ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 апреля 2014 г.

მე ვტირი შენთვის! - გაბრიელ ბერის მოგონებიდან

ლენინის სურათის დაწვის გამო გაბრიელ ბერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. იქიდან გამოსული ბერი პირდაპირ სიონის ტაძარში მივიდა. ცოცხალი, რომ დაინახეს, ყველა გაოცდა.

ღვთის სამადლობელოდ მამა გაბრიელი თავისი ყრმობის საყვარელ საყდარში-წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მივიდა. იქ ეძიებდა შვებას, ხატებისა და ტაძრის დაწმენდა-დასუფთავებით ცდილობდა მიევიწყებინა განცდილი ტანჯვა.

მალე, მძიმე ფიქრებით მოქანცული მოეშვა და იქვე, ქვის ფილაქანზე, კუთხეში ჩამოჯდა, თვალები მიხუჭა. თავის ტკივილებთან მარტო დარჩა.

უცებ, მოულოდნელად, ხმა ჩაესმა:

-გძინავს გაბრიელ,დაიღალე?..მე ვტირი შენთვის!

-სასწრაფოდ ავახილე თვალი, მაგრამ ვერავინ დავინახე, მცირე ხნის სიფხიზლის შემდეგ,ისევ წამიღო ძილმა. კვლავ განმეორდა ხმა:

”გძინავს გაბრიელ, დაიღალე?..მე ვტირი შენთვის!”

შევკრთდი. წამოვდექი.ჩემს წინ ჯვარცმა იდგა. მივხვდი, მისგან მოდიოდა თანამგრძნობი ხმა. მივედი. ორთავე ხელით მივენდე. ხელები მთლიანად იესოს პატიოსანი ცრემლით დამენამა.



georwmena.tk


Комментариев нет:

Отправить комментарий