მამუკა არეშიძე: ,,2015 წლის რუსეთის მთავარი გეგმა არის, შეიქმნას ევრაზიული კავშირი’’
17:04 14.03.2013
ექსპერტი მამუკა არეშიძე მოსკოვში პუტინისა და ანქვაბის შეხვედრის დეტალებზე სუაბრობს და აცხადებს, რომ მთავარი შეხვედრა შედგა პუტინსა და სერჟ სარქისიანს შორის, რომელიც 2015 წლისთვის რუსეთის გეგმას - ევრაზიული კავშირის შექმნას უკავშირდება.
ამის შესახებ მამუკა არეშიძემ ,,პოლიტიკო.გე"-ს პრესკულბში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა.
,,აქ იყო მთავარი შეხვედრა სერჟ სარქისიანთან და ამავე დროს მოხდა შეხვედრა ანქვაბთანაც. საქმე იმაშია, რომ რუსეთის მთავარი გეგმა არის 2015 წლისთვის შეიქმნას ევრაზიული კავშირი, სადაც უნდა გაერთაინდეს პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა და ორი რეგიონი - ერთი შუა აზიის, ცენტრალური აზიის რეგიონი და მეორე - სამხრეთ კავკასიის. ეს არის მთავარი თეზა რუსული პოლიტიკის - ევრაზიული კავშირი, სადაც უნდა გაერთიანდეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, გარდა ბალტიისპირეთისა. პირველი ეტაპი რასაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება, ეს არის, მაქსიმალური დარწმუნება თავისი პარტნიორების, რომ ევრაზიული კავშირი არის უკეთესი გამოსავალი მდგომარეობიდან ვიდრე დსთ. ყველაზე პარადოქსულია, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი სომხეთი ფეხს ითრევს შუალედურ ორგანიზაციებში რუსეთთან გაწევრიანებაზე, ეს არის საბაჟო კავშირი და ეს არის ევრაზიის კავშირთან დაკავშირებული სხვა ტიპის ორგანიზაციები, რომელსაც შეიძლება, რომ შუალედური დავარქვათ", - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, რუსეთს ოფიციალური ერევნისგან ამაზე ჯერ პასუხი არ აქვს და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პუტინისა და სარქისიანის შეხვედრა.
არეშიძის განმარტებით, ამ შეხვედრაზე აუცილებელი იყო აფხაზეთის ლიდერის დასწრება, ,,ბევრი საკითხი, სამხრეთ კვკასიის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებული, პირდაპირ კავშირშია აფხაზეთთან. ეს არის რკინიგზის თემა, სხვა ტიპის კომუნიკაციების თემა, რომელიც აერთებს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას", - აცხადებს მამუკა არეშიძე.
http://www.newposts.ge/politika/9225---2015--------.html

Комментариев нет:
Отправить комментарий