ისმის პირდაპირი მოწოდება, შეუზღუდავი წაქეზება  ჩვეულებრივ გულისწადილების (პრინციპით „ახლა და აქვე“) აღსრულებისკენ, განსაკუთრებით – აგრესიულების და სექსუალურებისა, სხვა შეხედულებების მიმართ სრული გულგრილობით.


ლუციფერიანელთა იდეები.
   ერთ–ერთი წარმართული წარმომავლობის ფსევდოქრისტიანული სექტის – გნოსტიკოსების, ასევე ბაბილონელთა და ეგვიპტელთა სწავლებათა ბაზაზე ჩამოყალიბდა ლუციფერიანელთა მოძღვრება, რომლის სწავლების თანახმად, მატერიალური სამყაროს ღმერთი, არის ჯიუტი და სადისტი არსება და სურს, ადამიანები ამყოფოს სიბნელეში, ხოლო ამ დროს ლუციფერი – არის კაცობრიობის  მხსნელი იმის შედეგად, რომ მან გადასცა ადამიანებს მეცნიერების ნიჭი. თუკი ჩვენ ისტორიას ადამის და ევას შესახებ  ლუციფერიანელების თვალსაზრისით განვმარტავთ, გამოვა, რომ გველი არის „საიდუმლო მხსნელი“, რომელმაც გამოიწვია ღმერთი და მისცა ადამიანებს შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ღმერთები. მას მიაწერენ ადამინებში გრანდიოზული პოტენციალის გამოხსნას. ლუციფერიანულებისთვის არ არის აუცილებელი, თაყვანი სცენ ლუციფერს, როგორც მეტაფიზიკურ არსებას,  (მათთვის) ლუციფერი ასიმბოლოებს ადამიანის შემეცნებით შესაძლებლობას, მის პოტენციალს, მიაღწიოს ღვთისმოსაობას საკუთარი საშუალებებით. ლუციფერიანელები მიიჩნევენ, რომ ამ ნიშნები საბოლოო ჯამში გადააყენებენ ღმერთს და მიიყვანენ ადამიანებს მის კანონიერ ადგილამდე – ღვთაების ადგილამდე. ეს დოქტრინა მთლიანად განხორციელებულია ჰუმანიზმში.         
   შუა საუკუნეებში პაპიზმის წიაღში წარმოიშვა ქრისტიანული სწავლებისაგან განსხვავებული და მტრული „თავისუფლად მოაზროვნეობა“, ე.წ. „ჰუმანიზმი“, რომელმაც ღმერთის ადგილზე ადამიანი დააყენა. ამას კი თავისთავად მოჰყვა „ათეიზმი“ ანუ სრული უღმერთოება. „ჰუმანიზმის“ ზემოქმედებით მეთექვსმეტე საუკუნეში თავად პაპიზმის შიგნით მოხდა განხეთქილება, რომელსაც „პროტესტანტიზმი“ ეწოდა.


ჰუმანიზმი თავად ჰუმანისტების მიხედვით.
   ჰუმანიზმი – მსოფლმხედველობა, რომლის შუაგულში იმყოფება იდეა ადამიანის შესახებ, როგორც უმაღლესი ფასეულობისა, წარმოიშვა როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობა აღორძინების ეპოქაში .  . .
   საერთაშორისო ჰუმანისტური და ეთიკური კავშირის წესდების თანახმად,  ჰუმანიზმი არის დემოკრატიული, ეთიკური ცხოვრებისეული პოზიცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანურ არსებებს აქვთ უფლება და მოვალეობა, განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების ფორმა და აზრი. ჰუმანიზმი მოუწოდებს, უფრო ჰუმანური საზოგადოების შექმნისაკენ ეთიკის საშუალებით, რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ და სხვა ჩვეულებრივ ფასეულობებზე, თავისუფალი ძიების და აზროვნების სულით, ადამიანური შესაძლებლობების გამოყენებით. ჰუმანიზმი არ არის თეისტური და არ იღებს რეალური სამყაროს „ზეარსებულ“ ხედვას.
   ამერიკელი ჰუმანისტების ასოციაციის განსაზღვრების თანახმად,  ჰუმანიზმი – ეს არის პროგრესული ცხოვრებისეული პოზიცია, რომელიც ზეარსებულიადმი რწმენის გარეშე ამტკიცებს ჩვენს შესაძლებლობებს, (ამის მსგავსი, ოღონდ შედარებით რადიკალური შეხედულება ჰქონდა სატანისტ პრუდონს) და მოვალეობას მივყვეთ ცხოვრების ეთიკურ წესს თვითრეალიზაციის და მისწრაფებით საზოგადოებასადმი  რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანის მიზნით.
   ვიკიპედიის – თავისუფალი ენციკლოპედიის თანახმად, თანამედროვე გაგებით ჰუმანიზმი აღნიშნავს აზროვნებას, რომლის უპირველესი საზრუნავია ადამიანის ძირითადი თვისებების განვითარება და ყოველივე იმის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც ადამიანს ბოჭავს და მის დეგრადირებას იწვევს (ეს სატანისტების საყვარელი იდეაა).

ჰუმანიზმის ნამდვილი სახე.
   ჰუმანიზმი ასწავლის, რომ მორალი ან საერთოდ ფარდობითია (ამიტომ ნებისმიერ ინდივიდუმს შეუძლია განმარტოს სიკეთე და ბოროტება ისე, როგორც მას მოესურვება და აქედან გამომდინარე, ზნეობრიობა საერთოდ არ არსებობს), ან მორალური აბსოლუტები არსებობენ, მაგრამ . . . ისინი ცვლიან ღვთის მორალურ აბსოლუტებს თავად ჰუმანისტების მიერ გამომცხვარი მორალური აბსოლუტებით.
   ჰუმანისტები უარყოფენ ღმერთის არსებობას და ადამიანს მიაწერენ მორალის შექმნის დამსახურებას. შემდგომ, ჰუმანისტების მთავარი მსაჯული – გონებაა, რომელიც ერთმანეთისგან გაჰყოფს სიკეთეს და ბოროტებას. გონება და რწმენა მისდამი (გონებისდამი) ჰუმანისტებისათვის ცვლიან რელიგიას. მაგრამ გონებას შეუძლია გაამართლოს ნებისმიერი მორალი და ნებისმიერი დანაშაული: მაგალითად, „რაციონალური“ ძველი ბერძნები ავადმყოფ ბავშვებს უფსკრულში აგდებდნენ. მეოცე საუკუნეში მრავალნი თვლიდნენ, რომ კომუნიზმის ან ფაშიზმის მხარდაჭერა სრულიად გონივრულია (რაციონალურია). გონება ხშირად ეწინააღმდეგება მორალს, რადგან მორალის სტანდარტები ხშირად მოითხოვენ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება „რაციონალურ“ კომფორტის, ან თავად თვითგადარჩენის (თვითშენარჩუნების) ინტერესებს, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დროს მორალი ბევრს კარნახობდა, რომ საჭირო იყო ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, უმრავლესობა თვლიდა ამას არაგონებრივად და მათ შორის ცოტა ვინმე თუ უსმენდა მორალის ხმას. ხოლო ისინი, ვინც აღდგა ნაციზმის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდნენ არა გონების მოსაზრებით, არამედ ყოველთვის მხოლოდ მორალური მრწამსით.
   ჰუმანისტები ასწავლიან იმაზე, რომ გონების გარდა კეთილშობილური საზოგადოების შექმნას ხელს უწყობს განათლება.
   1927 წელს ვენაში ზიგმუნდ ფრეიდი წერდა: „ცივილიზაციას არ უნდა ეშინოდეს ჭკვიანი და განათლებული ხალხის, სწორედ ისინი ცვლიან კარგად მოქცევის  რელიგიურ მოტივებს ეთიკის არარელიგიური,  რაციონალური მოტივებით . . . (ერთი ილუზიის მომავალი. ნორტონის, ნიუ–იორკის გამოცემა. 1961, გვ. 39). ამ განცხადებიდან 10 წლის შემდეგ დოქტორი ფრეიდი თავად დარწმუნდა, რომ საჭირო იყო „მორიდება“ არა მხოლოდ განათლებულ, არამედ გაუნათლებელ ადამიანებისგანაც: ფრეიდის ავსტრიელი და გერმანელი კოლეგები, სრულიად ინტელიგენტი ადამიანები, გამოიჩინეს ფაშიზმის მიმართ სრულიად არა უმეტესი ზნეობრივი ძალა ან სიბრძნე. მათ შორის მრავალნი არა მხოლოდ პოლიტიკურად მხარს უჭერდნენ ნაცისტებს, არამედ როგორც აჩვენებენ გერმანიის მედიკოსთა ასოციაციის დოკუმენტები, მოყვანილები ჰიტლერის პროფესორ მაქს ვაინრიხის მიერ (ნიუ–იორკი, ივოს გამომცემლობა, 1946 წ.), თავადაც მონაწილეობას იღებდნენ ნაცისტების დანაშაულებში ადამიანობის (კაცობრიობის) წინააღმდეგ.
   ჰუმანიზმის მესამე სვეტი არის მათი რწმენა ადამიანის პირველყოფილი წესიერების შესახებ (ანუ მათი შეხედულებით – მაიმუნისგან წარმოშობილი ადამიანი ბუნებრივად არის ჰუმანური მისი ღვთის ხატად და მსგავსად  შექმნის და ღვთის მცნებების გარეშე). ჰუმანისტებს სწამთ ადამიანების ჰუმანურობის. თუკი მივიხედავთ უკან გავიხსენებთ ადამიანური მოდგმის სასტიკ ისტორიას, განსაკუთრებით, მეოცე, ყველაზე ანტირელიგიური საუკუნის მხეცობების ისტორიას, რწმენა ადამიანის ჰუმანურობის შესახებ უფრო ირაციონალურად მოგვეჩვენება, ვიდრე რწმენა ღვთის და ადამიანის პოტენციური (თავისუფლად არჩეული) სიკეთის მიმართ.


ჭეშმარიტი ჰუმანიზმი.
შეცოდებული კაცობრიობის გამოსახსნელად მოსულმა უფალმა თავად დაადგინა ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე ჰუმანური (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) წესი: „შეიყვარე უფალი, ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამისი მსგავსი „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს შენ“.
ამ ღვთაებრივი ჰუმანიზმის საპირისპიროდ ლუციფერიანული ჰუმანიზმი მთლიანად გამორიცხავს ადამიანის ცნობიერებიდან ღმერთს, ხოლო სხვა ადამიანთან მოპყრობას მთლიანად მიანდობს ადამიანის დაცემულ გონებას, რაც ხშირად თავად ეწინააღმდეგება ადამიანთა შორის მორალურ და ჰუმანურ ურთიერთდამოკიდებულებას.   

   ყოველივე ზემოთთქმულიდან აშკარაა, რომ ჰუმანიზმი არის იგივე ცუდად შენიღბული ლუციფერიანობა, რომლის მიზანი არის „კაცთმოყვარეობის“ ნიღბით ადამიანთა შორის ღმერთის სარწმუნოების აღმოფხვრა და მის ნაცვლად ადამიანის და მისი გონების კულტის დამკვიდრება.


   ჰუმანიზმის ისტორია რუსეთში.
   რუსეთში ჰუმანიზმმა გაბატონებული მდგომარეობა პეტრე პირველის (რუსეთში მასონობის გამავრცელებელი) ზეობის პერიოდში მოიპოვა. თავდაპირველად იგი აშკარად არ ებრძოდა მართლმადიდებლობას, იგი ყოველმრივ ცდილობდა, თავად ქრისტიანის ცნობიერებაში ქვე დაემხო ქრისტიანული ცხოვრების იდეალი და ამ იდეალს ადამიანის გონების კულტით ცვლიდა. მისი მოქმედების შედეგად რუსეთში ადამიანებმა დაკარგეს მართლმადიდებლური სწრაფვა სასუფეველისკენ, შიში ცოდვის ჩადენის წინაშე. მათი ერთადერთი იდეალი გახდა საერო განათლება, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა,  ბოროტება არ არის და მის მნიშვნელობას არც არავინ უარყოფს, მაგრამ ასეთი განათლება სულიერი განათლების, ჭეშმარიტი განათლების მიღების გარეშე, რომლიც მიცემაც მხოლოდ ეკლესიას შეუძლია, უაღრესად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც მოხდა კიდეც რუსეთში, სადაც განათლების მოსურნე ადამიანების მასწავლებლები ძირითადად უცხო ტომის და (შესაბამისად უცხო სარწმუნოების) ადამიანები გახდნენ.
   ამის შედეგი იყო ის, რომ რუსებმა საერთოდ დაკარგეს შიში ცოდვის ჩადენის წინაშე.    ამ იდეოლოგიის ზეგავლენით მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთში ვრცელდებოდა მზაკვრული ფორმულა: „გარეგნულად ქრისტიანი იყავი, ცხოვრების წესით კი შენი გონების კარნახით იცხოვრე და ყველაფერში შენი სხეულის ნებას დაჰყევი“. ამ შეხედულებამ მთელი რუსეთი მოიცვა.
   რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ბოლშევიკები შეეცადნენ, ტერმინი „ცოდვა“, ან „შეცოდება“ საერთოდ ამოეღოთ გამოყენებიდან. ის, რაც ადრე მიჩნეული ცოდვად, იქცა დასაშვებად და გმირობადაც გამოცხადდა (მაგ. „რევოლუციის და ხალხის მტრების“ დახოცვა, ღვთის გმობა, ცილისწამება, დასმენა და ა. შ.).
   შემდგომში ჰუმანიზმის ფესვებზე აღმოცენდა ლიბერალიზმი.

  

ლიბერალიზმი და ლიბერალები  „სიონის ბრძენთა“ გეგმებში.
   ეს ოქმები მოპოვებულია სიონისტთა მთავარი კანცელარიის საიდუმლო საცავებიდან, რომელიც ახლა საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ისინი ხელმოწერილია სიონის 33–ე (უმაღლესი) ხარისხის განდობის წარმომადგენლების მიერ. ეს ოქმები საიდუმლოდ იქნა ამოღებული ოქმების მთელი წიგნიდან, როგორც ახლა ვიცით, სიონისტთა პირველი კონგრესიდან, რომელიც ჩატარდა ბაზელში 1897 წლის აგვისტოში. ამ     ოქმებმა მხოლოდ როტშილდების მიერ თავიდან გადამუშავების შემდეგ მიიღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი 1901 წელს ხელში ჩაუვარდა სერგი ნილუსს, რომელმაც ეს ოქმები გამოაქვეყნა სათაურით „ებრაული საშიშროება“. 1921 წელს ეს ოქმები გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე.
   „სიონის ბრძენები“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო მმართველობის ერთადერთი მიზანშეწონილი ფორმა არის თვითმპყრობელობა (ოქმი 1), და აპირებენ იუდეველთა მეფის ტახტის აღდგენას (ოქმი 24), ისინი ამბობენ: „ყველა ჯურის ეგრეთწოდებული ლიბერალი ანარქისტია“, ხოლო „როდესაც ჩვენ არაებრაელების, სახელმწიფო ორგანიზმში ლიბერალიზმი შევიყვანეთ, მთელი მისი პოლიტიკური აგებულება ძირფესვიანად შეიცვალა: (გოების) სახელმწიფოები მომაკვდინებელი სნეულებებით დაავადდნენ, მათ სისხლი გაეხრწნათ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ აგონიას დაველოდოთ. ლიბერალიზმიდან იშვნენ კონსტიტუციური სახელმწიფოები, რომელთაც გოებისათვის მხსნელი თვითმპყრობელობა შეცვალეს. კონსტიტუცია კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა განხეთქილების, უთანხმოების, ურთიერთშეჯახების, უნაყოფო პარტიული აგიტაციის  . . . შემომღები სკოლა, რომელიც . . . ძალას აკარგვინებს სახელმწიფოს საქმიანობას. ჩვენ გოებს ლიბერალიზმს ვუქადაგებთ, საკუთარი ერი კი, მათან ერთად ჩვენი აგენტებიც განუხრელ მორჩილებაში გვყავს მოქცეულნი, როცა ყველა უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას . . . პოლიტიკური თავისუფლება – არის იდეა და არა ფაქტი. ეს იდეა საჭიროა გამოვიყენოთ, როდესაც საჭირო ხდება, იდეური სატყუარათი მივიზიდოთ სახალხო ძალები საკუთარ პარტიაში, თუკი ამან ჩაიფიქრა დაანგრიოს ძალაუფლებაში მყოფი პარტია. ეს ამოცანა იოლდება, თუკი მოწინააღმდეგე ავადდება თავისუფლების იდეით, ეგრეთწოდებული ლიბერალიზმით და ამ იდეისათვის შეელევა თავის ძალას. აქ კი გამოვლინდება ჩვენი თეორიის ძლევამოსილება: არსებობის კანონების თანახმად, ხელმძღვანელობის მიშვებული სადავეები მაშინვე ჩაუვარდება ხელში სხვებს, რადგან ხალხის ბრმა ძალას ერთი დღითაც კი არ შეუძლია გაძლოს ხელმძღვანელობის გარეშე და ახალი ხელისუფლება დაიკავებს ლიბერალიზმის მეშვეობით დაუძლურებული ძველი ხელისუფლების ადგილს. (ოქმი 1).   ჩვენ ადრე ვცდილობდით, რომ გოებში გაგვეღვივებინა მეამბოხე სული, მათი სახელმწიფოების დასანგრევად. ამისათვის პრესაში და ჭკვიანურად შედგენილ (ანუ ფალსიფიცირებულ) ისტორიის სახელმძღვანელოებში შეთქმულთა მოწამეობას წარმოვაჩენდით, როგორც ხალხის სიკეთისათვის მიტანილ მსხვერპლს. ამ რეკლამამ გაამრავლა ლიბერალების კონტინგენტი და ასეთი გზით გოი აქცია ჩვენს ცოცხალ ინვენტარად. (ოქმი 19).
   არ იფიქროთ, რომ ჩვენი მტკიცება უსაფუძვლოა, ყურადღება მიაქციეთ ჩვენს მიერ შექმნილი დარვინიზმის, მარქსიზმის, ნიცშეიტმის წარმატებებს, ამ სწავლებების გამრხწნელი ძალა ჩვენთვის აშკარაა. თანამედროვე სახელმწიფოების ხელში უდიდესი ძალა არის პრესა. პრესის როლია მიუთითოს აუცილებელ მოთხოვნილებებზე, გადმოსცეს ხალხთა მოთხოვნები, გამოხატოს უკმაყოფილებები. პრესაში ზეიმობს თავისუფლების ღაღადისი, მაგრამ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ძალა და პრესა ჩვენს ხელში აღმოჩნდა. პრესის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ჩრდილში დარჩენით ჩვენი ზეგავლენის ქვეშ მოგვექცია მკითხველები. მისი წყალობით დავაგროვეთ ოქრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ვიღებდით სისხლისა და ცრემლის ნიაღვრიდან . . . მაგრამ ჩვენ მსხვერპლიც დიდი გავიღეთ ჩვენი ხალხიდან.


რა ელით მასონებს და სიტყვას „თავისუფლება“ იუდეველთა მეფის გამეფების შემდეგ.
   როცა ბოლოს და ბოლოს გავმეფდებით მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებების საშუალებით, შევეცდებით, რომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე აღარ იყოს შეთქმულება. ჩვენ შეუბრალებლად დავხოცავთ ყველას, ვინც კი იარაღით შეხვდება ჩვენს გამეფებას. სიკვდილით დაისჯება ყველა საიდუმლო საზოგადოება, რომელიც (იმ დროისათვის) ჩამოყალიბდება, ჩვენთვის ცნობილ საზოგადოებებს კი ჩვენ გავასახლებთ ევროპიდან შორს, ასევე მოვექცევით იმ მასონებს გოებისაგან, რომლებმაც ბევრი იციან; ხოლო ისინი, რომლებსაც შევიწყალებთ, მუდმივად იქნებიან გადასახლების შიშში.  (ოქმი 15).
   დღეს არსებული მთავრობა ხელმძღვანელობს ჩვენს მიერ დემორალიზებულ საზოგადოებას, რომელშიც ბობოქრობს ანარქიის ცეცხლი. ამ მთავრობის შემცვლელმა მეფემ  უნდა გაანადგუროს ეს საზოგადოება, რომ შემდეგ აღადგინოს ორგანიზებული მხედრობის სახით, რომელიც შეგნებულად შეებრძოლება ყველანაირ გადამდებ სენს,  რომელსაც შეეძლება სახელმწიფოს სხეული დააზიანოს (ოქმი 23).
   სიტყვას „თავისუფლება“ ადამიანთა საზოგადოებები ყოველგვარი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოჰყავს, ყოველგვარი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაე, თუნდაც ის ხელისუფლება ღვთაებრივი და ბუნებრივი იყოს. ამიტომ, ჩვენი გაბატონების შემდეგ ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ადამიანური ლექსიკონიდან, როგორც გამომხატველი ცხოველური ძალის პრინციპისა, რომელიც ხალხის ბრბოებს სისხლს მოწყურებულ მხეცებად აქცევს . . . 

ტრადიციული ოჯახის შესახებ.
   თალმუდის მიხედვით, საზოგადოების საფუძველს ოჯახი წარმოადგენს და „გოების“ საზოგადოების დასანგრევად თალმუდისტებმა იერიში ეროვნული ტრადიციების მატარებელ ოჯახზე მიიტანეს:
   ნაციონალიზმს, პატრიოტიზმსა და (ეროვნული) ოჯახს გამალებით ეწინააღმდეგებოდნენ (და დღემდე ეწინააღმდეგებიან) განმანათლებელ–ჰუმანისტებად წოდებული მეთვრამეტე–მეცხრამეტე საუკუნის ილუმინატები, ანუ ლუციფერიანელები.    ხოლო მეოცე საუკუნეში ებრაელი ბოლშევიკი ქალი ა. კალანტაი თავის წიგნში „ახალი მორალი და მუშათა კლასი“ პირდაპირ მოუწოდებდა თალმუდისტ–ებრაელთა უღელქვეშ მოქცეულ მართლმადიდებელ ხალხს თავისუფალი სიყვარულის და პარტნიორთა ხშირი. კრებულში „ოჯახი და ყოფა“ ვკითხულობთ: „მომავალ სოციალისტურ საზოგადოებაში, როდესაც ბავშვებია აღზრდა, განათლება და რჩენა უკვე აღარ იქნება მშობელთა მოვალეობა და მთლიანად მთელ საზოგადოებას დაეკისრება, ცხადია, უნდა გაუქმდეს ოჯახიც“ (კრებული „ოჯახი და ყოფა“. შემდგენლები: ვ. ვოლფი; ბ. ბოიჩევსკი; ვ. შტოევი; ი. შიშკევიჩი. მოსკოვი 1927 წ.). „სოციალისტური წყობილების დროს, როდესაც აღარ იარსებებს საოჯახო მეურნეობა, ხოლო ბავშვები დაბადებისთანავე საზოგადოების ხარჯზე აღიზრდებიან, ოჯახის ნაცვლად, სქესთა შორის კავშირის სხვა ფორმები უნდა შეიქმნას“ (ი. ილინსკი „სამართალი და ყოფა“ მოსკოვი–ლენინგრადი. 1925წ. გვ. 13).


„უსჯულოების საიდუმლოს“ ფინანსური იარაღი.
   (როგორც უკვე აღინიშნა) ი. ვ. ჰელზინგის მონაცემებით, „მდიდარმა იუდეველმა რაბინებმა, რომლებიც მთელ ქვეყანაზე განბნეული ებრაელ ხალხთა რლიგიური და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ, შეაერთეს თავიანთი ძალისხმევა და ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელმაც შემდეგ მიიღო „სიონის ბრძენთა“ სახელწოდება.
   მათ ვიგების  (ერთ–ერთი პარტია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ჰქოდა ინგლისსა და შოტლანდიაში) დახმარებით 1688 წელს სტიუარტები ჩამოაგდეს ტახტიდან და მომდევნო 1689 წელს ანგლისის მეფედ ვილჰელმ მესამე ორანიელი გამოაცხადეს. ვილჰელმმა მაშინვე შექმნა „ორანიელების ორდენი“, რომელიც თავისი არსით ანტიკათოლიკური იყო და მის მიზანს ინგლისში პროტესტანტიზმის განმტკიცება იყო.
   ვილჰელმ მესამემ მალე ჩაითრია ინგლისი კათოლიკურ საფრანგეთთან ძვირადღირებულ ომში, რამაც ინგლისი ძალიან დაასუსტა. თავისი აგენტის პეტერსონის დახმარებით ვილჰელმმა დაარწმუნა ინგლისის ხაზინადარი, სესხი აეღო ებრაელი ბანკირებისაგან 1. 25 მილიონი ბრიტანული ფუნტის ოდენობით. ამით ვილჰემმა თვითონ გაძლიერდა და მდგომარეობაც განიმტკიცა, მაგრამ სახელმწიფო ვალი განუსაზღვრელად იზრდებოდა, ინგლისის მთავრობა იძულებული გახდა, კრედიტორი ებრაელი ბანკირის პირობებს დათანხმებოდა, პირობები კი შემდეგი იყო:
1.            კრედიტორის სახელი საიდუმლოდ რჩება, მან აქვს უფლება „ინგლისური ბანკის“ დაარსების;
2.            ზემოთაღნიშნული ბანკის დირექტორებს ეძლევათ ნება, დაადგინონ ქაღალდის ფულის ოქროს შემცველობა;
3.            ბანკის დირექტორის უფლებაა გასცეს სესხი, 10 ფუნტი ქაღალდის ფული , ყოველ შენახულ ფუნტზე ოქროთი;
4.            დირექტორს ასევე აქვს უფლება აკუმულირება გაუწიოს ნაციონალურ ვალს და შეაგროვოს საჭირო თანხა ხალხის პირდაპირი დაბეგვრით.
   ამგვარად ჩამოყალიბდა პირველი კერძო ცენტრალური ბანკი – „ინგლისური ბანკი“.
   ამ ოპერაციების გზით საბანკო პროცედურებმა შეძლეს 50% მოგების მიღება 5% კაპიტალდაბანდებით. ამის გადახდა მოუხდა ინგლისელ ხალხს. კრედიტორები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ (მევალეებს – ინგლისის მთავრობას ზ.გ) ვალი დაეფარათ, რადგან დავალიანების პირობებში მათ შეეძლოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მოეხდინათ ზეგავლენა. 1694 წელს ინგლისის ეროვნული ვალი ავიდა 1. 250 000 ფუნტამდე, ხოლო 1698 წელს – 16. 000. 000 ფუნტამდე.
   ვილჰელმ მესამის სიკვდილის შემდეგ ინგლისის ტახტი მემკვიდრეობით გადაეცათ გერმანული წარმოშობის ჰანოვერებს. ინგლისში გერმანელების მმართველობის გამო თავად ინგლიში მრავლად იყვნენ უკმაყოფილო ადამიანები, რომელთაც სურდათ სტიუარტების ტახტზე დაბრუნება. ამ საფრთხის გამო ჰანოვერები არ უშვებდნენ ინგლისში მნიშვნელოვანი არმიის შენახვას, ისინი ამჯობინებდნენ, საჭირო ძალები საკუთარი სამთავროებიდან შეეკრიბათ ან დაექირავებინათ თავიანთი გერმანელი მეგობრებისაგან. ყოველივე ამის ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ინგლისის ჯიბიდან მიდიოდა, რასაც დიდი მოგემა მოჰქონდა ცენტრალური ბანკის ებრაელი მესაკუთრეებისათვის. დაქირავებულთა უმრავლესობას მათ აწვდიდა პრინცი ვილჰელმ მე–9 ფონ ჰესენ–ჰანაუ, რომელიც ჰანოვერების მეგობარი იყო. 


როტშილდები.
   1750 წელს ებრაელმა კაცმა მაიერ ამშელ ბაუერმა თავისი გვარი როტშილდით (როტ შილდ – წითელი ფარი) შეცვალა. იგი სარგებლობდა პრინც ვილჰელმ მე–9 ფონ ჰესენ–ჰანაუ–ს  კეთილგანწობით (ისინი ერთად ესწრებოდნენ „თავისუფალი კალატოზების“ შეკრებებს) და მისი პირადი ბანკირი გახდა. მოგვიანებით, როდესაც პრინცი იძულებული გახდა, დანიაში გაქცეულიყო, მან 600 000 ფუნტი როტშილდის ბანკში შეიტანა. ამშელის ვაჟმა ნათანმა ინგლისში ამ ფულით ახალი ბანკი გახსნა და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. ნათანმა მიიღო ოთხმაგი შემოსავალი იმ სესხიდან, რომელიც მან ბანგკნოტების სახით მისცა „ჰერცოგ ველინგტონს“. იგი ამ გზით აფინანსებდა თავის საომარ ოპერაციებს. შემოსავალი აგრეთვე მიიღებოდა ოქროს არაკანონიერი გაყიდვით, ამის შემდეგ დაიწყო როტშილდის ოჯახში გიგანტური სიმდიდრის დაგროვება. ამშელის ყველა ვაჟმა სხვადასხვა ქვეყანაში გახსნა თავისი ბანკი: ამშელმა – ქ. ბერლინში, სოლომონმა – ქ. ვენაში, იაკობმა – პარიზში, კალმანმა – ნეაპოლში. სოლომონ როტშილდი იყო თავისუფალ კალატოზთა კავშირის წევრი.
   1773 წელს როტშილდების სახლში შეიკრიბა 12 ებრაელი ბანკირი, („სიონის ბრძენი“), რომლებმაც შეიმუშავეს მთელი მსოფლიოს ხალხების ქონების მითვისების და მასზე კონტროლის გაწევის ერთიანი საიდუმლო გეგმა.
   მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში როტშილდებმა უკვე ჩამოაყალიბეს მთელ ევროპაში შესანიშნავი საძიებო–სადაზვერვო ქსელი და საკურიერო სისტემის სამსახური. ინგლისში ნათან როტშილდმა მოაწყო დიდი შეთქმულება:
   1815 წლის 20 აგვისტოს ნათან როტშილდმა გაიგო, რომ ომში ფრანგები მარცხდებოდნენ და მაშინვე გაყიდა „ინგლისის საბჭოს“ ყველა საკუთარი პაკეტი. რითაც ყველას გააგებინა, რომ ომს ინგლისელები აგებდნენ, ამან პანიკა გამოიწვია და „ინგლისის საბჭოს“ აქციონერებმა ჩალის ფასად გაყიდეს თავიანთი აქციები, რომლებიც ნათანმა შეისყიდა, მაგრამ როდესაც ყველამ გაიგო ომის ნამდვილი შედეგი, აქციების ფასები ისევ გაიზარდა და ნათან როტშილდმა ამ მაქინაციით  თავისი ქონება ორჯერ გაზარდა . . . შემდგომში (კალმან ან იაკობ) როტშილდი საფრანგეთში „ნომერ პირველი“ გახდა. საფრანგეთის სამეფო კარმა მას მიანიჭა აბსოლუტური უპირატესობა არა მხოლოდ ფინანსურ საკითხში. საფრანგეთის მარცხის შემდეგ როტშილდების ოჯახმა პარიზში ხელში აიღო სახელმწიფო კონტროლი, ხოლო ლონდონში ნატან როტშილდი „ინგლისის ბანკზე“ კონტროლის შედეგად ინგლისის პარლამენტზე ახდენდა ზეწოლას.
   ამერიკაში, ბ. ფრანკლინის სიკვდილის შემდეგ 1790 წელს როტშილდის აგენტებმა მოახერხეს, (ამერიკის) ფინანსთა მინისტრის პოსტზე დასვეს ალექსანდრე ჰამილტონი, რომელმაც დააარსა „შეერთებული შტატების პირველი ნაციონალური ბანკი“ – ამერიკაში პირველი ცენტრალური ბანკი, რომელიც სტრუქტურით იმეორებდა „ინგლისის ბანკს“ და მას როტშილდი აკონტროლებდა. მისი ზეგავლენით ინგლისის პარლამენტმა თავისი პრეტენზია წამოაყენა თავის კოლონიებზე ამერიკაში, რამაც გამოიწვია 1812–1814 წლების ომი. ომის მსვლელობისას ამერიკა ისე დასუსტდა, რომ იძულებული გახდა სესხი ეთხოვა (ცენტრალური ბანკის მფლობელი ებრაელი) ბანკირებისათვის.
   1836 წელს ისინი განარიდეს საქმიდან, მაგრამ 1863 წელს მათ ისევ მიიღეს კონცესია და 1913 წელს „ფედერალურ სარეზერვო ბანკად“ იქცნენ, რომელიც დღეს ამერიკის ცენტრალური ბანკის სახელით არის ცნობილი.
   „ბავარიელ ილუმინატებთან“ კავშირში როტშილდები წარმოადგენდნენ ფინანსურ ძლიერებას, ეყრდნობოდნენ რა სიონიზმს, შემდეგ კი კომუნიზმს, ისინი აფინანსებდნენ ომებს და რევოლუციებს, მაგალითად, ამერიკის 1861–1865 წლების სამოქალაქო ომი თითქმის მთლიანად მომზადებული და პროვოცირებული იყო როტშილდების აგენტების მიერ. ომში მონაწილე ორივე მხარეს როტშილდები აფინანსებდნენ, (როტშილდის პარიზის ბანკი ჩრდილოელებს აფინანსებდა, ლონდონისა კი – სამხრეთელებს) ამერიკელები ერთმანეთს ჟლეტდნენ, როტშილდები კი მდიდრდებოდნენ. მათ ამ მოქმედებას მიუხვდა პრეზიდენტი ლინკოლნი, მან უარი განაცხადა როტშილდებისათვის უზარმაზარი პროცენტების გადახდაზე, ხოლო კონგრესს კი დაავალა „მწვანე“ დოლარების“ ბეჭდვა დაეწყო, რითაც იგი აპირებდა ჩრდილოეთის არმიის დაფინანსებას, ეს არ შედიოდა როტშილების გეგმებში, რის გამოც ლინკოლნი მოკლა როტშილდების აგენტმა ჯონ ბუტიმ, რომელიც ციხიდან „ოქროს ჯვრის რაინდებმა“ გამოიყვანეს, ხოლო „მწვანე დოლარები“ კვლავ იქნა გამოთხოვილი და ჩალის ფასად შეყიდული ცენტრალური ბანკირების მორგანის, ბელმონტისა და როტშილდის მიერ.

   როტშილდების მიერ კონტროლირებადმა ბანკებმა მე–19 საუკუნის ბოლოს დაიწყეს მსხვილი კამპანია, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ ამერიკის მთელი ეკონომიკა მათზე დაქვემდებარებულიყო. ევროპელი როტშილდები აფინანსებდნენ სხვა ბანკებს, რკინიგზას, ლითონჩამომსხმელ ქარხნებს.
   მეოცე საუკუნის დასაწყისში აშშ ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა. დაიწყო პანიკა კაპიტალის ბაზრებზე, რამაც მთელს ქვეყანაში ათასობით ადამიანის ცხოვრება დაანგრია. ნიუ იორკის ბირჟაზე შექმნილმა პანიკამ როტშილდებს გარდა მრავალი მილიონი ამერიკული დოლარისა, სასურველი შედეგიც მოუტანა – ამან შექმნა ცენტრალური ნაციონალური ბანკის შექმნის მიზეზი.
   1913 წელს „ფედერალური სარეზერვო ბანკის“ გამოჩენამ ხელი შეუწყო საერთაშორისო ბანკირებს, საგრძნობლად გაეძლიერებინათ თავიანთი ფინანსური შესაძლებლობა აშშ–ში. როტშილდთა აგენტი პაულ ვარბურგი გახდა „ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის“ პირველი პრეზიდენტი.
   „ფედერალურ სარეზერვოს“ კანონს მოჰყვა ამერიკის კონსტიტუციაში მე–16 შესწორება, რომელმაც კონგრესს მისცა უფლება, დაბეგროს ამერიკელი მოქალაქეების შემოსავალი. ეს გახდა შედეგი იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებას აღარ შეეძლო საკუთარი ფულის ბეჭდვა საკუთარი ეკონომიკის დასაფინანსებლად.
   კონგრესის წევრი ჩარლზ ლონდბერგი უკვე მაშინვე, ფინანსური სიმძლავრის გამო „ფედერალური სარეზერვო ბანკს“ „უხილავ მთავრობას“ უწოდებდა.


პირველი მსოფლიო ომი და მისი გამომწვევი ნამდვილი მიზეზი.
   1871 წლამდე (200 წლის განმავლობაში) ევროპის კონტინენტზე ბატონობდა როტშილდთა და ილუმინატთა მიერ კონტროლირებადი ინგლისი (იგი იშვიათად და ისიც დროებით თუ უთმობდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მაგ. საფრანგეთს და ესპანეთს) მაგრამ გერმანულმა ქვეყნებმა  ძალთა თანაფარდობა დაარღვიეს, მათ ახალი კოლონიების და სამხედრო ძალაუფლების გაზრდით საფრთხე შეუქმნეს ილუმინატთა გეგმებს. საერთაშორისო ბანკირები ცდილობდნენ დაეთრგუნათ და გაეკონტროლებინათ იგი. 1729 წელს შექმნილ მასონურ ორდენს „კომიტეტი 300–ს“ დაევალა მსოფლიო ომის სცენარის მომზადება. მათი მიზანი „ურჩი“ გერმანიის და (მასონების ტერმინოლოგიით) „ადონაიზმის ციტადელის“ რუსეთის დამხობა–დამორჩილება იყო. ილუმინატები დარწმუნდნენ, რომ მათი მიზნების მისაღწევად აუცილებელი იყო სრული გაპარტახება. მათ მიერ კონტროლირებადი ოკულტურ–საიდუმლო საზოგადოების „შავი ხელის“ მკვლელებმა მოკლეს ავსტრიის ტახტის მემკვიდრე, რაც ომის დაწყების საბაბი გახდა. „სიონის ბრძენების“ მიერ ინსპირირებულმა ამ ომმა დაამარცხა დათრგუნა და მათ კონტროლს დაუქვემდებარა იქამდე ძლიერი და ურჩი გერმანია, მნიშვნელოვნად დაასუსტა რუსეთი, ომში დაიღუპა მრავალი ადამიანი. დიდად დაზარალდა ომში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკა და ფინანსური სისტემა. ასტრონომიულად გაიზარდა მათი საგარეო ვალები, რომელთა თამასუქი საერთაშორისო მნიშვნელობის ებრაელი ბანკირების ჯიბეში იდო, მათმა კაპიტალმა დიდძალი მოგება ნახა. დავალიანების  მქონე სახელმწიფოთა ხაზინებიდან მათ ჯიბეში ჩაედინებოდა სახელმწიფო სესხის დიდი პროცენტები. „ვერსალის შეთანხმების“ ყველა მონაწილე თითქმის ყველა წევრი ებრაელი ბანკირების მიერ იყო მართული „თავისუფალი კალატოზი“ იყო. მათ გერმანიას ისეთი პირობები წაუყენეს, რომ მათ მიერ დადებული ზავი სხვა არაფერი იყო, თუ არა მომავალში მოსახდენი ომის თითქმის ასპროცენტიანი გარანტია.


მეორე მსოფლიო ომი.
   ომის შემდეგ ებრაელმა ბანკირებმა „გეგმაზომიერად „აღადგინეს“ გერმანია: 1936 წლამდე გერმანიის სამხედრო მანქანის აღდგენაში მონაწილეობას იღებდა 100–ზე მეტი ფირმა. მეოცე საუკუნის 30–40–იან წლებში როტშილდთა და მათ მიერ კონტროლირებადი ბანკების და მათი აგენტების მეშვეობით ყალიბდებოდა საერთაშორისო ბანკები და საწარმოები, სადაც ერთად „მოღვაწეობდნენ“ ევროპელი „თავისუფალი კალატოზები“ და გერმანელი ნაციონალ–სოციალისტები. ისინი ერთად ქმნიდნენ საბრძოლო მანქანებს როგორც მოკავშირეებისათვის, ისე გერმანული რეიხისათვის. ფორდისა და ოპელის საავტომობილო ფირმები ორივე მხარეს ამარაგებდნენ ტანკებით. იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომი, მის დამფინანსებელ მულტიმილიონერებს იგი უკვე მოგებული ჰქონდათ.
   1943 წელს გერმანიის, ხოლო 1945 წელს იაპონიის მთავრობას სურდათ საპატიო ჩაბარება, მაგრამ „თავისუფალმა კალატოზმა“ რუზველტმა მათი თხოვნა ყურად არ იღო, საერთაშორისო ბანკირებზე და ილუმინატებზე დამოკიდებულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ საფუძველამდე დაანგრიეს ეს ქვეყნები, შემდეგ კი ნაცადი ხერხებით „აღადგინეს“ ისინი. ამ „ქველმოქმედებამ“ მათი შემოსავალი  ასტრონომიულ ციფრებამდე გაზარდა.
   მეორე მსოფლიო ომმა ოფიციალური მონაცემებით 30 მილიონი კაცი შეიწირა. ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობით ეს კატასტროფა იყო, ილუმინატთა და „სიონის ბრძენთა“ შეხედულებით კი წარმოუდგენელი წარმატება. ამერიკას ეს ომი 400 000 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო მისი საგარეო ვალი 220 მილიარდი დოლარით გაიზარდა, საერთაშორისო ბანკირებმა იგი კარგად მოიმწყვდიეს ბრჭყალებში.    

რა ხდება დღეს.
   ახალი საერთაშორისო სტრუქტურები, როგორებიცაა, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი, იქმნება იმისათვის, რომ ხელში აიღონ მთელი ეკონომიკა პლანეტის მასშტაბით. ცალკეული სახელმწიფოების დაუჯერებლად დიდი ყოველწლიური შესატანი აღწევს მილიარდებს.
   ფონდის სახსრებს სხვადასხვა სახელმწიფოებს სთავაზობენ როგორც ერთგვარ სატყუარას (ამ ვალს დადგენილ დროში მევალე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვერ გადაიხდის – ამის უფლებას მას არავინ მისცემს, რადგან ბანკირებს ეს ხელს არ აძლევთ) იმისათვის, რომ კვლავ მიიღოს კრედიტი, მევალე ქვეყანა იძულებულია, აბსოლუტურ მინიმუმამდე შეამციროს საკუთარი იმპორტი, სახელმწიფო ხარჯები, ძირითადად, სუბსიდიები სასურსათო საქონელზე. მნიშვნელოვანი მოვლენაა ეროვნული ვალუტის დავალვაცია. ამის შემდეგ ხდება მევალე ქვეყნის ჩათრევა დავალიანების მსოფლიო პროგრამაში (საიდანაც ის ვერასოდეს ამოვა) ცალკეული სახელმწიფოების ყოველწილური შესატანი აღწევს კოლოსალურ თანხებს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ ფაქტიურად წარმოადგენს ეკონომიკურ პოლიციას, რომლის ფუნქცია არის მევალე ქვეყნიდან სახელმწიფო ვალის (პროცენტების) ამოღება.
   „ღია ბაზრის კომიტეტი“ ფედი (ამერიკაში) უშვებს „ფედერალურ სახელმწიფო ქვითრებს“ (დოლარის ბანგკნოტები). ეს ქვითრები სახელმწიფოს სესხად ეძლევად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ობლიგაციები აქვს ფედის 12 ბანკს. ისინი პროცენტის სახით იღებენ ყოველწლიურ შემოსავალს.
   1982 წელს აშშ–ს საფინანსო საბჭომ დაახლოებით 1. 070. 241. 000. 000 დოლარის ოდენობის სავალო ვალდებულებათა არსებობის შესახებ განაცხადა. ფედმა, შესაბამისად, ამერიკელ გადამხელთაგან, ერთ წელიწადში პროცენტების სახით შეაგროვა დაახლოებით 115. 800. 000. 000 დოლარი. ეს შემოსავალი მთლიანად ფედის ჯიბეში მიდის და შესაბამისად მიდის საერთაშორისო კერძო ბანკირებთან.
   1992 წელს ფედის ხელში არსებული ობლიგაციების რაოდენობა შეადგენდა  დაახლოებით 5. 000. 000. 000. 000 და პროცენტები, რომლებსაც გადამხდელები იხდიდნენ, შესაბამისად გაიზარდა. მთელი ეს სახსრები  ფედის დამაარსებლებს ეკუთვნის. ისინი აშშ–ს მთავრობას ფულს სესხად აძლევენ და ამაში დიდ პროცენტებს იღებენ იმ დროს, როდესაც მათი დანახარჯი უტოლდება სტამბის საღებავების ყიდვის საფასურსა და მბეჭდავებისთვის გაცემულ ჯამაგირს.


მასონების მომავალი გეგმები და იმედები.
   ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ მასონური ორდენის – „საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს“ ერთ–ერთმა მთავარმა მოღვაწემ, ამერიკის „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ დამფუძნებელმა ალენ დალესმა განაცხადა: „ჩვენ გადავყრით ყველაფერს, რაც კი გაგვაჩნია, მთელ ოქროს, მთელ მატერიალურ სიმძლავრეებსა და რესურსებს, ოღონდ გავახელოთ და გავაბითუროთ ადამიანები. ადამიანის ტვინი ექვემდებარება ცვლილებას. მასსი ქაოსის დანერგვით ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ, რათა ირწმუნონ ეს სიყალბე . . . ნაბიჯ–ნაბიჯ დატრიალდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული ტრაგედია დედამიწაზე ყველაზე გაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვისა, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი ქრობის პროცესი . . . ლიტერატურა, თეატრი, კინო – ყველაფერი ასახავს და განადიდებს ადამიანის ყველაზე ქვენა გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წარმოვაჩენთ იმ ე. წ. „მხატვრებს“, რომლებიც იქადაგებენ და ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგავენ სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის კულტს. ერთი სიტყვით, ყოველგვარ ამორალობას. სახელმწიფოს მართვაში ჩვენ შევიტანთ ქაოსსა და უკუღმართობას.
   პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგნად იქცევა და აღარავის დასჭირდება, იქცევა წარსულის გადმონაშთად, უხამსობა, თავხედობა, სიცრუე და სიყალბე, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთის წინაშე ცხოველური შიში და უსირცხვილობა, მოღალატეობა . . . შოვინიზმისა და ეროვნებათა შორის შუღლს ჩვენ გავაღვივებთ მეტად მოხერხებულად და შეუმჩნევლად. . .
   ამგვარად, ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ შევარყევთ თაობებს. ჩვენ მივხედავთ ადამაინებს ბავშვობის, საყმაწვილო ასაკიდან, ყოველთვის მთავარ ფსონს დავდებთ ახალგაზრდობაზე, გავხრწნით, გავანადგურებთ მას .
. . 

გაგრძელება

Комментариев нет:

Отправить комментарий