ნიკოლაი ბერდიაევი.
ფანატიზმის, ორთოდოქსიისა და ჭეშმარიტების შესახებ.
ორთოდოქსულ სწავლებებთან დაკავშირებული ფანატიზმის თემა უაღრესად აქტუალურია. ისტორია რიტმულია, მასში უდიდეს როლს თამაშობს ფსიქიკურ რეაქციათა ცვალებადობა. ჩვენც ვერთვებით ხოლმე ამ რიტმში, როდესაც ძლიერდება ისეთი ზეწოლა, რომელიც მიმართულია ნაძალადევი ერთიანობისაკენ, საყოველთაო-სავალდებულო ორთოდოქსიისაკენ, ისეთი წესრიგისაკენ, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. ესაა რეაქცია მთელ XIX საუკუნეზე, მის თავისუფლებისმოყვარეობასა და ჰუმანიზმზე. მასიურად ინერგება შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის ფსიქოლოგია. ამ დროს ირღვევა წონასწორობა და ადამიანი მდაბლდება მანიაკალურ შეპყრობილობამდე. კოლექტიური ფსიქოზის მსხვერპლი ხდება ინდივიდუალური პიროვნება. საშინლად ვიწროვდება თვალსაწიერი, ცნობიერებიდან იდევნება უამრავი მნიშვნელოვანი ადამიანური თვისება, ემოციური თუ ინტელექტუალური ცხოვრების მთელი სირთულე. ერთიანობა მიიღწევა არა სისავსის, არამედ სულ უფრო და უფრო მზარდი ნაკლოვანების შედეგად. შეუწყნარებლობას ბევრი აქვს საერთო ეჭვიანობასთან. ეჭვიანობა არის იმგვარი ფსიქოზი, როდესაც იკარგება რეალობის შეგრძნება. სულიერი ცხოვრება ყირავდება და ფიქსირდება ერთ წერტილზე, თუმცა ეს წერტილი სულაც არ აღიქმება რეალურად.
ადამიანი, რომლის შეუწყნარებლობამაც უკიდურეს ზღვარს მიაღწია და ფანატიზმს გაუტოლდა, იჭვნეულივით მხოლოდ ერთსა და იმავეს ამჩნევს, კერძოდ, ღალატს, გამცემლობას, ერთიანობისადმი ერთგულების დარღვევას; იგი ეჭვითაა შეპყრობილი, არავის ენდობა, ყველგან ამოჩემებული იდეისა თუ რწმენისა და სიყვარულის საგნის საწინააღმდეგო შეთქმულება ელანდება. უაღრესად ძნელია როგორც ფანატიკურად შეუწყნარებელი, ასევე ეჭვით დაავადებული ადამიანის რეალობისაკენ შემობრუნება. მართალია, დევნიის მანიით შეპყრობილ ფანატიკოსს ირგვლივ სულ ეშმაკის ხრიკები ელანდება, მაგრამ ამ დროს თავად დევნის, აწამებს და სჯის სხვებს. უაღრესად საშიშია დევნის მანიით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც სულ ჰგონია, რომ მტრების გარემოცვაში იმყოფება. იგი ყოველთვის მდევარი ხდება ხოლმე, სწორედ იგი დევნის სხვას და არა პირიქით.
უდიდეს ბოროტმოქმედებათა ჩამდენი, ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული ფანატიკოსი თავს უსაფრთხოდ ვერასდროს გრძნობს, ყოველთვის შიშისგან იტანჯება. ადამიანი ძალადობას ყოველთვის შიშის გამო მიმართავს. შიშის აფექტი ღრმად უკავშირდება ფანატიზმსა და შეუწყნარებლობას. შიშისგან განკურნება იგივეა, რაც ფანატიზმისა და შეუწყნარებლობისაგან განთავისუფლება. ფანატიკოსს ეშმაკი ღმერთზე უფრო საშიში და ძლიერი ჰგონია. მას ეშმაკის უფრო სწამს, ვიდრე ღმერთის. ფანატიზმი რელიგიური წარმომავლობისაა, მაგრამ იოლად გადადის ეროვნულსა და პოლიტიკურ სფეროებში. ეროვნული თუ პოლიტიკური ფანატიკოსიც ყველაფერში სულ ეშმაკის ხრიკებს ხედავს, თუნდაც მისთვის ეშმაკის რელიგიური კატეგორია სრულიად მიუღებელი იყოს. ეშმაკისეულის საწინააღმდეგოდ ყოველთვის იქმნებოდა ინკვიზიცია თუ საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი, ყოვლისშემძლე საიდუმლო პოლიცია თუ „ჩეკა“. ამ საშინელი დაწესებულებების შექმნა ეშმაკის შიშით იყო განპირობებული. თუმცა ეშმაკი მაინც ყოველთვის მძლავრობდა ხოლმე, შეაღწევდა ამ დაწესებებულებებში და ხელმძღვანელობდა მათ.
არაფერია შიშზე უფრო საშინელი. ადამიანს ყველაზე უფრო შიშისგან სულიერი განკურნება სჭირდება. შეუწყნარებელი ფანატიკოსი მიმართავს ძალადობას, განკვეთს, ციხეში სვამს და სიკვდილით სჯის ხალხს, მაგრამ, სინამდვილეში, ძლიერი არ არის, სუსტია, დათრგუნულია შიშით, მას ცნობიერება საშინლად დავიწროებია, ღმერთიც შემწყნარებელ ადამიანზე ნაკლებად სწამს. გარკვეული აზრით, ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ფანატიკური რწმენა არის რწმენის სისუსტე, ურწმუნოება. ეს უარყოფითი რწმენაა. ალექსანდრე I-ის ეპოქის არქიმანდრიტ ფოტს ძირითადად ეშმაკი და ანტიქრისტე სწამდა. ეშმაკის ძალასთან შედარებით ღმერთის ძალა უმნიშვნელოდ მიაჩნდა. ინკვიზიციასაც ნაკლებად სჯერა ქრისტიანული ჭეშმარიტებისა, ისევე როგორც „გეპეუს“ (ГПУ - главное политическое управление - მთავარი პოლიტიკური სამმართველო, თარგ. რუს.) ნაკლებად სჯერა კომუნისტური ჭეშმარიტებისა. ფანატიკური შეუწყნარებლობა ყოველთვის არის ადამიანისადმი რწმენის უქონლობა. ლენინს ისევე არ სჯეროდა ადამიანისა და ჭეშმარიტებისა, როგორც პობედონოსცევს: ორივენი ერთი ჯიშისანი იყვნენ. ვინც ისე დაეცემა, რომ მსოფლიო საფრთხის, ან მასონთა, ებრაელთა, იეზუიტთა, ბოლშევიკთა თუ მკვლელთა ოკულტური საზოგადოების შესახებ მოარულ მსოფლიო შეთქმულების იდეებს აიტაცებს - მას ხომ უკვე ღმერთისა და ჭეშმარიტების ძალის აღარ სჯერა და მხოლოდ საკუთარი ძალადობის, სისასტიკისა და მკვლელობების იმედადაა დარჩენილი. ასეთი ადამიანი ძირითადად, ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიზის კვლევის საგანია.
ყველაზე უფრო სახიფათო სწორედ შიშით შთაგონებული მანიაკური იდეაა. ფანატიზმი, საყოველთაო-სავალდებულო, ორთოდოქსული ჭეშმარიტების პათოსი ამჟამად ვლინდება ფაშიზმში, კომუნიზმში, რელიგიური დოგმატიზმისა და ტრადიციონალიზმის უკიდურეს ფორმებში. ფანატიზმი სამყაროსა და კაცობრიობას ყოველთვის ორ ნაწილად, ორ მტრულ ბანაკად ყოფს. ეს საომარი დაყოფაა. ფანატიზმი არ უშვებს სხვადასხვა იდეისა და მსოფლხედვის თანაარსებობას. არსებობს მხოლოდ მტერი. მტრული ძალები უნიფიცირდებიან, ერთიან მტრად წარმოგვიდგებიან. ეს ზუსტად იგივეა, ადამიანმა რომ დაყოფა მოახდინოს არა მესა და სხვა უამრავ მეს, არამედ მესა და არა-მეს შორის, თანაც ეს არა-მე წარმოიდგინოს ერთ მთლიან არსებად. ეს საშინელი გამარტივება ბრძოლას აადვილებს.
კომუნისტებისათვის ახლა ერთადერთი მტერი არსებობს ევროპაში – ეს ფაშიზმია. აქედან გამომდინარე, კომუნიზმის ყოველი მტერი უკვე ფაშისტია; და პირიქით, ფაშისტებისათვის ფაშიზმის ყოველი მოწინააღმდეგე უკვე კომუნისტია. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში განუხრელად მატულობს ფაშისტებისა და კომუნისტების რაოდენობა. კომუნიზმისადმი მტრული დამოკიდებულების გამო ხალხი ფაშიზმს ემხრობა, ფაშიზმისადმი მტრობის გამო კი - კომუნიზმს; ერთიანდებიან იმ ეშმაკის წინააღმდეგ, რომელიც მათთვის სამყაროს მეორე ნახევარია. თქვენ გთავაზობენ უაზრო არჩევანს კომუნიზმსა და ფაშიზმს შორის. გაუგებარია, რატომ უნდა ავირჩიო იმ ორ ძალას შორის, რომელიც თანაბრად თელავს ფეხქვეშ ადამიანურ ღირსებასა და სულიერ თავისუფლებას, თანაბრად ამკვიდრებს სიცრუესა და ძალადობას, როგორც ბრძოლის მეთოდებს. ცხადია, რომ უნდა დავდგე რომელიმე მესამე ძალის მხარეზე: ასეც იქცევა საფრანგეთში გავრცელებული ერთ-ერთი მოძრაობა, დაკავშირებული „Esprit“-სა და „La Fleche“-თან, რომელიც განურჩევლად ეწინააღმდეგება როგორც კაპიტალიზმს, ასევე ფაშიზმსა და კომუნიზმს. ფანატიკური შეუწყნარებლობა ყოველთვის გვაყენებს ცრუ არჩევნის წინაშე და იწვევს ცრუ დაყოფას. მაგრამ საინტერესოა, რომ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი ფანატიკური შეუწყნარებლობის პათოსი შედეგია არა იმდენად მხურვალე რწმენისა და დაჯერებულობისა, რამდენადაც ხელოვნური გაცხარებისა, ხოლო კოლექტიური შთაგონებისა და დემაგოგიის ნაყოფი კი ხშირად სტილიზაციაა. რა თქმა უნდა, ისეთი კომუნისტები და ფაშისტებიც არსებობენ, რომელთაც ფანატიკურად სწამთ და სჯერათ, განსაკუთრებით რუს კომუნისტთა და გერმანელ ნაცისტთა შორის, რაც შეეხება იტალიელ ფაშისტებს, ისინი უფრო სკეპტიკოსები არიან და ანგარიშიან პოლიტიკას ემორჩილებიან. თუმცა კომუნისტურ და ფაშისტურ მასებს მტკიცე და გააზრებული რწმენა, ან მრწამსი როდი გააჩნიათ. ეს მასა ირგებს ფანატიზმის სტილს შთაგონებისა და მიბაძვის საშუალებით, ხშირად კი ინტერესის გამო.
შეუწყნარებლობის თანამედროვე პათოსი შუასაუკუნეობრივისაგან სრულიად განსხვავდება; მაშინ მართლაც არსებობდა ღრმა რწმენა. ჩვენი დროის საშუალო ადამიანს არ გააჩნია იდეა, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ინსტიქტები და აფექტები. მისი შეუწყნარებლობა გამოწვეულია ომის პირობებითა და წესრიგის წყურვილით. იგი ცნობს მხოლოდ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც სასარგებლოა ორგანიზაციისათვის. ომის მოთხოვნილებებით განპირობებულ სამყაროს ორწევრიანობას უკვე მოჰყვა გარდაუვალი შედეგები. ჩვენი ეპოქა არ იცნობს კრიტიკას და იდეურ კამათს, არც იდეათა ბრძოლას. მან იცის მხოლოდ მხილება, განკვეთა და სასჯელი. სხვაგვარად მოაზროვნე დამნაშავედ აღიქმება. დამნაშავესთან კი არ კამათობენ. არსებითად, უკვე აღარ არიან იდეური მტრები, არსებობენ მხოლოდ სამხედრო მტრები, რომლებიც მიეკუთვნებიან მტრულ სახელმწიფოებს. კამათი არის შემწყნარებლობა, ყველაზე მძვინვარე მოკამათეც კი შემწყნარებელი ადამიანია, იგი უშვებს განსხვავებული იდეის თანაარსებობას, იგი თვლის, რომ იდეათა შეჯახებაში უკეთ იხსნება ჭეშმარიტება. ამჟამად კი მსოფლიოში არავითარი იდეური ბრძოლა არ მიმდინარეობს, მხოლოდ ინტერესების ბრძოლა და მუშტების ტრიალია. კომუნისტები, ფაშისტები, ფანატიკოსი „ორთოდოქსი“ მართლმადიდებლები, კათოლიკეები თუ პროტესტანტები ერთმანეთში იდეათა შესახებ კი არ კამათობენ, არამედ თავიანთ მოწინააღმდეგეს საპირისპირო ბანაკში შეაგდებენ ხოლმე და ტყვიამფრქვევებსაც უმიზნებენ.
ორთოდოქსული დოქტრინის პათოსმა, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდა ბრძოლისა და ორგანიზაციის თვალსაზრისით, გამოიწვია იდეისა და აზრის, შემეცნებისა და ინტელექტუალური კულტურისადმი ინტერესის სრული დაკარგვა; თუკი ჩვენს დღევანდელობას შუასაუკუნეებს შევადარებთ, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით - ჩვენს დროში ხომ იდეური შემოქმედების ნასახიც კი არ შეინიშნება. ამ მხრივ, ჩვენი შეუწყნარებელი ეპოქა საოცრად უნიჭოდ და მდარედ გამოიყურება, ჩამკვდარია შემოქმედებითი აზრი, რომელიც წინა ეპოქებით პარაზიტულად იკვებება. თანამედროვე ევროპის ყველა გავლენიანი მოაზროვნე, იქნება ეს მარქსი, ნიცშე თუ კირკეგორი, იმ მეცხრამეტე საუკუნის კუთვნილებას წარმოადგენს, რომლის საწინააღმდეგო რეაქციის მომსწრენიც ჩვენ ახლა ვართ. ერთადერთი სფერო, რომელშიც თავბრუდამხვევი შემოქმედებითობა შეინიშნება, ტექნიკურ აღმოჩენათა სფეროა. ჩვენი ცხოვრება სოციალურობის ნიშნითაა აღბეჭდილი და ამ სფეროში უამრავი დადებითი რამ ხდება, მაგრამ არ იქმნება არავითარი სოციალური იდეა, თუ თეორია, მსგავსი რამ მხოლოდ XIX საუკუნის კუთვნილებაა. მარქსიზმი, პრუდონიზმი, სინდიკალიზმი, თვით რასიზმიც კი _ ყველაფერი XIX საუკუნის ნაყოფია. ჩვენი საუკუნის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი უფრო რეალობისკენ არის მიდრეკილი და ააშკარავებს კიდეც ამ რეალობებს. თუმცა ახალი დროება ძველი კერპების დამხობის კვალდაკვალ ახალ კერპებსაც ქმნის.
ფანატიკოსისათვის არ არსებობს სამყაროს მრავალფეროვნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს. იგი დაუნდობლად და მტრულად არის განწყობილი ყველასა და ყველაფრისადმი, გარდა ერთისა. ფსიქოლოგიური ფანატიზმი უკავშირდება ხსნის ან დაღუპვის იდეას. სწორედ ეს იდეა იწვევს სულის ფანატიზაციას. არსებობს საერთო რამ, რაც იხსნის სულს, ყველა დანარჩენი დამღუპველია. ამიტომაც მთლიანად უნდა მიეცე ამ საერთოს და დაუნდობლად გაანადგურო სხვა დანარჩენი, მრავლობითი სამყარო, რომელიც დაღუპვას გიქადის. მრავლობით სამყაროს თანმდევ დაღუპვას უკავშირდება შიშის ის აფექტიც, რომელიც ყოველთვის იგულისხმება ფანატიზმის პირველმიზეზში.
ინკვიზიტორებს გულწრფელად სწამდათ, რომ მათ მიერ ჩადენილი სისასტიკე, წამება, კოცონზე დაწვა და სხვ. კაცთმოყვარეობის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. ისინი იბრძოდნენ სულების გადასარჩენად, მათი დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, იცავდნენ მათ იმ ერესისაგან, რომელიც მათ დაღუპვას უქადდა. უმჯობესია, ხანმოკლე სატანჯველი მიწიერ ცხოვრებაში, ვიდრე სულის სამუდამო დაღუპვა. ტორკვემადა იყო უანგარო, ყველა სიკეთისგან განდგომილი ადამიანი, იგი თავისთვის არაფერს ითხოვდა, მთლიანად თავის იდეასა და რწმენაზე იყო გადაგებული; ხალხს რომ აწამებდა, ამით თავის ღმერთს ემსახურებოდა, ყველაფერს მხოლოდ ღმერთის სადიდებლად აკეთებდა, თითქოს გულჩვილიც კი იყო, მასში არ იგრძნობოდა გაბოროტება და მტრული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ, თავისებურად „კარგი“ ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე „კეთილი“, თავგადადებული მორწმუნე და უნგარო ადამიანი იყო ძერჟინსკიც, რომელიც თურმე ახალგაზრდობაში მხურვალე კათოლიკე ყოფილა და ბერად აღკვეცაც კი სდომებია. ეს საინტერესო ფსიქოლოგიური პრობლემაა.
მორწმუნე, უანგარო, იდეური ადამიანი შეიძლება იყოს ურჯუკი, ღვთის გარეგანი, უდიდეს ბოროტებებს სჩადიოდეს. მთელი არსებით ისე მიეცეს ღმერთს, ან ღმერთის შემცვლელ რაიმე იდეას, რომ ადამიანი საერთოდ გამორიცხოს, გადააქციოს მხოლოდ ღმერთის, ან იდეის სადიდებელ, ან იდეის სარეალიზაციო საშუალებად თუ იარაღად, - ეს იგივეა, რომ იქცეს ფანატიკოსად, ანუ ღვთის გარეგან არსებად და მტარვალადაც კი. სწორედ სახარების მეშვეობით გაცხადდა, რომ არ შეიძლება ღმერთთან შენი ურთიერთობა ააგო ადამიანთან ურთიერთობის გარეშე. თუკი ფარისევლები ქრისტემ იმის გამო ამხილა, რომ შაბათს ადამიანზე მაღლა აყენებდნენ, მაშინ ყველა, ვინც რაიმე განყენებულ იდეას ადამიანზე მაღლა დააყენებს, ქრისტეს მიერ უკუგდებული შაბათის რელიგიის მიმდევარი ყოფილა. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს ეკლესიური ორთოდოქსიის, სახელმწიფობრიობისა და ნაციონალიზმის იდეა იქნება, თუ რევოლუციისა და სოციალიზმის.
ის, ვისაც მხოლოდ ერესის აღმოჩენა და მხილება თუ ერეტიკოსთა განკვეთა და დევნა აინტერესებს, უკვე დიდი ხანია მხილებულია და დაგმობილია ქრისტეს მიერ, თუმცა იგი ამას ვერ ამჩნევს. ერესისადმი პათოლოგიური სიძულვილი გამოხატავს ისეთი „იდეით“ შეპყრობილობას, რომელიც ადამიანზე მაღლა დგას. მაგრამ მსოფლიოს ყველა ორთოდოქსული დოქტრინა არაფერია თვით ყველაზე ნაკლოვან ადამიანთან ან მის ბედთან შედარებით. ადამიანი არის ღმერთის ხატი და მსგავსი. იდეათა ყოველი სისტემა კი ადამიანური აზრისა თუ უაზრობის ნაყოფია. ადამიანის ხსნა ან დაღუპვა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უჭერს იგი მხარს ამა თუ იმ სისტემას. ერთადერთი ჭეშმარიტი ერესი სიცოცხლის ერესია.
ერესთა მხილებლებსა და მდევნელებს სწორედ სიცოცხლის ერეტიკოსები წარმოადგენდნენ - ერეტიკოსები ცოცხალ ადამიანებთან თუ გულმოწყალებასა და სიყვარულთან მიმართებაში. ყველა ინკვიზიტორი ერეტიკოსი იყო, სიცოცხლის ერეტიკოსი, მათ უღალატეს ადამიანის სასიცოცხლო დოგმატს. კირილ ალექსანდრიელი უფრო დიდი სიცოცხლის ერეტიკოსი იყო, ვიდრე მის მიერ მხილებული ყველა ერეტიკოსი. ერეტიკოსთა მხილების მიღმა ყოველთვის იმალება ხელისუფლების ცოდვიანი ავხორცობა, ძალაუფლების წყურვილი.
ხსნისა და დაღუპვის ეს პათოლოგიურად აკვიატებული იდეა, რისგანაც განკურნებაა საჭირო, შეიძლება სოციალურ სფეროზეც გავრცელდეს. ამ შემთხვევაში ეს პანიკური იდეა წარმოშობს რევოლუციურ ფანატიზმს, აყალიბებს პოლიტიკურ, ინკვიზიციურ დაწესებულებებს. შეუწყნარებლობას და ინკვიზიციას მოსალოდნელი სოციალური აღსასრულის საფრთხის მოშველიებით ამართლებენ. ასე მაგალითად, კომუნისტების მიერ მოწყობილი მოსკოვური პროცესები ძალიან წააგავს კუდიანებზე ჩატარებულ პროცესებს. აქაც და იქაც ბრალდებულები აღიარებდნენ ეშმაკთან დანაშაულებრივ კავშირს. ადამიანური ფსიქიკა ხომ ნაკლებად იცვლება. არსებითად, ფანატიზმი ყოველთვის სოციალური ხასიათისაა. ღმერთის პირისპირ წარმდგარი ადამიანი ფანატიკოსი ვერ იქნება; ფანატიკოსად იგი მხოლოდ მას შემდეგ იქცევა, რაც სხვა ადამიანების წინაშე აღმოჩნდება.
ფანატიკოსს მუდმივად მტრის ხატი ესაჭიროება, მას სულ ვიღაც ჰყავს დასასჯელი. ორთოდოქსული დოგმატური ფორმულები ჩამოყალიბდა არა ღმერთთან, არამედ სხვა ადამიანებთან მიმართებაში; მათი შექმნა ერეტიკული მოსაზრებების გაჩენამ განაპირობა. ფანატიზმი ყოველთვის გულისხმობს სოციალურ ძალდატანებას; მან შეიძლება მიიღოს აუტოდაფეს ისეთი ფორმა, როგორიც იყო რუსული სტაროვერობის უკიდურეს მიმდინარეობებში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სოციალურ იძულებასთან, ოღონდ უკუნიშნით. უკიდურესი ორთოდოქსიული ფანატიზმი რელიგიაში სექტანტურ ხასიათს იძენს. რჩეულთა წრისადმი მიკუთვნებულობა და ამით მოგვრილი კმაყოფილებაა სწორედ სექტანტური გრძნობა. ფანატიზმი ნებისყოფას აწრთობს და ისეთ მებრძოლ სულს აყალიბებს, რომელიც მზადაა სხვებიც აწამოს და საკუთარი წამებაც აიტანოს. თვით ყველაზე რბილ და უწყინარ ფანატიკოსსაც კი, რომელიც თავს კაცთმოყვარედ თვლის და საზოგადოებისა თუ პიროვნების გადარჩენაზე ზრუნავს, მოეძებნება სადიზმის ელემენტი. ფანატიზმი ყოველთვის უკავშირდება მწვალებლობას. იდეოლოგიური ფანატიზმი ყოველთვის არის გააფთრებული ორთოდოქსია.
ორთოდოქსიის კატეგორია, რომელიც სავარაუდოდ ერესის საპირისპიროა, ამჟამად გამოიყენება აზროვნების ისეთ სახეობათა მიმართ, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან; მაგალითად, ავიღოთ მარქსიზმი; მაგრამ ამ კატეგორიას ხომ რელიგიური წარმომავლობა აქვს. რელიგიური წარმომავლობის მიუხედავად, იგი მაინც უფრო სოციალური მოვლენაა და გულისხმობს კოლექტივის ბატონობას პიროვნებაზე. ორთოდოქსია კოლექტივის გონებრივი ორგანიზაციაა და გულისხმობს შემეცნებისა და სინდისის ექსტერიორიზაციას. ორთოდოქსია თავს იმკვიდრებს ერესის საპირისპიროდ. ერეტიკოსი ისეთი ადამიანია, რომელიც კოლექტივის სააზროვნო სისტემის საპირისპიროდ აზროვნებს. ისინი, ვინც თავს ორთოდოქსად, სხვებზე აღმატებულად თვლიან და ერეტიკოსებს, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ამხელენ, ხშირ-ხშირად იმეორებენ, რომ ჭეშმარიტების დამცველები არიან და ჭეშმარიტება კი თავისუფლებაზე მაღლა დგას. სწორედ ეს არის ორთოდოქსების ყველაზე დიდი შეცდომა და თავის მოტყუება.
რაიმე მხსნელი იდეით ფანატიკურად შეპყრობილი ადამიანი არ შეიძლება ჭეშმარიტების მაძიებელი იყოს. ჭეშმარიტების ძიება თავისუფლებას გულისხმობს. არ არსებობს ჭეშმარიტება თავისუფლების გარეშე, ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლებას ეძლევა. თავისუფლების გარეშე მხოლოდ სარგებლიანობა და ხელისუფლების ინტერესებია და არა ჭეშმარიტება. ამა თუ იმ ორთოდოქსიის ფანატიკოსი ილტვის ძალაუფლებისაკენ და არა ჭეშმარიტებისაკენ. არ არსებობს მზა ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანი მიიღებს პასიურად; იგი არის მუდმივი მოცემულობა. იგი ზემოდან არ ვარდება. არც ჭეშმარიტების გაცხადება არ უნდა გავიგოთ გულუბრყვილოდ და რეალისტურად. ჭეშმარიტება გზაც არის და ცხოვრებაც, კერძოდ ადამიანის სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება კი თავისუფლებაა და ეს ცხოვრება წარმოუდგენელია თავისუფლების გარეშე.
ორთოდოქს-ფანატიკოსები ჭეშმარიტებას არსებითად არც კი იცნობენ, რამეთუ არ იცნობენ თავისუფლებასა და სულიერ ცხოვრებას. ორთოდოქს- ფანატიკოსები თვლიან, რომ ისინი მორჩილი ადამიანები არიან, რადგან ეკლესიურ ჭეშმარიტებას ემორჩილებიან და სხვებს პატივმოყვარეობით ამუნათებენ. მაგრამ ეს საშინელი შეცდომა და თავის მოტყუებაა. დაე, ეკლესია ჭეშმარიტების სავანეა. მაგრამ რატომ ფიქრობს ორთოდოქსი, რომ სწორედ იგი ფლობს ამ საეკლესიო ჭეშმარიტებას და სწორედ მან უწყის ამ ჭეშმარიტების შესახებ? ნუთუ მხოლოდ მას ებოძა იმის ნიჭი, რომ ერესისგან საბოლოოდ გაარჩიოს საეკლესიო ჭეშმარიტება, ნუთუ მხოლოდ ის არის რჩეული? სწორედ ეს არის პატივმოყვარეობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა და არ არსებობს ორთოდოქსიის დამცველებზე უფრო პატივმოყვარე და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ხალხი. ისინი საკუთარ თავს საეკლესიო ჭეშმარიტებასთან აიგივებენ. არსებობს ორთოდოქსული საეკლესიო ჭეშმარიტება. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ შენ, ორთოდოქსიის ფანატიკოსმა, იგი არ იცოდე და მხოლოდ მის ნამსხვრევებს იცნობდე, გამომდინარე შენი შეზღუდულობიდან, გულქვაობიდან, უტაქტობიდან, ფორმისა და კანონისადმი შენი დამოკიდებულებიდან, ნიჭისა და სიკეთის ნაკლებობისგან.
ადამიანი, რომელმაც თავს ფანატიზმამდე დაშვების ნება მისცა, ასე არასდროს იფიქრებს. იგი, რა თქმა უნდა, მზად არის აღიაროს, რომ ცოდვილია, მაგრამ არასდროს აღიარებს, რომ ცდება, რომ თავს იტყუებს, რომ თვითკმაყოფილებაშია ჩავარდნილი. ამიტომაც თავისი ცოდვილობის მიუხედავად, იგი მაინც შესაძლებლად თვლის სხვების წამებასა და დევნას. ფანატიკოსი თავს მორწმუნედ აღიქვამს. მაგრამ შესაძლებელია, რომ მის რწმენას არაფერი ჰქონდეს საერთო ჭეშმარიტებასთან. ჭეშმარიტება, პირველ რიგში, საკუთარი თავიდან გამოსვლაა, ფანატიკოსი კი ვერ გამოვა საკუთარი თავიდან. ის თავიდან გამოდის მხოლოდ სხვების მიმართ სიძულვილში, მაგრამ ეს არ არის სხვებისა თუ სხვის შესახვედრად გამოსვლა.
ფანატიკოსი ეგოცენტიკოსია. ფანატიკოსის რწმენა, იდეისადმი მისი თავდადებული და უანგარო სიყვარული მას ვერ ეხმარება ეგოცენტრიზმის დაძლევაში. ფანატიკოსის ასკეზი (ფანატიკოსები ხშირად ასკეტები არიან) სულაც არ უშლის ხელს მას საკუთარი თავით ტკბობაში, არ აბრუნებს რეალობაში. ორთოდოქსიის ნებისმიერი ფანატიკოსი თავის იდეას, თავის რწმენას საკუთარ თავთან აიგივებს. იგი თავად არის ეს იდეა, ეს ჭეშმარიტება. თავად არის ორთოდოქსია. ბოლოს და ბოლოს სწორედ ეს იქცევა ხოლმე ორთოდოქსიის ერთადერთ კრიტერიუმად.
ორთოდოქსიის ფანატიკოსი შეიძლება იყოს ავტორიტეტის პრინციპის უკიდურესი მომხრე. მაგრამ იგი ამ ავტორიტეტს უჩუმრად ყოველთვის საკუთარ თავთან აიგივებს და არასდროს ემორჩილება ისეთ ავტორიტეტს, რომელიც მას არ ეთანხმება. ავტორიტეტისადმი ახლანდელი ლტოლვა სწორედ ამგვარი ხასიათისაა. ავტორიტარულად განწყობილი ახალგაზრდობა არავითარ ავტორიტეტს არ სცნობს, იგი საკუთარ თავს მიიჩნევს ავტორიტეტის მატარებლად. ულტრამართლმადიდებლურად განწყობილი ახალგაზრდობა, რომელსაც არ უყვარს თავისუფლება და ამხელს ერესს, საკუთარ თავს თვლის მართლმადიდებლობის მატარებლად. ეს არის სწორედ მაგალითი იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და უსაფუძვლოა ავტორიტეტის იდეა. პრაქტიკაში ავტორიტეტს არასდროს შეუვიწროებია მისი ფანატიკოსი მომხრეები, იგი სხვებს, კერძოდ კი მათ მოწინააღმდეგეებს ავიწროებს და ატერორებს. არსებითად, ავტორიტეტს არცერთი ადამიანი არ დაემორჩილება, თუკი ჩათვლის, რომ ის მის ჭეშმარიტებას არ ეთანხმება. რომელიმე უკიდურესი ორთოდოქსიის, რომელიმე უკიდურესი ტოტალიტარული სისტემის აღმსარებლობა ყოველთვის მიანიშნებს იმ სურვილზე, რასაც რჩეულთა წრისადმი და ჭეშმარიტი სწავლების მატარებლებისადმი კუთვნილება ჰქვია. ეს სასიამოვნოდ ელამუნება ადამიანის თავმოყვარეობასა და პატივმოყვარეობას. ამასთან შედარებით თავისუფლებისმოყვარეობა თავმდაბლობას ნიშნავს.
იმაზე სასიამოვნო რაა, როცა თვლი, რომ მხოლოდ შენ ერთადერთმა უწყი, თუ რა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, ან ჭეშმარიტი მარქსიზმ-ლენინიზმი (აქაც ზუსტად იმავე ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე). რობესპიერს უანგაროდ უყვარდა რესპუბლიკური ზნეობა, ყველაზე ზნეობრივი ადამიანი იყო რევოლუციურ საფრანგეთში და საერთოდაც. იგი თავს აიგივებდა რესპუბლიკურ ზნეობასთან, რევოლუციის იდეასთან. იგი იყო დასრულებული ეგოცენტრიკოსის ტიპი. ზნეობრიობით ასეთი გატაცება, მასთან თავის გაიგივება იყო სწორედ ზიზღისმომგვრელი. უზნეო დანტონი მასთან შედარებით ათასჯერ უფრო უკეთესი და ადამიანური ჩანდა.
რომელიმე იდეის, რომელიმე სწავლების ფანატიკოსი მიმდევრის ეგოცენტრიზმი მჟღავნდება იმაში, რომ იგი ვერ ხედავს ადამიანურ პიროვნებას, უყურადღებოა პირადი ადამიანური გზისადმი, ვერავითარ ურთიერთობას ვერ ამყარებს პიროვნებებთან, ცოცხალ, კონკრეტულ ადამიანურ სამყაროსთან. ფანატიკოსმა იცის მხოლოდ იდეა, მაგრამ არ იცის ადამიანი და ეს მაშინაც, როიცა იბრძვის ადამიანის იდეისათვის. ამავე დროს იგი ვერც თავისი იდეისაგან განსხვავებული იდეის სამყაროს აღიქვამს, არ შეუძლია მასთან ურთიერთობა. ჩვეულებრივად არაფერი ესმის და არც შეუძლია, ესმოდეს; სწორედ ეგოცენტრიზმი ართმევს მას გაგების უნარს. მას სულაც არ უნდა რაიმე ჭეშმარიტებაში ვინმეს დარწმუნება, მას ჭეშმარიტება არ აინტერესებს. ჭეშმარიტებისადმი ინტერესი ხომ მას ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანს. ეგოცენტრიზმი იგივე არ არის, რაც ეგოიზმი.
ეგოისტს ცხოვრებისეული თვალსაზრისით მაინც შეუძლია საკუთარი თავიდან გამოსვლა, სხვებისათვის ყურადღების მიქცევა, უცხო იდეათა სამყაროთი დაინტერესება. უანგარო, ასკეტური, რომელიმე იდეისათვის თავდადებულ ფანატიკოს-ეგოცენტრიკოსს კი ეს არ შეუძლია, იდეა მუდმივად მისი ყურადღების ცენტრში ყოფნას ითხოვს. ჩვენი არეული დროისათვის დამახასათებელია არა მარტო ფანატიზმის აფეთქებები, არამედ მისი სტილიზაციაც. თანამედროვე ადამიანი აღარაა ასეთი ფანატიკური და ასე მიჯაჭვული თავის ორთოდოქსულ სწავლებაზე, როგორიც შეიძლება გვეჩვენებოდეს. მას უნდა, რომ ფანატიკოსი ეგონოთ, მიმართავს ფანატიზმის იმიტაციას, წარმოთქვამს ფანატიკოსთა სიტყვებს, ხმარობს ფანატიკოსთა ჟესტებს. თუმცა ძალიან ხშირად ამით მხოლოდ შინაგან სიცარიელეს ნიღბავს. ფანატიზმის იმიტაცია და სტილიზაცია ამ სიცარიელის შევსების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა. ეს ნიშნავს შემოქმედებით უძლურებასაც, აზროვნების უუნარობასაც. ის, ვინც პრეტენზიას ორთოდოქსული ჭეშმარიტების ცოდნაზე აცხადებს, აზრთა ნაკლოვანებას განიცდის. ფიქრის, შემეცნების სიყვარული კრიტიკისა და დიალოგური განვითარების სიყვარულსაც გულისხმობს, თანაც მარტო საკუთარი კი არა, სხვისი აზრის მიმართ.
ფანატიკური შეუწყნარებლობის საპირისპირო კატეგორიად შემწყნარებლობა მიიჩნევა. თუმცა შემწყნარებლობა რთული ფენომენია. შემწყნარებლობა შეიძლება იყოს შედეგი ჭეშმარიტების მიმართ განურჩევლობისა, გულგრილობისა, კეთილისა და ბოროტის განუსხვავებლობისა. ესაა ნელ-თბილი, ლიბერალური შემწყნარებლობა და იგი ფანატიზმის საპირწონედ ვერ გამოდგება. დასაშვებია თავისუფლებისა და ჭეშმარიტებისადმი გულმხურვალე სიყვარული, იდეის გულმხურვალე მხარდაჭერა, ოღონდ -- ადამიანისადმი და ადამიანური გზისადმი, ჭეშმარიტების ადამიანური ძიებებისადმი უზარმაზარი ყურადღების ნიშნით. თავისუფლება უნდა გესმოდეს, როგორც თავად ჭეშმარიტების განუყოფელი ნაწილი; ადამიანი ყველაფერს არ უნდა ითმენდეს. სულაც არ უნდა უდგებოდეს შემწყნარებლურად თანამედროვე შეუწყნარებლობას, ფანატიზმს, პირიქით სწორედაც რომ შეუწყნარებელი უნდა იყოს. არც თავისუფლების მტრებს უნდა მისცეს განუსაზღვრელი თავისუფლება. უფრო მეტიც, საჭიროა რეალური თავისუფლების დიქტატურა. ყველა თანამედროვე დიქტატურა კი, გამოვლენის ფორმის მიუხედავად, ეყრდნობა იმგვარ სულიერ ფუნდამენტს, რომელიც მძიმე სულიერი დაავადების ნიშნებს ავლენს და ამიტომაც სულიერი მკურნალობის კურსს საჭიროებს.
თარგმნა შორენა შამანაძემ

Комментариев нет:
Отправить комментарий