მარსიანი (გია ბენიძე)
როგორც ვიცით, ამპარტავნება ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვად არის მიჩნეული ქრისტიანულ სარწმუნოებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამპარტავნება არის მშობელი ყველა დანარჩენი ცოდვისა: სატანა თავიდან ანგელოზი იყო და ამპარტავნებამ, ღმერთთან გატოლების თავხედურმა განზრახვამ, დაცემამდე მიიყვანა; ადამი და ევაც სატანისგან შთაგონებული ამპარტავნების მსხვერპლნი გახდნენ - მათ აკრძალვა უგულებელჰყვეს, ღმერთს ეურჩნენ და ამით დაჰკარგეს მარადიული სიცოცხლე; კაენმაც ამპარტავნების გამო ჩაიდინა ძმის მკვლელობა - ითაკილა, რომ მისი მსხვერპლი არ მოიწონა ღმერთმა და უპირატესობა მისი ძმის, აბელის მსხვერპლს მიანიჭა; ბაბილონელებმა განიზრახეს, ისეთი გოდოლი აეგოთ, რომ ცას მისწვდენოდა და ამით ღმერთთან გატოლების კადნიერი სურვილი გაამჟღავნეს: ამიტომაც დაისაჯნენ - მათ დაკარგეს საერთო ენა და ერთმანეთისთვის გაუგებარ სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ; ეს სასჯელი კაცობრიობას დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს: არა მხოლოდ ემპირიულ-მატერიალური გაგებით (სამეტყველო ენათა სიმრავლით), არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სულიერი თვალსაზრისითაც აღიმართა ადამიანებს შორის რაღაც გადაულახავი ბარიერები და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური, პიროვნული „ენა“ უკვე იმდენად განსხვავდება ყველა დანარჩენი ადამიანის „ენისაგან“, რომ სრულფასოვანი კომუნიკაცია გამორიცხულია: ხდება მხოლოდ მიახლოებითი თარგმანებაინტერპრეტაცია თითოეული ინდივიდის მიერ დანარჩენ ინდივიდთა ენებისა და პირიქით - თითოეული ინდივიდის ენისა დანარჩენ ინდივიდთა მიერ: ადამიანი ისე იგებს სხვის ნათქვამს, როგორც თვითონ სურს (ან როგორც ეხერხება) და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. ამგვარი არასრულფასოვანი აღქმა-თარგმანება კი ყალბ იმიჯებს წარმოშობს - ჩვენ სხვათა შესახებ გვიჩნდება არარეალური, ცრუ წარმოდგენები, სხვებს კი - ჩვენს შესახებ. უბედურება ისაა, რომ ადამიანი, როგორც წესი, ხდება ტყვე მის შესახებ შექმნილი ამგვარი წარმოდგენებისა და ძნელად თუ დააღწევს თავს ამ ძალად მორგებულ ნიღაბს, ადამიანური სამყაროს მიერ პირადად მისთვის აგებულ დილეგს. ჩვენ ერთმანეთის დილეგთა მშენებლები ვართ, ერთმანეთის თავისუფლების აღმკვეთნი: „ჯოჯოხეთი - ეს სხვებია!“ - ამბობს სარტრის ერთი პერსონაჟი.
ყველა ჭეშმარიტი რელიგიის არსი სწორედ ამ ნიღაბთა თუ დილეგთა შემუსვრა და ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭებაა. მხოლოდ ღვთის მონა1 ხდება თავის-უფალი საკუთარი თავის ღმერთი, რადგან ღმერთს აბატონებს თავისთავზე, თავის ადამიანურ „მე“-ზე. ღვთიურ წესრიგს დაქვემდებარებული და მინდობილი, იგი თავს აღწევს ადამიანური, დეტერმინირებული სამყაროს დამაბრკოლებელ, „შემკვრელ“ ზემოქმედებას, „ხსნილი“ ხდება, ანუ სულიერად იხსნება და განიფინება, განზავდება ყოველივეში, მისი ცნობიერება ერწყმის უზენაესის ცნობიერებას და გარკვეულწილად იდენტიფიცირდება მასთან; სწორედ ამას შეგვაგონებს მაცხოვარი: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“.
მაგრამ ამგვარი განმარტება რელიგიურობის არსისა ერთობ ნაკლებად გასაგები და მისაღები გახლავთ ურწმუნო ადამიანის მიერ. ღვთის მონობა ურწმუნო ადამიანს საკუთარი თავისუფლების ხელყოფად ესახება. მეცხრამეტე საუკუნეში განსაკუთრებით მოდური იყო ე.წ. „თავისუფალი მოაზროვნის“ იმიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, ათეისტური, მატერიალისტური მსოფლმხედველობის პოზიციაზე დგომას გულისხმობდა. მეოცე საუკუნეში მარქსისტულ-ლენინური მოდელის მიხედვით შობილმა მონსტრმა - რუსულმა საბჭოთა იმპერიამ სახელი გაუტეხა მატერიალიზმსა და ათეიზმს და ზემოთხსენებულმა „თავისუფალმა აზროვნებამ“, ამ მიზეზის გამო, სხვა, უფრო ეშმაკური გზა აირჩია, სხვადასხვაგვარი ნიღებები მოირგო; არც თუ იშვიათად ეს ნიღბები „რელიგიური“ გახლავთ - ეს ხომ „კლასიკური“ გამოცდილება და სტრატეგიაა - სატანა ანგელოზის ნიღბით ცდილობს ადამიანის ცთუნებას. უკვე ოცდამეერთე საუკუნე დადგა, მაგრამ კაცობრიობა ჯერ ისევ მეოცე საუკუნის ინერციით ცხოვრობს და უღმერთობა კვლავაც ნაირგვარი ნიღბით მოსილი წარმოსდგება ჩვენს წინაშე. დღეს არაეფექტური და ძველმოდურია რწმენის წინააღმდეგ კომუნისტური პირდაპირობით, „პატიოსნად“ ბრძოლა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გულახდილი ათეისტი მორალურად ბევრად მაღლა დგას როგორც ეკლესიურ ფარისეველზე, ასევე სხვა, უფრო მარგინალურ-ეშმაკური ნიღბით აღჭურვილ ცინიკოსზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არა მხოლოდ ფილოსოფოსად, არამედ თეოლოგადაც კი შეიძლება მოგვევლინოს და რომელიც შემპარავად, ირიბულ-მზაკვრული ხერხებით ცდილობს რელიგიურობის არსის, რელიგური განცდის, თვით ღმერთის ცნების გაბაიბურებას: თანამედროვე მოდური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამგვარი მოაზროვნე ძნელი მოსახელთებელია, მას ძველმოდური, გულწრფელი ათეისტივით ადვილად კუთხეში ვერ მიაყენებ, ჩიხში ვერ მოაქცევ, რადგან რელიგიურ ღირებულებებს პირდაპირ როდი უარყოფს (პირიქით, არაიშვიათად „იცავს“ კიდეც), მაგრამ თავისი აზროვნების მანერით, გნებავთ, თავისი „აურით“ ახდენს ყოველივე ღვთიურის დესაკრალიზებას, დაკნინება-გაუხამსებას; თავისი ვითომდა „მაღალი პოზიციიდან“ იგი ცდილობს, არათუ რელიგია, თვით ღმერთიც კი რაღაც სააზროვნო სისტემის თუ ე.წ. „დისკურსის“ დაქვემდებარებაში მოაქციოს და ამით ღმერთის აბსოლუტურობისა და ყოვლისმომცველობის ცნებას წყალი შეუყენოს...
მაინც რატომ სჩადის ამას ადამიანი, რატომ მტრობს საკუთარსავე თავს ასე დაჟინებით და მეთოდურად? გასაგებია, რომ ის ვერ აცნობიერებს ამას და თავისი ქმედება ძალზე მართებულადაც ესახება. მაგრამ რატომ ვერ აცნობიერებს? ეკლესიას ამაზე მზამზარეული პასუხი აქვს - ეშმაკი აცთუნებსო. კი ბატონო, მაგრამ ურწმუნო ადამიანისათვის რა ფასი აქვს მითითებას ეშმაკზე, რომელიც, მისი აზრით, არარსებულთა კატეგორიას განეკუთვნება? აი სწორედ აქ იჩნეს თავს ბაბილონის სინდრომი - ეკლესიური ენა ურწმუნო ადამიანს, უბრალოდ, არ ესმის. და სამწუხაროდ, არც ეკლესიურ ადამიანთა უმრავლესობას ესმის ურწმუნო ადამიანის ენა. მათ შორის ნამდვილი კომუნიკაცია არ არსებობს, ეს თითქოს ორი პარალელური სამყაროა. მაგრამ ამ გამრუდებულ სივრცეში პარალელური სამყაროებიც არაიშვიათად გადაკვეთენ ერთმანეთს და გადაკვეთის წერტილებში ერთობ სახიფათო კონფრონტაცია წარმოიქმნება ხოლმე: ამის მიზეზი ისაა, რომ მეტ-ნაკლებ ამპარტავანნი არიან და ორივე მხარეს საკმაოზე მეტი აგრესიული მუხტი აქვს დაგროვილი ერთმანეთის გასაცამტვერებლად. ეს, შეიძლება ითქვას, ერთი მედლის ორი მხარეა. ეკლესიურთა უმრავლესობა, სამწუხაროდ ან ფარისეველია, ან ბრმად მორწმუნე და ისინი შინაგანად მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდებიან ურწმუნოთაგან, თუმცა თითქოსდა გარეგნული განსხვავება თვალშისაცემია. თითქოს პარადოქსია, მაგრამ სინამდვილეში ეს სავსებით ლოგიკურია; ფარისევლობაცა და ბრმა რწმენაც ხომ ჭეშმარიტი რწმენისაგან დაშორებული მოვლენებია და ამდენად ურწმუნობასთან დაახლოებული; როგორც უკვე ვთქვით, ამპარტავნებაა ის ნიშანი, რაც მათ აერთიანებს. ჭეშმარიტი რწმენა კი საფუძველშივე გამორიცხავს ამპარტავნებას.
ნამდვილი მორწმუნე დღეისათვის დიდი იშვიათობაა და ამგვარ პიროვნებებს თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ, რადგან ყველაზე კრიზისულ მომენტებში საზოგადოების ხსნა მთლიანად ამ ერთეულ ინდივიდებს ეკისრება ხოლმე. ზოგჯერ შესაძლოა, ნამდვილი მორწმუნე ფორმალურად ეკლესიური არც კი იყოს, მაგრამ მისი გამორჩევა სხვათაგან მაინც შეიძლება იმით, რომ ასეთები ერთგვარი „სულიერი პოლიგლოტები“ არიან და მეტ-ნაკლებად ყველას „ენა“ ესმით. რით ახერხებენ ამას? მოსმენით! ეს ხომ თითქოს უბრალო რამაა, მაგრამ აბა ვცადოთ და მართლა, გულისყურით მოვუსმინოთ სხვას, მოვუსმინოთ არა იმისათვის, რომ მისი აზრის საწინააღმდეგო აზრი გამოვაცხოთ სახელდახელოდ და პირველი შესაძლებლობისთანავე შეტევაზე გადავიდეთ; არა, მოვუსმინოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავუგოთ, აზრის სათავემდე ავყვეთ, მისი პიროვნების არსს, გეშტალტს ჩავწვდეთ! გავარკვიოთ, რამდენად წმინდაა ის სათავე, წყაროსთვალი, საიდანაც აზრი მოედინება. ამ შემთხვევაში მასთან შეკამათებასაც განსაკუთრებული ღირებულება ექნება და თანხმობასაც. ჩვენ კი, ჩვეულებრივ, ზერელედ ვუსმენთ სხვას და უმეტეს შემთხვევაში მისი ნათქვამიდან რაღაც არაარსებითს ჩავეჭიდებით, იმასაც დეფორმირებულად აღვიქვამთ, და ჩვენი პიროვნული კომპლექსებიდან გამომდინარე, რაღაცით გაღიზიანებულნი, რეაქციას ვახდენთ, შეტევაზე გადავდივართ და არ ვაცლით, რომ მოსაუბრემ მთლიანად, სრულად, უდანაკარგოდ მოიტანოს თავისი აზრი ჩვენამდე. ეს კი, რა თქმა უნდა, ნამდვილი კომუნიკაციის შესაძლებლობას თითქმის მთლიანად გამორიცხავს. რაჯნეში ამბობს, რომ არა რეაქცია, არამედ პასუხი უნდა შეგვეძლოს ნებისმიერ მოვლენაზე: ეს ორი რამ საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან: რეაქცია ავტომატურია, ნაკლებად გააზრებული, ჭეშმარიტი პასუხი კი მხოლოდ საფუძვლიანი მოსმენის შედეგად თუ იშვება.
აი, რატომ ვუწოდებ ნამდვილ მორწმუნეს ისეთ პიროვნებს (თუნდაც არაეკლესიური იყოს), ვისაც სხვისი მოსმენა შეუძლია: მოსმენა მოთმინების, გულისხმიერების, მოყვასისადმი კეთილგანწყობის, სიყვარულის და, გნებავთ, სიბრალულის შედეგია. როგორც სახარება გვასწავლის, თუ შენს გვერდით მყოფი ადამიანი არ გიყვარს, როგორღა შეიყვარებ ღმერთს, რომელიც უხილავი და შეუცნობელია? ღმერთს პირველყოვლისა ადამიანში უნდა ხედავდე და გიყვარდეს. ეს ბანალური ჭეშმარიტებაა თითქოს, მაგრამ, აბა, გულზე ხელი დავიდოთ (ყველამ - ეკლესიურებმაც და არაეკლესიურებმაც) და ვთქვათ: გვაქვს კი მოყვასისადმი სიყვარული და სიბრალული იმდენად, რომ ურთიერთგაგების სურვილი გაგვიჩნდეს? პასუხი, სამწუხაროდ, უარყოფითია - არათუ გვიყვარს და გვებრალება, არამედ პოტენციურ მტრად გვესახება ნებისმიერი ადამიანი და ვცდილობთ თავი დავიცვათ მისგან; თანაც, რაკი „შეტევა საუკეთესო თავდაცვაა“, გამუდმებით ვცდილობთ დავასწროთ და თვითონ „შევჭამოთ“ სხვები, რათა მათ აქეთ არ „შეგვჭამონ“, ხელვყოთ და შევავიწროვოთ სხვების სასიცოცხლო სივრცე, რათა მათი დასუსტების ხარჯზე გავძლიერდეთ. ამ პრინციპს ძალიან ხშირად ყოველგვარი გაცნობიერება-გააზრების გარეშე, ავტომატურად ვემორჩილებით; გურჯიევი ამბობს, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მანქანაა, რომელიც მექანიკურად „მუშაობს“, ანუ იქცევა ისე, როგორც თავიდანვეა დაპროგრამებული. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ იმ დონეზე თვითშეცნობას, რომ ამგვარ მანქანურ ყოფას თავი დააღწიონ და ჭეშმარიტი ადამიანურობის პოტენციალი აამოქმედონ თავისთავში, რაც, საბოლოო ჯამში, ზეადამიანურ საფეხურზე ასვლის, ღმერთშემოსილობის მისაღწევად ერთადერთი რეალური გზაა.
საქმეს არსებითად ვერაფერს შველის ახალ-ახალი ფილოსოფიური თუ რელიგიური სისტემების შექმნა, რადგან, როგორც წესი, ყოველი მათგანი სხვა დანარჩენთა იგნორირების, უარყოფის ხარჯზე ცდილობს საკუთარი არეალის გაფართოებას და, ამდენად, კი არ შეეწევა ადამიანს ხსნის გზაზე, არამედ უარესად აბრკოლებს და აბნევს. ვფიქრობ, ყველა ჭეშმარიტად დიდი სისტემა, ფილოსოფიური და, მითუმეტეს, რელიგიური, უკვე კარგა ხანია, რაც შეიქმნა და სადღეისოდ მათში არსებული ჭეშმარიტების მარცვლების მოძიება და ქმედითად გამოყენებაა უფრო საშური საქმე. არა რაღაც ორიგინალური თეორიების თუ რიტუალების გამოგონება, არამედ ყველაზე მარტივ, მაგრამ ამავე დროს მარადიულ საკითხებზე სულიერი კონცენტრირებაა საჭირო, რათა აზროვნება თვითმიზნური და აბსტრაქტული, რელიგიური განცდა კი ფორმალური არ იყოს, რაც მათ უნაყოფობას, პრაქტიკული ცხოვრებისათვის გამოუსადეგარობას განაპირობებს. კაცობრიობას რეალური გასაჭირი ადგას ადამიანთა შორის სულიერი თუ სხვა სახის გათიშულობის ანუ ბაბილონის სინდრომის გამო, ამიტომ სწორედ ამ საშინელი მტრის დაძლევა იქნება კრიზისიდან გამოსავალი. ამისათვის კი საღ აზროვნებასთან სინთეზირებული ცოცხალი რელიგიური განცდაა აუცილებელი.
რელიგიური შეუწყნარებლობა აქილევსის ქუსლია ნებისმიერი აღმსარებლობისათვის. ის აღმსარებლობა, რომელიც მხოლოდ თავისთავს რაცხს ჭეშმარიტად, სხვა დანარჩენებს კი - არაჭეშმარიტად, ძალაუნებურად ეჭვქვეშ აყენებს თავისთავსაც, რადგან აშკარად იჩენს მიკერძოებას, არაობიექტურობას: „რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს!“ რით შეუძლია, მაგალითად, ქრისტიანობას, რომ ბუდიზმის, ინდუიზმის, ისლამის თუ სხვათა არაჭეშმარიტება დაამტკიცოს? არაფრით! ან, უფრო რომ დავავიწროვოთ საკითხი, რა სარგებლობას მოუტანს მართლმადიდებლობას იმის მტკიცება, რომ კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება ქრისტიანობაში მცდარი და ერეტიკულია? რა არგუმენტებიც არ უნდა წამოაყენო ამის დასამტკიცებლად, მუდამ მოიძებნება კონტრარგუმენტებიც. თუ სხვათა უფლებებს უგულვებელვყოფთ, ბოლო არ ექნება ურთიერთდაპირისპირებას და მტრობას, ეს კი არცერთი მხარისათვის ხელსაყრელი არ არის, რადგან ბრძოლა ასუსტებს დადებით ენერგიებს და აძლიერებს უარყოფითს, ბრძოლის გამო არცერთ მხარეს აღარ რჩება საკმარისი პოტენციალი კეთილ საქმეთა აღსასრულებლად. სარწმუნოება მაშინ უფრო იქნება ძლიერი, როცა არ აშინებს მისგან განსხვავებულ სარწმუნოებათა არსებობის ფაქტი, არ აშინებს მრევლის შემცირების ფიქრი. უნდა ვცნობდეთ და ვაღიარებდეთ სხვათა არსებობის კანონზომიერებას და ამით იმ სხვებსაც ვუბიძგებდეთ იმისაკენ, რომ ჩვენც გვცნონ და გვაღიარონ.
მაგრამ, მეორე მხრივ, არავითარი საჭიროება არ არსებობს სხვადასხვა აღმსარებლობათა ურთიერთაღრევისა, რადგან ამგვარი აჯაფსანდალი მეტად მდარე ხარისხისა გამოდის და უმალ რელიგიურობის განცდის პროფანაციას იწვევს, ვიდრე მის ახალ, უფრო მაღალ ხარისხში აყვანას. ეკუმენიზმი კარგი და აუცილებელია ეზოტერული, არსობრივი თვალსაზრისით, სულიერ დონეზე, მაგრამ ძალზე საეჭვოა სხვადასხვა აღმსარებლობათა სინთეზირების ცდები ლიტურგიულ დონეზე: ჯერ თვით ქრისტიანულ კონფესიათა ლიტურგიებია მნიშვნელოვნად ურთიერთგანსხვავებული და მითუმეტეს, მაჰმადიანებმა, იუდეველებმა, იეზიდებმა2 და ა.შ. რა ჰქნან, დადგნენ და ქრისტე ადიდონ ჩვენთან ერთად? ასეთი აღრევა მხოლოდ დაბნეულობას, ცნობიერების დანგრევას, საკრალურის დესაკრალიზებას გამოიწვევს და საბოლოო ჯამში არათუ ხელს არ შეუწყობს განსხვავებულ აღმსარებლობათა ეზოტერულ ერთობასა და ჰარმონიულ თანაარსებობას, პირიქით, დაბრკოლების ლოდად აღიმართება მათ შორის.
ყოველივე ეს ცალკეულ ინდივიდთან ურთიერთობის დონეზეც უაღრესად პრობლემატურია: როცა ადამიანს თავისი მოყვასის გაგება, მიღება და აღიარება არ სურს და არ შეუძლია, იმასვე უნდა ელოდეს სხვბისგანაც. რასაკვირველია, ყოველი ინდივიდი განუმეორებელია და არავითარი საჭიროება არ არის იმისა, ყველა ერთ თარგზე მოჭრილივით აზროვნებდეს და განიცდიდეს, მაგრამ განსხვავებულ ინდივიდუალობათა სულიერი ურთიერთშეღწევა და ურთიერთგამსჭვალვა სასურველიცაა და აუცილებელიც, სხვაგვარად თავს ვერ დავაღწევთ ურთიერთდაპირისპირებით შექმნილ მოჯადოებულ წრეს, რომელიც ადამიანთა გათითოკაცების, საკუთარ თავში ჩაკეტილობის განმაპირობებელია: „დაყავი და იბატონე!“ - ეს ჭეშმარიტად სატანის მიერ ნაკურთხი სტრატეგიაა!
სანამ ჩვენ ერთმანეთის მოსმენას, გაგებას და აღიარებას არ ვისწავლით, მანამ ყოველთვის შეჭირვებულნი ვიქნებით, ნორმად ქცეული, საყოველთაო ურთიერთმტრობით. სულიერი ურთიერთშეღწევა და ურთიერთგამსჭვალვა ჰარმონიის განცდას, ჭეშმარიტ რელიგიურ სიხარულს იწვევს, რადგან ასეთ დროს მოყვასი ხორცშესხმულ ღმერთად გვევლინება ხოლმე. და ამ სიხარულს ვერასოდეს ვეღირსებით მანამ, სანამ ბაბილონის სინდრომით ვიქნებით შეპყრობილნი.
3 ნოემბერი 2003
____________________
1. რაც სულაც არ უდრის „მღვდლის მონას“.
2. რასაკვირველია, ეკუმენური მოძრაობა ამათ გაერთიანებას ქრისტიანობასთან მიზნად არც ისახავს, ის მხოლოდ ქრისტიანული კონფესიების გასაერთიანებლად იღვწის; მაგრამ მაშინ ლოგიკა სადაა? თუ ქრისტიანულ კონფესიათა გაერთინება ასე აუცილებელია, სხვების განზე დატოვება რით გავამართლოთ? მოყვასი ხორცშესხმულ ღმერთად გვევლინება ხოლმე. და ამ სიხარულს ვერასოდეს ვეღირსებით მანამ, სანამ ბაბილონის სინდრომით ვიქნებით შეპყრობილნი.

Комментариев нет:
Отправить комментарий