ეს ცხოველები და ფრინველები ჯაშუშობისთვის და ქურდობისთვის "დააპატიმრეს".
1. 2013 წელს კრიმინალში ეს ფუმფულა ფისუნია გამოიჭირეს. კატას რუსეთის ციხეში მობილური ტელეფონები და დამტენები შეჰქონდა. მოხერხებული კატა ციხის კედლებში ადვილად აღწევდა. თუმცა, ერთ დღესაც პოლიციის ოფიცრებმა კატა გალავანზე შემოსკუპებული შენიშნეს; მის მუცელზე ნივთები ზონრით იყო შეკრული. მართალია, კატას სამართალდამცავებმა დანაშაულის ადგილზე მიუსწრეს, მაგრამ ფისო პატიმრობას გადაურჩა.
2. სამი თხა პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის ოფიცრებმა დააპატიმრეს. ინდოელმა სამართალდამცავებმა ცხოველები ვანდალიზმის ბრალდებით გალიაში გამოკეტეს. მოგვიანებით თხები გაათავისუფლეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
3. სიდნეიში უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა. თხას, სახელად გარის საკუთარი ადვოკატიც კი დაუქირავეს. ეს ამბავი სენსაციად იქცა და გარის ისტორიამ ლამის მთავარი მსოფლიო მოვლენები დაჩრდილა. პოლიციელებმა თხა მაშინ დაიჭირეს, როდესაც ცხოველი ქალაქის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან მდებარე ბაღში ყვავილებს ჭამდა. მათ თხის მფლობელი ჯიმ დეზარნაულდსი 290 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, თხაც და მისი პატრონიც დამნაშავედ არ სცნეს.
4. 2011 წელს პაკისტანში საზღვრის უკანონოდ გადალახვისთვის მაიმუნი "დააპატიმრეს". ცხოველი პაკისტანში ინდოეთიდან შევიდა. "დაპატიმრების" შემდეგ მაიმუნი ზოოპარკში გადაიყვანეს და მას სახელად ბობი დაარქვეს.
5. 2010 წელს ინდოეთის პოლიციამ მტრედი დააპატიმრა, რომელიც მათი აზრით, პაკისტანისთვის ჯაშუშურ მისიას აწარმოებდა. ის ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიჭირა და პოლიციის სადგურში მიიყვანა. ფრინველს ფეხზე ბეჭედი და პაკისტანის ტელეფონის ნომერი ჰქონდა მიმაგრებული. ხოლო სხეულზე მისამართი წითელი მელნით ჰქონდა დაბეჭდილი. ჯაშუშ მტრედს სამედიცინო დათვალიერება ჩაუტარდა.

www.zooclub.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий