“ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას… ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი – ვერცხლისმოყვარეობა. პირველი – ადამიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი – ცხოველებთან აახლოებს… ვერცხლისმოყვარე ღვთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა,” – მღვდელი ნ. სოკოლოვი.
წმ. იოანე ოქროპირის თქმით, ოქროზე ფიქრითა და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია ისწრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა – თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიცა და ღვთის სულიც.
მამა კახაბერ ურუშაძე (წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, საიდან მომდინარეობს ტერმინი – ვერცხლისმოყვარეობა. ძველად ვერცხლი ფულის ერთეული გახლდათ, ვერცხლისმოყვარეობის ძირი და საფუძველი, ანუ, ფულისმოყვარეობის ცოდვაც აქედან იღებს სათავეს. წმიდა წერილში უფალი ბრძანებს, რომ ყოველგვარი ბოროტების საფუძველი ვერცხილისმოყვარეობაა, რომელზეც აგებულია უამრავი სახის ცოდვა.
გავიხსენოთ ქრისტეს ერთ-ერთი მოწაფე, იუდა, რომელშიც გაიღვიძა ფულისმოყვარეობის ვნებამ და 30 ვერცხლის ფასად გასცა საკუთარი მოძღვარი… ქრისტეს მოწაფეები განრისხდნენ ჯერ კიდევ, ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე, როცა მაცხოვარს ერთმა ქალმა 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა: “რა საჭიროა ასეთი ფლანგვა? ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული,” რაზეც მაცხოვარი პასუხობს: “რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო: ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხად გამამზადა.”
ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა უკავშირდება მცირედმორწმუნეობასა და უნდობლობას უფლის წინაშე და მოყვასთან მიმართებაში. როცა ადამიანში არ არის სათანადო სარწმუნოება, არ ენდობა ღმერთს, მიიჩნევს, რომ ის თანხა, რომლის საშუალებითაც არჩენს ოჯახს, არ არის საკმარისი, მასში შემოდის ცუდი აზრი და ეძებს სხვა საშუალებას, რათა მოიპოვოს მეტი ფული. საყურადღებოა, რომ ამ ცოდვამ შეიძლება ქურდობამდეც მიგვიყვანოს. ადამიანს თუ ღვთის რწმენა აქვს არასდროს გადადგამს ნაბიჯს პარვისა თუ ქრთამის აღებისაკენ და პატიოსანი შრომით მოპოვებული ფულიც შეერგება.
ქართული ანდაზაც ხომ ამის მაგალითია: ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო. შეიძლება დღეს, ხვალ, ერთი წლის განმავლობაში გვქონდეს არასწორი გზით მოპოვებული ფული, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი დავკარგოთ. ასეთი ფული არასდროს არავის შერგებია და ხშირად ახლობლისა თუ ოჯახის წევრების წამლების ფულად წასვლიათ. ამიტომ უნდა ვიღვაწოთ, ვიშრომოთ სულიერად თუ ფიზიკურად. მოძღვრის დახმარებით ჩვენი სარწმუნოება ისეთ დონეზე უნდა ამაღლდეს, რომ ვენდოთ ღმერთს. თუკი საკუთარი შრომით მოპოვებულ მცირედს ვიკმარებთ, შეგვერგება და არ დაგვჭირდება მეტი. და თუ საკმარისი არ იქნება, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც პატიოსანი გზითა და საშუალებით დაგვეხმარება. ყოველთვის ფულის მიცემა საჭირო არაა. შეიძლება ადამიანს საცხოვრებელი უჭირდეს და ამ მხრივ დაეხმარო.
ყოველთვის ჩვენს თავს უნდა შემოვუძახოთ, მოვიპოვოთ ის, რაც ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო, სწორად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რათა არ დავუშვათ შეცდომები. ამის მიღწევა კი დედაეკლესიის, მოძღვრისა და რაც მთავარია, უფლის სიახლოვეს დგომითაა შესაძლებელი. ვინც გულმოდგინედ ზიდავს თავისი ცხოვრების ჯვარს, შეიძლება ერთდროულად არა, მაგრამ აუცილებლად მოიხვეჭს იმ სარწმუნოებას, რომელსაც ძალიან კეთილშობილი და ღირსეული ნაყოფი ექნება.”
თუ რამდენად დიდი ცოდვაა ვერცხლისმოყვარეობა, ამას ნათლად შეგვაგრძნებინებს წმიდა მამის, იუსტინე პოპოვიჩის სიტყვებიც: “ვერცხლისმოყვარეობავ, შენ უღალატე ქრისტეს, ვერცხლისმოყვარეობავ, შენ დღესაც ღალატობ მას!
იუდა, რომელიც იყო ქრისტეს მოწაფე, რომელიც იყო მომსწრე მისი ყოველი სასწაულისა, რომელიც უფალ იესოს სახელით კეთროვანებს განწმენდდა, სნეულებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, არაწმინდა სულებს განასხამდა, ეს იუდა ვერცხლისმოყვარეობამ მოღალატე, ქრისტეს მკვლელი გახადა. და ჩვენ, მე და შენ, როგორღა არ გაგვხდის მოღალატეებად და ქრისტეს მკვლელებად?! მე, რომელსაც არ მინახავს ხორცშესხმული ღმერთი, არც კეთროვანები განმიწმენდია და არც სნეულები განმიკურნავს, არც მკვდრები აღმიდგენია ქრისტეს სახელით?!…
ისწრაფვი სიმდიდრისაკენ? გულს გითბობს ფულის წყურვილი? – იცოდე, რომ შენში იბუდებს იუდა. ძმაო და მეგობარო, დაიმახსოვრე მთელი ცხოვრების მანძილზე: ვერცხლისმოყვარეობამ ჯვარს აცვა ქრისტე, მოკლა ღმერთი. ვერცხლისმოყვარეობამ ქრისტეს მოწაფისაგან შექმნა ქრისტეს მტერი, ქრისტეს მკვლელი; მაგრამ მარტო ამას როდი დასჯერდა. მან თავად იუდაც მოკლა.
ვერცხლისმოყვარეობას ის დაწყევლილი ჩვევა აქვს, რომ იგი ადამიანს არა მარტო ქრისტეს მკვლელს, არამედ თვითმკვლელსაც ხდის. იგი პირველად ღმერთს კლავს ადამიანის სულში და შემდეგ – თავად ადამიანს.”
ყოველთვის გვახსოვდეს წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: “გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.”
http://www.ambioni.ge/vercxlismoyvareoba

Комментариев нет:
Отправить комментарий