ID ბარათების თემა აქტუალობას არ კარგავს. ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მალხაზ ყიფიანი. “ამბიონი” მამა მალხაზს აღნიშნულ შეხვედრასა და საზოგადოებაში აიდი ბარათების თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა.
მღვდელი მალხაზ ყიფიანი: “ID ბარათებთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ერთ-ერთ აქტუალურ საზოგადო განხილვის საგნად აღიქმებოდა მორწმუნე საზოგადოებაში, თუმცა სხვა პრობლემების შესაბამისად, მორწმუნე ადამიანთა მიერ გამოთქმული სამართლიანი გულისწყრომა ამ ბარათების იძულებით დარიგებასთან დაკავშირებით რჩებოდა და სამწუხაროდ, ჯერჯერობით დღესაც რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.”
მამა მალხაზ, რა საკითხები განიხილეთ იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრისას მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა?
ამ შეხვედრაზე როგორც ამ საკითხით დაინტერესებული ერთ-ერთი სასულიერო პირი და არა როგორც საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად “მართლმადიდებელთა კრებულის” წარმომადგენლებმა მიმიწვიეს, რადგან ჩვენი შეხედულებები აიდი ბარათთან დაკავშირებით ერთსულოვანია.
ვფიქრობ, რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს ჩვენს რელიგიურ თავისუფლებას, გვართმევს უფლებას, დაბრკოლების გარეშე ვიქადაგოთ სარწმუნოება და ამ ე.წ. “ელექტრონული მაბეზღარას,” ან კიდევ “ელექტრონული ჯაშუშის” სახით, რომელიც მუდმივად ჯიბეში უნდა გვედოს, ჩვენსა და ღმერთს შორის ჩნდება ე.წ. “მესამე თვალი”, რაც ჩემს, როგორც ქრისტიანის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს და აუქმებს ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებას – პიროვნულ თავისუფლებას.
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას ძირითადად ვისაუბრეთ აიდი ბარათებზე და გაკვრით შევეხეთ მოქალაქის ეროვნულ პასპორტსაც. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ამ ტიპის ბარათებისა თუ მოწმობების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.
აღნიშნული შეხვედრა ორიენტირებული იყო არა შედეგებზე, არამედ უფრო გაცნობითი ხასიათის გახლდათ. მინისტრის მხრიდან იგრძნობოდა ინტერესი ამ პრობლემატური საკითხის ირგვლივ შექმნილი საჯარო ფართო ინტერესის გამო. ვფიქრობ, ეს შეხვედრა პოზოტიური იყო და მისი შემდგომი გაგრძელება, საბოლოო ჯამში, მართლმადიდებელ ადამიანთა უფლებების გათვალისწინება ბევრად იქნება დამოკიდებული მორწმუნე ადამიანთა სამოქალაქო აქტიურობაზე.
რატომ არსებობს სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა აიდი ბარათებთან დაკავშირებით?
დღეს არავისთვის უცხო არ არის ის პრობლემა, რომ სხვადასხვა სასულიერო წრეებში სხვადასხვაგვარად აღიქმება აიდიზაცია, ზოგისთვის საფრთხის შემცველია, ზოგს არაფრად მიაჩნია და ამბობს: არაფერია, ცხოვრებას ნუ გაირთულებ, ჯერ საშიში არაფერია. “ნუ შეგვეშინდება მათი, ვინც ქირქილით გვეტყვის,” – ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი, “ნუთუ შენ ერთი ამბობ სიმართლეს და სხვა ყველა შემცდარია?” წმიდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი კი ასეთ დაუფიქრებელ მსჯელობას არაფრის მთქმელს უწოდებს და ამბობს, “რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი მცირე კუნძულივით იქნება სიცრუისა და უზნეობის ოკეანეში, მაგრამ “ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი (ლუკა 12,32).”
რამდენად აქტუალურია დღეს საზოგადოებაში აიდი ბარათების თემა?
ალბათ, არ არსებობს დღე, როდესაც ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანები არ გვირეკავდნენ, არ გვეკითხებოდნენ ამ გადაულახავ პრობლემურ საკითხზე. ზოგს სასწავლებელში ჩაბარება სურს და რადგან არ უნდა ამ ტიპის ბარათის აღება, ვერ წყვეტს, როგორ მოიქცეს. ზოგს სამედიცინო დაზღვევა ესაჭიროება, ზოგს პენსიის ან ხელფასის აღებისათვის მაინცდამაინც ამ ბარათის აღებას აიძულებენ. გამოდის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსგან გარიყულები არიან, სამოქალაქო უფლებები ჩამორთმეული აქვთ, რადგან გამომდინარე თავიანთი რელიგიური მოსაზრებებიდან, ითხოვენ ალტერნატიულ საშუალებებს, რომ აიღონ და გამოიყენონ ჩვეულებრივი, ძველი პირადობები და თავი იგრძნონ ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.
რა როლი აკისრიათ დღეს ადამიანებს?
მრევლი, პირველ რიგში, უნდა მიეჩვიოს სწორ ეკლესიურ ცხოვრებას, აღსარების თქმას, ზიარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს სახარების კითხვასა და გულწრფელ ლოცვას, რადგან ლოცვა – ეს არის საშუალება ღმერთთან სიახლოვისა. მორწმუნე ადამიანი უფალთან საუბრისას ძლიერდება და მტკიცდება რწმენაში, იწმინდება და ნათელი ხდება გონება, სული და გული, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა სწორი არჩევანის გაკეთებისა, რამეთუ გულწრფელი ლოცვის მადლით ქრისტიანებს უდიდესი ძალა აქვთ მინიჭებული და ჩვენ ვსასოებთ ღმერთს, რომ ასეთ შემთხვევაში ქრისტიანები არათუ პანიკასა და უიმედობას მიეცემიან, არამედ სწორი ანალიზისა და განსჯის საფუძველზე ღვთაებრივ ნებასა და აზრს დაემორჩილებიან, რომელიც ჩვენთვის სახარებიდანაა ცნობილი.
როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს, “უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან, ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ”.”
თეონა ნოზაძე.
http://www.ambioni.ge/id-barati-adamianis-pirovnul-tavisuflebas-zrudavs
***
ID ბარათი ახალი სერვისი თუ ადამიანის ტოტალური კონტროლი?!
http://www.kvirispalitra.ge/public/8870-id-barathi-akhali-servisi-thu-adamianis-totaluri-kontroli.html?add=1&start=15
***
რა არის ID ბარათი?!
http://www.kvirispalitra.ge/public/8911-ra-aris-id-barathi.html
***
რატომ აცხადებენ ID ბარათებზე უარს ევროპის ქვეყნები?
http://www.ambioni.ge/ratom-acxadebben-id-baratebze-uars-evropis-qveynebi
***
დგება დრო მივიღოთ, ან უარვყოთ.
http://www.bolojamze.ge/eklesia.htm

Комментариев нет:
Отправить комментарий