ღმერთი

ღმერთი

четверг, 25 апреля 2013 г.

რა არის ზღვის კარიბჭე?

პასუხი კითხვაზე რა არის ზღვის კარიბჭე? 
თუ ზღვის კარიბჭის ამბავი, მხოლოდ ლეგენდაა, მაშინ საქმე გვაქვს მსოფლიოს ხალხებს შორის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებულ უძველეს ლეგენდასთან. ზღვის კარიბჭესთან ყოველთვის ორი ლომია გამოსახული. ჩინეთშიც კი სადაც ლომები არ არის და მარტო ვეხვებია კარიბჭესთან ისევე როგორც ყველგან სხვაგან ლომის ორ ქანდაკებას დგამენ. ამ ტრადიციას არც ქრისტიანობას და არც ბუდიზმთან არაფერი საერთო არ აქვს. ბერძნული ქალაქის მიკენის შესასვლელშიც ლომის ორი ქანდაკებაა გამოსახული.

თუ ვიტყვით, ქალაქის შესასვლელთან ორი ლომის გამოსახვის ტრადიცია ანტიკური საბერძნეთიდან წამოვიდაო მართალი არ ვიქნებით იმიტომ რომ როცა მიკენში შესასვლელში ლომის ეს ორი ფიგურა ამოკვეთეს ჯერ არც ათენი და არც სპარტა არ არსებობდა. უბრალოდ მიკენი უფრო ძველია ვიდრე ანტიკური საბერძნეთი და ეს ბერძნული ქალაქი უფრო ძველ მიკენის კულტურას მიეკუთვნება.
მიკენი ძვ.წ. აღრიცხვით 12 საუკუნეში აღმოცენდა და სწორედ იმავე დროს არსებობა შეწყვიტა გაცილებით უფრო ძველმა ხეთეურმა ცივილიზაციამ. ხეთების იმპერიის დედაქალაქის ხატუშას შესასვლელ კარიბჭესთანა კი ისევე როგორც მიკენში, ორი ლომია ამოკვეთილი. სასწაულითლომის ეს ორი ქანდაკება ხატუშას ნანგრევები დღემდე შემორჩა.
ორი ლომის ქანდაკებას ციხე–სიმაგრეთა შესასვლელთან ნახავთ მსოფლიოს ყველა კუთხე კუნჭულში. ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზეც ნახავთ ციხე–სიმაგრეს, რომლებსაც ისევ ორი ლომის ქანდაკება იცავს და ზღვის კარებჭე ჰქვია. ქართულ ციხე–სიმაგრეთა შესასვლელებში ორი ლომის ქანდაკებას არ გვხვდება. ამიტომ გვგონია, რომ ზღვის კარიბჭეს საქართველოსთან არაფერი საერთო არ აქვს. ყველა ჩვენი დღემდე მეტ–ნაკლებად კარგ მდგომარეობაში შემორჩენილი ციხესიმაგრები ქრისტიანულ პერიოდშია აგებული. ამიტომ ლომის ქანდაკებები იქ ადრე რომც ყოფილიყო დადგმული და მტერს არ დაენგრია, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ როგორც კერთთაყვანისმცემლურ სიმბოლოებს თავად ქართველები ისევე დავანგრევდით როგორც მცხეთაში არმაზის კერპი დავანგრიეთ.
ისე, ლომი ძველიბერიული სიმბოლო იყო და იბერიელები ვიყავით ზღვის კარიბჭის პირველი დამცველნი და იბერიული აბჯარი ამიტომ ლომის გამოსახულებით იყო შემკული. ლომის ამ სიმბოლოს ძველიბერიელი მეომრის აბჯარზე ნახავთ პირინეიის ნახევარკუნძულზე.
  საყურადღებოა ფაქტი რომ საქართველოში ნაპოვნი ლომის ოქროს ეს პატარა ქანდაკება ძარღვებში სისხლის გამყინავად ძველია.
იგი ძვ. წელთაღრიცხვით 24–ე საუკუნით არის დათარიღებული და 4 400 წლისა. ასევე საყურადღებოა 3 900 წლის წინანდელი ქართული ოქროს თასი. ჩვენ ხშირად ვტრაბახობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წლის ისტორია აქვსო და ამისი დამტკიცებაც გვჭირს. ჩვენ პირველი ქართველი მეფედ ფანავაზი მიგვაჩნია. მასვე მივაწერთ ქართული ანბნის შექმნას, მაგრამ ფარნავაზი მხოლოდ 2300 წლის წინ მეფობდა და მაშინ ქართული სახელმჭიფოებრიობის ისტორია 3000 წელზე 700 წლით უფრო მოკლე გამოგვდის. ეს ოქროს ლომი კი ფარნავაზ მეფის დაბადებამდე 2100 წლით უფრო ძველია.


https://sites.google.com/site/akulasvili/pasukhi2


Комментариев нет:

Отправить комментарий