„ეკლესიის კარზე, რომელიც ბერმა გაბრიელმა ეზოში საკუთარი ხელით ააშენა, ეწერა: „თავისუფალი საქართველო“ . მისთვის კომუნისტური რეჟიმი სერიოზული მარწუხი იყო, რომელიც რწმენისა და ნების თავისუფლების გამოხატვაში ხელს უშლიდა. თუმცა ის მაინც განსხვავდებოდა სხვებისგან, არაფერს ეპუებოდა და უფლის გზიდან არ უხვევდა, მისი უცნაურობების გაგება კი ჩვეულებრივ ადამიანებს უჭირდათ. ის იყო სალოსი – „უფლისთვის სულელი“. საკუთარი თავი მაქსიმალურად უნდა დაემდაბლებინა, იმისთვის რომ სხვა სიმაღლეები დაეპყრო. მისი მოღვაწეობა კომუნისტებისთვის შოკისმომგვრელი იყო. ერთადერთი, რისთვისაც იმ ეპოქაში შეგეძლო გაგიჟებულიყავი, პარტია გახლდათ, სხვანაირ გადარევას კი საბჭოთა რეჟიმი არავის პატიობდა. როგორც ამბობენ, სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელი ღვთისმშობლის ხატის წინ მოთქმით ტიროდა და საქართველოს განთავისუფლებას ევედრებოდა. ღმერთისა და სამშობლოს სიყვარულს კი კომუნისტები არავის პატიობდნენ. არ აპატიეს მამა გაბრიელსაც, რომელმაც რამდენიმე თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა“.
ბავშვობა
გოდერძი ურგებაძე ნავთლუღში, თეთრიწყაროს ქუჩაზე ცხოვრობდა. მის მეზობლებს პატარა უცნაური ბიჭის საქციელების ბევრი არაფერი ესმოდათ. მაგალითად, საღამოობით ის ეზოში ღამურებიანი ჯოხით დარბოდა. ჯოხს მაღლა სწევდა და მთელი ნავთლუღის ღამურები დაბარებულივით სხდებოდნენ ჯოხზე, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამს ელოდნენ.
მას სხვა უცნაურობებიც ახასიათებდა. მაგალითად, ყვებოდა, რომ ერთხელ ღამით ეზოში იწვა და თავზე რქიანი ეშმაკი წამოადგა, რომელმაც შუბლში თითი ჩაუკაკუნა და უთხრა: მაღლა ნუ იყურებიო. უცნაურობები ამით არ დასრულებულა. ერთხელ, მეზობლად უპატრონო ბავშვი გარდაცვლილა, რომელსაც მეზობლებმა შეცდომით ორი კუბო მოუტანეს, შემდეგ ერთი სახლის საერთო სხვენში შეინახეს. პატარა გოდერძი ხშირად ადიოდა სხვენში, კუბოში წვებოდა და სახურავსაც იფარებდა. ერთხელაც გოდერძიმ კუბოდან ამოსვლა მოინდომა, სახურავი გადაწია და სხვენზე შემთხვევით ამოსულ მეზობლის ქალს კინაღამ გული გაუხეთქა. ამის შემდეგ ის კუბო გადააგდეს.
მამა გაბრიელი 12 წლის იყო, როცა სახარება შეიძინა და სახლში მიიტანა. დედამ სახარება ტუალეტში ჩაუგდო. გოდერძი იქ ჩაძვრა, სახარება ამოიღო, გარეცხა და სახლიდან გაიქცა, ისე, რომ თავადაც არ იცოდა, საით გარბოდა. მცხეთაში შესულს ძაღლები გამოეკიდნენ და სვეტიცხოველთან მიიმწყვდიეს. გოდერძიმ სახეზე სახარება აიფარა, სახე რომ მაინც არ დაეგლიჯათ. ძაღლები კი ირგვლივ შემოუწვნენ და გაყინული ბავშვი ისე გაათბეს, რომ ქვაზე დაიძინა. დილით ის სვეტიცხოვლის ბერებმა იპოვეს, ორი ღამით შეიფარეს, შემდეგ კი, რადგან კომუნისტების ბრძანება იყო, ბავშვები მონასტერში არ მიეღოთ, შიომღვიმეში გაუშვეს. ბავშვი ფეხით გაუდგა გზას, დაუღამდა და მგლების ყმუილით შეშინებული ხეზე აძვრა. შიომღვიმეშიც სამი ღამე გაათენებინეს, იქიდან ზედაზენზე წავიდა, სადაც მონასტრის ბერებმა ლიანებისგან ჰამაკი დაუწნეს და მონასტრის გვერდით ტყეში დაუკიდეს. გოდერძის მთელი ღამეები ტყეში მარტოს ეძინა. არადა ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
ფსიქიატრიულში
მამა გაბრიელს ყველა თავისებურად აღიქვამდა, ზოგისთვის გიჟი იყო და ზოგისთვისაც – წმინდანი. აბა, კომუნისტების ეპოქაში გიჟის მეტი ვინ გაბედავდა, საკუთარ ეზოში ეკლესია აეგო და პირველ მაისს მთავრობის სასახლეზე გადმოკიდებული ლენინის თორმეტმეტრიანი სურათი დაეწვა? მოსკოვიდან ბრძანება მოვიდა, გასამართლების გარეშე დაეხვრიტათ. როცა კომუნისტებმა დაკითხვაზე დასცინეს, დაგვანახვე, სად არის შენი ქრისტეო, მამა გაბრიელმა უპასუხათ: „ჯერ თქვენ გადაყარეთ სანაგვეში თქვენი პარტბილეთები, მერე მეც დაგანახვებთ იესო ქრისტესო“. ამ სიტყვებმა კომუნისტები საბოლოოდ დაარწმუნა მის არანორმალურობაში და ციხე და საგიჟეთიც აკმარეს.
უცნაური შეგრძნებაა, როცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში ამ მონაცემებს ამოიკითხავ:
ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე – დაბ. 1929 წ. თბ. თეთრი წყაროს #11. შემოყვანილია 1965 წლის 20 აგვისტოს. სააღრიცხვო ჟურნალში გაყვანის თარიღი და დიაგნოზი მითითებული არ არის.
სინამდვილეში გოდერძი ურგებაძე ბერი გაბრიელია, რომელიც საბჭოთა კავშირმა ლენინის პორტრეტის დაწვის გამო ამ ფორმით დასაჯა. რა გადაიტანა მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ამის შესახებ ექიმმა ზურაბ ვარაზმა გვიამბო, რომელსაც ეს ამბები პირადად მამა გაბრიელისგან აქვს მოსმენილი.
ზურაბ ვარაზი: „1965 წლის 1 მაისს დემონსტრაციაზე მამა გაბრიელმა ლენინის სურათი დაწვა, რომელიც პარლამენტის შენობაზე ეკიდა. სახელმწიფო უშიშროების საგამოძიებო განყოფილებამ ის დააპატიმრა და საკმაოდ სერიოზული სასჯელი ემუქრებოდა. სავარაუდოდ, გააციმბირებდნენ. დაკითხვის დროს მამა გაბრიელმა განაცხადა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ აქ ქრისტეს ჯვარცმა უნდა ეკიდოს და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება და რომ დაგიწერიათ, დიდება ლენინსო, დიდება ლენინს კი არა, ღმერთს უნდაო. სუკ-ის იზოლატორში რომ იყო, ხატები და ჯვრები წაართვეს, აქ არ შეიძლებაო, მამა გაბრიელმა ცოცხი გატეხა და მისი ჯოხებისგან ჯვარი გააკეთა, მაისურიდან ძაფი გამოაძრო და იმით გადააბა. ამ ჯვარზე ლოცულობდა, თუმცა ეს ლოცვაც დაუშალეს და ჯვარი ისევ წაართვეს. მაშინ მამა გაბრიელი კედელთან დადგა, ხელები გაშალა და ბოლო ხმაზე აყვირდა: მე თვითონ ვარ ჯვარი, მოდით და წამართვითო. ასე იდგა, თან ლოცულობდა და ხელები გაშლილი ჰქონდა. მერე თავი დაანებეს, ჩათვალეს, რომ გიჟი იყო. მათ მამა გაბრიელს თავიდანვე ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება და 1965 წლის 3 აგვისტოს გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე. იქ რამდენიმე თვე დაყო დაკვირვების ქვეშ. იქიდან გამოსულს მისცეს ცნობა #666. დიაგნოზში წერია: ფსიქოპათიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით, თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსის, ღმერთის, ანგელოზების, საუბრისას ძირითადად იქითკენ არის მიმართული, რომ ღმერთის წყალობით არის ყველაფერი, განყოფილებაში განმარტოებულია და თუ ვინმე გამოელაპარაკება, აუცილებლად ღმერთსა და ხატებზე იწყებს საუბარს. სხვათა შორის, ამ დასკვნამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
პირადად ჩემთან განსაკუთრებული უცნაურობები არასდროს ჩაუდენია. ყოველთვის ძალიან სერიოზულად მესაუბრებოდა ხოლმე, თუმცა საერთოდ ახასიათებდა უცნაური საქციელი, უმიზეზოდ დაიყვირებდა ან იტირებდა ხოლმე. ისეთ საქციელს ჩაიდენდა, მის ასაკს რომ არ შეეფერებოდა, მაგრამ ასეთი ქცევა ახასიათებთ სალოსებს. „ქრისტესთვის სულელი“ – ასე ჰქვიათ მათ. სალოსებს ისეთი საქციელი აქვთ, რომ საზოგადოება მათ ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანებად არ მიიჩნევს და მოთმინებით უყურებს, თუმცა სალოსი ამით ახერხებს, ჭეშმარიტება იქადაგოს იქ, სადაც ქრისტიანობა იდევნება. მამა გაბრიელი ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებდა.
როდესაც ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, სანიტრებმა დააპირეს, მისთვის თმა და წვერი მოეშორებინათ. თუმცა მამა გაბრიელი მათ შეეწინააღმდეგათ. რადგან ბერი იყო, მისთვის გაპარსვა არ შეიძლებოდა. რაზეც სანიტრებმა უპასუხეს: შენ ბერი კი არა, ხალხის მტერი და ანტისანიტარიის ბუდე ხარო. მამა გაბრიელმა ხელები მაღლა აწია და თქვა: „დედა ღვისმშობელო, შენ როგორც გინდა, ისე მოხდესო“ . ერთ-ერთი სანიტარი მივიდა მასთან, საკრეჭი მანქანა მიუტანა და უცებ, პარსვა რომ უნდა დაეწყო, ხელი ძირს ჩამოუვარდა და გაუჩერდა. მეორე დაიხარა, რომ საკრეჭი აეღო და ვეღარ გაიმართა. მერე თურმე ავლიპ ზურაბაშვილი ჩაერია და უთქვამს: თავი დაანებეთ, მისი თმა ჩვენ ხელს არ გვიშლისო.
თუმცა, საერთოდ, ის იზოლირებული ჰყავდათ და დასცინოდნენ. ამაზე კი მამა გაბრიელი ეუბნებოდათ, თქვენ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, მე ანგელოზები აქედან გამიყვანენო და რიცხვსა და დღესაც კი ასახელებდა. მართლაც იმ დღეებში გამოუშვეს. თვლიდნენ, რომ ეს იყო ალკოჰოლური ფსიქოზისა და შიზოფრენიის გამოვლინება.
მამა გაბრიელი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ყოფილა, მაშინ მინისტრი შევარდნაძე იყო. შევარდნაძეს უთქვამს: თუ არანორმალურია, ფსიქიატრიულში შევამოწმოთ და დავტოვოთ. თუ გვატყუებს, მაშინ სამაგალითოდ დავსაჯოთო. მაშინ მამა გაბრიელს განუცხადებია: დრო მოვა და ეს ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, იმას თქვენი ხელით გადმოაგდებთ და იმ ადგილას ვარდების ბაღს გააკეთებთო. შევარდნაძეს უპასუხია: მაგას შენ ვერ მოესწრებიო. მამა გაბრილმა კი გამოუცხადა: ამას მეც მოვესწრები და შენცო. მამა გაბრიელს ხილვა ჰქონდა, რომ ლენინის ძეგლი გადმოვარდა“.
სალოსობის რთული გზა
მამა გაბრიელმა ბერობის ორმოცი წლის მანძილზე 15 წელი მათხოვრობაში გაატარა, 25 წელი კი სასაფლაოებზე ცხოვრობდა. თუმცა, როგორც მისი თანამედროვეები ამბობენ, გამორიცხული იყო, მამა გაბრიელი ერთხელ გენახა და ისე არ მოენუსხე, რომ მეორედაც არ გაგჩენოდა მისი ნახვის სურვილი. ზუსტად ასე დაემართა ჩვენს რესპონდენტს, მამა გაბრიელზე დაწერილი წიგნების ავტორს – ოთარ ნიკოლაიშვილსაც, რომელსაც საყვარელი ქალი მცხეთის დედათა მონასტერში გაექცა და მის დასაბრუნებლად წასულს, მამა გაბრიელი შეხვდა, რომელმაც თავი მშიერ, ცოდვილ ბერად გააცნო. უთხრა, ცოტა პური და „პროფესორი“ (ასე ეძახდა ღვინოს) მომიტანე, პური ერთად გავტეხოთ და მე დაგეხმარები ქალის დაბრუნებაშიო.
ოთარ ნიკოლაიშვილი: „უფალს მადლობა შევწირე! გავიფიქრე, მართლა როგორ ვყვარებივარ ღმერთს, რომ ასეთი ცოდვილი და ჭკუამხიარული ბერი შემახვედრა-მეთქი. მაშინ როგორ გავიფიქრებდი, რომ იმ შეპირებულ „მალე დროში“ მე თვითონ ბერი გაბრიელის ზეგავლენის ქვეშ მოვექცეოდი. სულ მცირე, ორი-სამი თვე უნდა ყოფილიყავი მის გვერდით, რომ გაგეგო, მისი გარეგანი ქმედებები და სულიერი სამყარო, როგორც ცა და დედამიწა, ისე რომ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კოშკთან ახლოს გაშლილი პატარა ტაბლები და ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი და ლანძღვა-გინება ძნელად ასატანი იყო მონასტრის წევრებისთვის. ასეთ დროს მასთან სიარულსა და მისი კურთხევების შესრულებას მიშლიდნენ.
როცა ბერი გაბრიელი, მისივე თხოვნით, თბილისში ჩამომყავდა, ხშირად ღამე ჩემთან რჩებოდა. ერთხელაც ქუჩიდან ბავშვების ჟრიამული მოესმა. წამოდგა, დაბლა ჩავიდა და ქუჩაში ბავშვებს დარიგება დაუწყო. შემდეგ სკამი მოითხოვა და შუაგულ ქუჩაში დამჯდარი ბავშვებს სახარებას უქადაგებდა. ვიცოდი, რომ მანქანის გამოვლის შემთხვევაში გაბრიელ ბერი სკამიდან არ ადგებოდა და ამის გამო წინასწარვე დიდ უხერხულობას ვგრძნობდი, მაგრამ ქუჩის ორივე მხრიდან ამოსული მანქანები სხვადასხვა მხარეს მიდიოდნენ. მეზობლები გაკვირვებულები უყურებდნენ, თან ქადაგებას უსმენდნენ. თითქმის ორი საათი იქადაგა მამა გაბრიელმა. მიკვირდა, რომ ამ ხნის მანძილზე ერთ მანქანასაც არ შემოუხვევია ჩვენს ქუჩაზე. როცა გაბრიელ ბერი ადგა და სკამიც ავიღეთ, ქუჩაზე ჩვეულებრივ გაგრძელდა მოძრაობა.
საერთოდ, გაკვირვებული ვიყავი, როგორ იტანდა ამდენ ტანჯვა-წამებას, შეურაცხყოფას, მაშინ, როცა ყველასი ყველაფერი იცოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ მალავდა, რა აუცილებელი იყო თავის ასე შენიღბვა და დამდაბლება, თანაც ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, რომც მეძახა: ჭკვიანია, ბრძენია და ჩვენი დაფარულიც კი იცის-მეთქი, მაინც არავინ დამიჯერებდა, მისი საპასუხო საქციელებიდან გამომდინარე“.
არადა მან მართლა ბევრი იცოდა და ბევრი ტკიოდა.
მამა გაბრიელმა ტანჯვით იცხოვრა და სულიც ტანჯვაში დალია. ის წყალმანკით გარდაიცვალა და სიკვდილამდე საშინელი ტკივილები სტანჯავდა. მამა გაბრიელი ექიმს საავადმყოფოში გადაყვანაზე არ თანხმდებოდა. როგორც იხსენებენ, ერთხელაც ღვისმშობლის ხატს ხელით შეეხო და თქვა: „ამაიღე სული, დალოცვილო, უკვე მზადა ვარ“. მამა გაბრიელი 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა, ისე, რომ სახეზე ღიმილი შერჩა. მესამე დღეს, მისივე სურვილის თანახმად, ჭილოფში გახვეული დაკრძალეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий