საქინფორმის სტუმარია თბილისის წმიდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზი (თათარიშვილი).
– მამა თეიმურაზ, მადლობას გადაგიხდით, ჩვენთან სასაუბროდ კიდევ რომ მობრძანდით... თქვენ დღიდან თქვენი მღვდლად კურთხევისა, სამების საპატრიარქო ტაძარში მსახურობდით. ამ ერთი თვის წინათ კი თეთრი სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თქვენც მოგიხდათ ტაძრის დატოვება. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. სინამდვილეში რა მოხდა?
– უფალმა დაგლოცოთ! მეამაყება, რომ, მიუხედავად ჩემი ასაკისა, სამების საპატრიარქო ტაძრის უძველესი მღვდელმსახური გახლდით. დღიდან სამების საპატრიარქო ტაძრის გახსნისა, იქ ვმსახურობდი და ამ ტაძრის კედლები, თითოეული ხატი, შანდალიც კი, ჩემთვის უძვირფასესია. ის, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისათვის სენსაციურია, ეკლესიაში ჩვეული მოვლენაა. ყველა მორწმუნეს უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე მუდმივი არაფერია და ამიტომ არცერთი მართლმადიდებელი არც დროის და არც ადგილის თვალსაზრისით არაფერს უნდა ჩაეჭიდოს; ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც დროებით ვართ დედამიწაზე, ისე დროებით ვართ სხვა ლოკალურ სივრცეში.
წელს, 4 ივლისს, საგანგებო ბრძანებით დავტოვე წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი და რიგით მღვდლად გადავედი სამების სახელობის მცირე ტაძარში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით მდებარეობს. მიზეზი, თუ რატომ დაგვატოვებინეს სამების საპატრიარქო ტაძარი, ბოლომდე ბუნდოვანია, მაგრამ ყველაზე უფრო დამაკმაყოფილებელი, რაც ჩვენ საპატრიარქოში განგვიცხადეს, ისაა, რომ წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი უნდა გადაკეთდეს ლავრად – მამათა მონასტრად, და ვინაიდან მე არ ვარ შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, სხვა თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად დავტოვე სამების საპატრიარქო ტაძარი. ადამიანურად, ძალიან გული დამწყდა, რადგან სამების მიმართ მისტიკური სიყვარული მაქვს... მომაკლდა საკვირაო წირვის ჩატარებისა და ქადაგების სიხარულიც – ქადაგება ხომ მღვდლის სამშვენისია და ერთ-ერთი საუკეთესო გზა მრევლის სულიერი აღზრდისა. მრევლმა უფრო მტკივნეულად გადაიტანა ეს ყველაფერი. მე ყველას მინდა, ვუთხრა – თავი შეიკავოს ამ საკითხის ირგვლივ ნებისმიერი არაჯანსაღი ინფორმაციის გავრცელებისაგან. თუ ამაში რაიმე უსამართლობის მარცვალი დევს, რატომ გვავიწყდება ჩვენ, მორწმუნეებს, რომ ღმერთი ამას არავის აპატიებს. თუ ეს ღვთის ნება იყო, რატომ გვავიწყდება, რომ მორჩილებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი? და თუ ეს ჩვენთვის სევდისმომტანია, რატომ გვავიწყდება, რომ ნებისმიერ სევდას სიხარული მოსდევს? ამიტომ ვაქებ წმიდა სამებას ამ ყველაფრისათვის!
– მამაო, თქვენი ეს მისტიკური სიყვარული წმიდა სამებისადმი უფალმა შეიწირა – ისევ წმიდა სამების სახელობის ტაძარში ხართ!.. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოვლენათა არასწორი ინტერპრეტირება არახალია, ძველია; განსაკუთრებით, ლიბერალების მხრიდან. მეტიც, დღეს არნახული შემართებით ცდილობენ კათოლიკური ეკლესიისა და, საერთოდ, კათოლიციზმის განდიდებას, როგორც უფრო „პროგრესული“ რელიგიისა, ოღონდ – მართლმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე! რა არის ამის ნამდვილი მიზეზი?
– დიდება წმიდა სამებას, რამეთუ ახლა სადაც ვმსახურობ, მისი სახელობისაა და ისტორიულია – აქ დაიწერა ჯვარი ილია ჭავჭავაძემ; ამ ტაძარს უკავშირდება დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ცნობილ ქართველთა სახელები. ეს ტაძარი ჩემთვის ძალიან საყვარელია, რადგან მთელი სტუდენტობა საჯარო ბიბლიოთეკაში გავატარე და მისი გუმბათის ნათება ნათელ სხივად გასდევს ჩემს ცხოვრებას... ბასილი დიდის სიტყვებს გავიხსენებ: „ სადაც ვიქნები, იქ განვადიდებ უფალს!“
...რაც შეეხება კათოლიკების განდიდებას მართლმადიდებელთა დაკნინების ხარჯზე – სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებს ასე სერიოზულად ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, არ არსებობს ბუნებაში არანაირი ძალა, რომელიც ოდნავ მაინც სერიოზულ არგუმენტაციას წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგოდ. ეკლესიის ისტორიამ იცის ათასობით ცრუ სწავლება, ფილოსოფიური მოძღვრება, ცრუ იდეოლოგია, შეხედულებათა კომპლექსი, მსოფლმხედველური სისტემები, რომელნიც ცდილობდა, რამენაირად შეერყია ეკლესიის სწავლება, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა გაიმარჯვა, რადგან ყველა ეპოქაში სრულდება უფლის სიტყვები – „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
მართლმადიდებელი ეკლესია არაა ეკლესია, რომელიც შექმნა ადამიანმა; მართლმადიდებელი ეკლესია არის ეკლესია, რომელსაც საფუძველი დაუდო არა კაცმა, არამედ – ღმერთმა – უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ამიტომაც იწოდება იგი მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიად. რატომ ჰქვია ლუთერანულ ეკლესიას ლუთერანული? იმიტომ, რომ მას საფუძველი ჩაუყარა ადამიანმა, მარტინ ლუთერმა; რატომ ჰქვია ნებისმიერ სექტას ისეთი რამ, რომელთა სახელიც ეკლესიასთან მიმართებაში მოციქულთა ბაგეთაგან არ თქმულა? ბაპტისტური ეკლესიის ცნება არ გვხვდება მოციქულთა სწავლებაში. რატომ არის, რომ მართლმადიდებლობა, როგორც ჭეშმარიტი ფორმა ქრისტიანობისა, არის დაცული უძველეს წყაროებში?..
მართლმადიდებელი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც სულთმოფენობის დღეს დაარსდა, რომლის წიაღშიც ჩვენ ვართ და რომლის წევრიც უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი. ამიტომაც ვიმეორებ, რომ კათოლიციზმთან მიმართებაში მართლმადიდებლობის დაკნინება სხვა არაფერია, თუ არა უმეცრება, კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის არცოდნა. ეკლესიაში გავლენიანმა თეოლოგებმა და ეკლესიის მნათობებმა ამაზე საკმარისად გასცეს პასუხი. ყველას, ვისაც ამ ყველაფრის ნახვა უნდა, მოვიდეს ეკლესიაში და გაიგებს, ხოლო ვისაც ტაძარში მოსვლა არ უნდა, მაშინ მსგავსი ინტერვიუებითაც შეიძლება ორი სიტყვა ვუთხრათ – მე პირდაპირ განვაცხადებ და ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა არის ტოლერანტული, რადგან ჩვენ ყველა გვიყვარს! ქრისტიანმა ყველა ადამიანში უნდა ეძებოს ღვთის ხატება და მსგავსება!
სხვათა შორის, ტოლერანტიზმი, როგორც ასეთი, დევს ყველა რელიგიაში: ყველას ჰგონია, რომ ისლამი ფუნდამენტური რელიგიაა, თუმცა მასშიც მოიძებნება უდიდესი ტოლერანტიზმის მაგალითები – იმამი ალი, მუჰამედის სიძე, შიიზმის ფუძემდებელი, ამბობდა: „გიყვარდეთ ყველა ადამიანი, რადგანაც მუსლიმები თქვენი ძმანნი არიან რწმენის მიხედვით, ხოლო სხვები, ვინც არ არიან მუსლიმნი, შექმნილნი არიან თქვენს დარად“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ თუკი წარმართული რელიგია, ისლამი მოუწოდებს უკლებლივ ყველა ადამიანის სიყვარულისა და პატივისცემისკენ. რაოდენ არის ამ სწავლებით გაჟღენთილი ორთოდოქსული ცნობიერება! მართლმადიდებელს ყველა უყვარს, რადგან ყველაში ხედავს ღვთის ხატებასა და მსგავსებას. ყველა ადამიანში უნდა ვიპოვოთ ჩვენ პოტენციურად ის მარცვალი, რომელიც მასში უნდა გაღვივდეს და სულიწმინდის მადლით აავსოს.
გავიხსენოთ, რამდენი წარმართი შეერთო ქრისტეს ეკლესიას, რამდენი მეძავი გახდა წმინდანი, რამდენი მკვლელი გახდა მონანული. ეკლესიის ისტორია და წმინდანთა ცხოვრება განა სავსე არაა მსგავსი მაგალითებით? ჩვენ დღეს მკაცრად განვიკითხავთ იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიას ებრძვის, დასცინის და სხვადასხვა სოციალური ქსელით ათასგვარ მარაზმს ავრცელებს ეკლესიასა და სასულიერო პირებზე, ებრძვიან განკაცებულ ღმერთს – იესო ქრისტესაც, მაგრამ გამორიცხავს ვინმე, რომ ეს ადამიანები ოდესმე მოციქულთა რანგამდე ამაღლდნენ? განა მოციქული პავლე თავის დროზე არ დევნიდა ქრისტიანებს? ქვით ჩააქოლვინა საკუთარი დისშვილი – სტეფანე პირველმოწამე... არაფერია გამორიცხული. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ეკლესიის მტერია, რომ მათ გონება გაუნათდეთ, რომ უფალმა ყველას დაანახვოს, სადაა სინათლე და სად – წყვდიადი.
მისი უწმიდესობის ერთ-ერთი ქადაგება მახსენდება, სადაც მან ბრძანა: „თანამედროვე ადამიანმა დაკარგა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი“... მის ამ სიტყვებს ჩემს ქადაგებებში ხშირად ვრთავდი ხოლმე. დღეს ჩვენი ეპოქის პიროვნება ხშირ შემთხვევაში კარგავს კრიტერიუმს, სად დაინახოს სიყალბესა და ჭეშმარიტებას შორის არსებული ზღვარი. ამიტომ მე ვამბობ – დღეს ვისაც კათოლიციზმი მოსწონს, ან ვინც ფიქრობს, რომ განსხვავება ჩვენ შორის არაფერია, ფიქრობს, რომ ისინი მოდიან შერიგებაზე და ჩვენ – არა, მინდა, მათ ვკითხო – საერთოდ იციან, რა არის კათოლიციზმი ან მართლმადიდებლობა? დამიჯერეთ, რომ – არა! მათი ცოდნა უკიდურესად ვიწრო პარამეტრებშია მოქცეული. მათ მეტი ცოდნისკენ მოვუწოდებ – გადაშალონ ეკლესიის ისტორია, რათა დაინახონ, როგორ იცავდა მართლმადიდებლობას ათანასე ალექსანდრიელი – კაცი თავის ეპოქაში ერთადერთი, რომელიც მართლმადიდებლობის აღიარებისთვის ექვსგზის იქნა განდევნილი ალექსანდრიიდან; მარკოზ ეფესელი, რომელმაც ფერერა – ფლორენციის საეკლესიო კრება სამარცხვინო შედეგებადე მიიყვანა და მისივე ლოცვით მალევე დაიშალა კათოლიკებთან ფსევდოუნია. გავიხსენოთ ის უამრავი პიროვნება, რომელთა მხრებზეც დგას დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა ბაგეებიდან სულიწმიდა მეტყველებდა; სულიწმიდა, რომელიც არის ჭეშმარიტად სიკეთისა და მადლის მფრქვეველი ამ სამყაროში. განა ამაოდ მივმართავთ მას ლოცვაში: „რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა“...
ვიმეორებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს არა კაცი, არამედ სულიწმიდა. ამიტომაც არის ჩვენს ეკლესიაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი ეკლესიის მამათა კრებული და არა ცალკე რომელიმე პიროვნება; ამიტომაც არის, რომ ჩვენი ეკლესია მუდამ ქადაგებს იმას, რომ ადამიანი არის ცოდვით დაცემული, ადამიანის გონება მიდრეკილია ცოდვისკენ და არ შეიძლება პიროვნების გაღმერთება, რასაც ადგილი აქვს კათოლიციზმში რომის პაპის სახით.
არც იმის მტკიცებას მოვყვები, რომ კათოლიციზმი მართლმადიდებლობას ტოლერანტობას ვერ ასწავლის, რადგან, მაშინ, როცა კათოლიკურ ევროპაში ინკვიზიციის კოცონი მძვინვარებდა, მართლმადიდებელ საქართველოში ყველა რელიგიის წარმომადგენელი უპრობლემოდ ცხოვრობდა... აღარაფერს ვამბობ კათოლიკების მიერ წარმოებულ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე!
ამ ჩვენს მოკლე ინტერვიუში მე არ მინდა, ვისაუბრო კათოლიციზმში არსებულ ცდომილებებზე და არც იმაზე, თუ რაოდენ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას ადამიანები, რომელთა უმრავლესობაც არც კათოლიკეა და არც მართლმადიდებელი. არც ღვთისმეტყველების ლექციას ვკითხულობ, უბრალოდ, ვიმეორებ: ის, ვინც მსგავს უმეცრებაში ვარდება, მას არ სურს, თვალი გაუსწოროს ჭეშმარიტებას!.. მე არც ის მიკვირს, რომ მართლმადიდებლებისა და უწმიდესის ლანძღვისთვისაც კი ვინმე საქართველოში რამე პრემიას იღებს – თავის დროზე პორტუგალიელი მწერალი სარამაგო, რომელმაც ბიბლიას უზნეობის სახელმძღვანელო უწოდა, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა!.. მე თვითონ სასულიერო აკადემიის წიაღში დავიბადე, ვმუშაობ და ქართულ თეოლოგიურ სივრცეშიც კი, თუ ვინმე კათოლიციზმის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს გამოიჩენდა, მას ადვილად უსმენდნენ...
...ზოგიერთი იმასაც იტყვის – რომელიღაც კათოლიკე ეპისკოპოსი ბრაზილიაში ნაგავსაყრელზე ხალხთან ერთად ჭამს საჭმელს მაშინ, როცა ჩვენი ზოგიერთი ეპისკოპოსი ასიათასიანი ჯიპით დაბრძანდება და უძვირეს რესტორნებში სადილობსო და გააქილიკებს – რაკი ის მართლმადიდებელი არაა, მას მადლი არ აქვსო? აქ მოქმედებს ქრისტიანობის მთავარი პრინციპი – ცხონებისთვის აუცილებელია როგორც სწორი რწმენა, ისე სწორი საქმეები.თეოფანე დაყუდებულიც ბრძანებს – „ხრისტიანსტვო – ეტო ნე უჩენიე, ა ჟიზნ“.
– მამაო, ძალიან ბევრი მიიჩნევს დღეს, რომ ყველა რელიგიას ღმერთამდე მივყავართ და მაგალითისთვის მოჰყავთ იესო ქრისტეს სახელი, რომელიც არა მხოლოდ კათოლიკურ, არამედ სხვა აღმოსავლურ რელიგიებშიც იხსენიება...
– დღეს ის ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ აუცილებელია კათოლიკებთან შერიგება და ჩვენ, მართლმადიდებლები, ვართ დაუნდობლები და შეურიგებელნი, უბრალოდ, არ არიან საკითხში გარკვეულნი – ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი შერიგებისა კათოლიკებთან, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რომის ეკლესია აღიარებს ყველა იმ ცდომილებას, რაც კი საუკუნეების განმავლობაში ჩაუდენია; თუ რომის ეკლესია გახდება ისეთივე მართლმადიდებელი, როგორიც უნდა იყოს ყველა ქრისტიანული ეკლესია. ყველა ქრისტიანი, თუკი მას უნდა, რომ იყოს ქრისტიანი, უნდა დაუბრუნდეს სამოციქულო ეკლესიის ფესვებს. ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება! ვინც არ არის ქრისტეს ეკლესიის წევრი, მას არ შეიძლება მადლისმიერი კავშირი ჰქონდეს ღმერთთან.
სხვა რამესაც ვიტყვი – დღეს იესო ქრისტეს სახელი ბევრგან გვხვდება; იესო ქრისტეს განადიდებს ისლამური სამყაროც, იესო ქრისტე მიაჩნიათ ერთ-ერთ ღვთაებად ბუდისტური და ინდუისტური რელიგიების დიდ განშტოებებს, მისი სახელი ფიგურირებს უამრავ სექტაშიც, მაგრამ რომელ ქრისტეს განადიდებენ ისინი? არის თუ არა ქრისტე მათთან?.. იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „თუ ვინმე ამბობს, რომ ქრისტე არ არის ძე ღმერთი, ან უარყოფს მის ღვთაებრიობას, ის ანტიქრისტეაო“. მთელი ისლამური სწავლება სხვა არაფერია, თუ არა იმის მტკიცება, რომ იესო ქრისტე ძე ღმერთი არაა. განა ამის შემდეგ აზრი აქვს მათ მიერ ქრისტეს დიდებას?
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი მართლმადიდებელი ასე უნდა აზროვნებდეს. ვისაც სურს, რომ მართლმადიდებლობა წარმოაჩინოს როგორც ყავლგასული რელიგია, როგორც დრომოჭმული ფორმა ქრისტიანობისა, ვისაც სურს, რომ მართლმადიდებლობა წარმოაჩინოს როგორც ჩამორჩენილების, ფანატიკოსების, შეურიგებელი ადამიანების ჯგუფი, ისინი მხოლოდ სასაცილო მდგომარეობაში იმყოფებიან! მართლმადიდებლობა არის რწმენისა და ცოდნის აბსოლუტური სინთეზის არეალი, მართლმადიდებლობა არის რელიგია, სადაც არ იკარგება პიროვნების თავისუფლება; სადაც არ არსებობენ ავტორიტეტები უფლის გარდა! ეს არის რელიგია, სადაც წინა პლანზეა წამოწეული ყველანაირი უბრალოება, სადაც ასკეტიზმის ჭეშმარიტი გაგება გვხვდება და არა გარეგანი. ეს არის რელიგია, სადაც ქრისტიანული მისტიციზმი თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს!
რატომ იყო, რომ ყველა მონაზონი იყო მონაზონი და არა რომელიმე ორდენის წევრი, როგორც ეს კათოლიკურ ეკლესიაში გვხვდება (დომინიკანელები, იეზუიტები, ფრანცისკანელები და ა.შ.)? მართლმადიდებლობა ცდილობს, რომ არაფერი შეცვალოს იმ სწავლებაში, რომელიც მოგვეცა მოციქულთაგან და რომელიც შეურყვნელად არის დაცული შვიდ საეკლესიო კრებაზე. რატომ არის, რომ მეშვიდე საეკლესიო კრების მერე არცერთ კრებას არ აქვს საეკლესიო კრების სტატუსი? შეუძლებელია, ითქვას, რომ მოციქულთა სწავლება, ვთქვათ, მეჩვიდმეტე საუკუნეში სწორი იყო და ახლა რაღაცას უნდა გადავხედოთ. ჩვენ არც არაფერს ვამატებთ და არც არაფერს ვაკლებთ. ესაა ჩვენი სიქადული, ჩვენი სიამაყე და ვინც ეკლესიის წევრია, იგი პოულობს იქ სულიერ სიმშვიდეს, სწორედ იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც მრავალი ადამიანი დედამიწაზე სანთლით დაეძებს და ბევრი მათგანი სწორედ მოდის ეკლესიამდე...
– მამაო, თქვენ ბრძანეთ, რომ მართლმადიდებლობა რწმენისა და ცოდნის სინთეზია. ერთ-ერთ მიზეზად მართლმადიდებელი სასულიერო პირების კრიტიკისა ლიბერალები მათ უწიგნურობასა და გაუნათლებლოს ასახელებენ – ბევრია გაუნათლებელი მოძღვარი, რომელმაც საეჭვოა, მრევლს რამე ასწავლოს და სულიერად გაზარდოს... ამაზე რას იტყოდით?
– მაპატიეთ, მაგრამ იმით დავიწყებ, რომ მე არც ვიცი, ვინ არიან ეს ლიბერალები, რადგან თუ ადამიანი მართლმადიდებელია, ის არ შეიძლება ლიბერალურად იმ მასშტაბებით აზროვნებდეს, რა მასშტაბებიც ლიბერალიზმს ძალიან უტეხს სახელს...
ვერავის დავეთანხმები, რომ უწიგნურებითაა სავსე მართლმადიდებელი ეკლესია. წეღანაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – მართლმადიდებლობა არის რწმენისა და ცოდნის საოცარი სინთეზი. ჯერ კიდევ კლიმენტი ალექსანდრიელი ბრძანებდა, რომ არც რწმენაა ცოდნის გარეშე და არც ცოდნაა რწმენის გარეშე. რწმენა და ცოდნა ადამიანის, როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსების, განუყოფელი უნარებია, ორივე მათგანი სჭირდება და ორივე მათგანი არა თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ავსებს. მართლმადიდებლობაში რწმენა და ცოდნა ჰარმონიულად ერთად ჰგიებენ...
თუმცა აქვე ვიტყვი, რომ თუ უპირატესობაზე მიდგა საქმე, რწმენა უპირატესია! უნდა გვახსოვდეს, რომ საღვთო ისტორიაში, აბრაამიდან დაწყებული, ყველა დიდი ადამიანი რწმენით გამართლდა.
ამ ინტერვიუდან მინდა, მოვუწოდო ნებისმიერ მართლმადიდებელს: ყველა ქრისტიანი, რომელსაც თავმდაბლობის ნატამალი შემორჩა, პატივს უნდა მიაგებდეს ყველა მღვდელმსახურს, ყველა მღვდელმთავარს, მიუხედავად იმისა, მას ინტელექტუალად მიიჩნევს თუ არა. შეიძლება მღვდელმსახურს უწუნებდე საუბრის მანერას, თეოლოგიურ ლაფსუსებს, გრამატიკულ შეცდომებს; იმას, რომ მის ქადაგებებში არ ჩანს დიდი ფილოსოფოსების ნააზრევები, მაგრამ ეს მის სახელს ჩრდილს ოდნავადაც არ აყენებს. გავიხსენოთ, რომ ეკლესიის დიდმა მამებმა, რომელთაც განათლება არ ჰქონდათ მიღებული, ზეპირად იცოდნენ ბიბლია,რამეთუ სულიწმიდა თავად შთააგონებდა მათ ამ ცოდნას. ყველა სასულიერო პირს პატივი უნდა მივაგოთ, რადგან იმაზე დიდი ცოდნა რა არის, ვიდრე ის მადლი, რომელიც ახლავს საღვთო ლიტურგიას, მსახურებას, რომლის დროსაც თვითონ ანგელოზები უერთდებიან დედამიწას. ამ ცოდნაზე მაღლა რა დგას, მაინტერესებს – ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, ფილოსოფიის თუ კიდევ სხვა რამის ცოდნა? რომელი ბრძენკაცი, მეცნიერი თუ აკადემიკოსი შეედრება თავისი ძლიერებითა და მადლმოსილებით რომელიმე მღვდელმსახურს? ამ სამყაროში ნებისმიერი მღვდელი იარაღია სულიწმინდის ხელში! რასაც ვერ ვიტყვით მილიონობით მწერალზე, ფილოსოფოსზე, მოაზროვნეზე... ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: მე დედამიწაზე არ მეგულება უფრო განათლებული, უფრო ბრძენი, ღმერთთან უფრო დაახლოებული ადამიანი, ვიდრე მართლმადიდებლური იერარქიის წარმომადგენელია.
ასე რომ, გინდათ სიბრძნე? გინდათ უბრალოება და მადლი? – მიმართეთ სასულიერო პირებს, თუნდაც მათ საცეცხლურის ქნევის მეტი არაფერი იცოდნენ, და მიიღებთ იმ სიბრძნესა და მადლს, რომელიც არანაირი წიგნით არ ისწავლება...
– თუმცა ის დიდი მეცნიერები და ბრძენი ფილოსოფოსები სიცოცხლის ბოლოს მაინც ღაღადებდნენ უფლის სადიდებელს... აღიარებდნენ მის ჭეშმარიტებას! ნიცშეს სიტყვები გამახსენდა „ზარატუსტრადან: „და ღმერთს სისხლი მოსდის იმ გვერდიდან, რომელშიც ჩვენ მას დანა დავარტყით“... მამაო, ნუთუ მან, ამ გამოუსწორებელმა ათეისტმა, უფლის ტკივილი იგრძნო?..
– კაცობრიობის ისტორიას უამრავი ასეთი ახსოვს, რომელიც მთელი ცხოვრება გმობდა უფალს, თუმცა სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ისევ მას უხმობდა! იგივე ნიცშე ან დიდი რუსი მწერალი –ლევ ტოლსტოი, რომელიც მთელი ცხოვრება გაორებით იტანჯებოდა და ბოლოს სახლიდან გაიქცა ოპტინასაკენ (ოპტინა ამ შეთხვევაში ნიშნავს არა უბრალოდ მონასტერს, არამედ, ზოგადად, მართლმადიდებლურ სივრცეს, რისკენაც მას ჰქონდა ლტოლვა). გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ იგი ზიარებასაც ითხოვდა სიკვდილის წინ. ამას გეტყვით – ნუ ებრძვით იმას, სადაც უფალი თავად მაინც მიგიყვანთ ბოლოს! დარჩით ეკლესიაში და ეკლესია არასოდეს გაგცემთ თქვენ, ეკლესია ყოველთვის ჩაგიხუტებთ გულში და ეკლესია ყოველთვის საიმედო საყრდენი იქნება თქვენთვის – დაცვისთვის, ცხონებისთვის, მარადიულობისთვის!
– მამაო, დაგვლოცეთ ჩვენ და ჩვენი მკითხველი, მათ შორის, რუსულენოვანიც...
– ნებისმიერ ადამიანს – რუსულენოვანია ის, აფხაზური თუ ოსური, ვინც ეძებს ღმერთს, ვუსურვებ ნამდვილ სიხარულს და მარადიულ ცხოვრებაში იმ უჭკნობი გვირგვინის მიღებას, რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველას გვპირდება.
დაე, ყველას გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არს“!
იხარეთ უკუნისამდე! ამინ!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
საქინფორმი.

Комментариев нет:
Отправить комментарий