ღმერთი

ღმერთი

пятница, 19 апреля 2013 г.

15. რატომ ვაქცევ მე ყურადღებას ........

რატომ ვაქცევ მე ყურადღებას ევრაზიის კავშირისა და ოსმალეთის იმპერიის  მოსალოდნელ შექმნას , (რაზეც ბევრს საუბრობენ რუსულ საიტებზე.) იმიტომ, რომ ორივე კავშირი ჰგავს  აპოკალიფსის მერვე მხეცს.

მაგრამ თუ ეს ორივე გაერთიანდება მაშინ ზუსტად მერვე მხეცს მივიღებთ.

რადგან, არა მგონია ევრაზიის კავშირმა პირველობა დაუთმოს ცალკე ოსმალეთის იმპერიას, ან ოსმალეთის იმპერიამ მის გარეშე პირველობა დაუთმოს ევრაზიის კავშირს.

ბოლო იმპერია იოანეს რომ ეხილა ასე; სამი მხეცი ერთად დგას და ისე განაგებს მსოფლიოს , მაშინ ვიფიქრებდი, რომ სამი დამოუკიდებელი იმპერიის კავშირი მართავს მსოფლიოს, მაგრამ იოანეს ხილული მხეცს აქვს ერთი სხეული სამი მხეცის ნიშნით.

?

როგორ უნდა მოხდეს ასეთი განსხვავებული მხარეების შესისხორცებული, ერთ სხეულად გაერთიანება?

ცალკე ოსმალეთის იმპერია რომ შეიქმნას მასში(საბერძნეთი რომც მოექცეს) ავაზას არ ექნება გავლენიანი პოზიცია. თუ, მაგ. რუსეთის სახელმწიფო სანახევროდ გამუსულმანდება და თავად კი ათეიზმს გამოაცხადებს(ათეიზმის გამოცხადება იქნება  ნიშნის მიღება, ხოლო მუსულმანური მხარისთვის ნიშნის მიღებას ალბათ ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება)მას პირველობას(მსოფლიო პირველობას ვამბობ) მუსულმანური(აზიური ქვეყნები) მხარე არ დაუთმობს.

ბოლო იმპერიაში ავაზა ძალიან გავლენიანი მხარე იქნება (ჩემი აზრით) რადგან სწორედ ის იქნება მხარე ამ კავშირში რომელიც ისევე გასწირავს ქრისტიანებს როგორც სსრკმ ანუ ისევ ქრისტიანული ქვეყანა გადაიქცა ქრისტიანებისთვის მუსულმანებზე უარეს მტრად.

მაგრამ ვთქვათ ისიც, მე მომავალში ათეისტური სსრკს მსგავსი იმპერიის შექმნის უფრო მჯერა, ვიდრე როდესმე ისლამური სამყარო ღვთისმგომელ იმპერიას შექმნის.

ისლამური ქვეყნები როგორ გახდებიან ღვთისმგმობელები.

ანუ, მოსალოდნელია თუ არა რომ ტერიტორიული მდებარეობა ბოლო იმპერიას აბსოლუტურად სხვაგან ჰქონდეს? რადგან პირველმა ლომმა და დათვმა ტერიტორიები გაიფართოვეს(  ყოფილი მუსულმანური იმპერიების ტერიტორიებს ვგულისხმობ)და ყოფილი ავაზა მოვიდა სსრკს სახით ანუ სულ სხვა ტერიტორიაზე. (მე რათქმაუნდა ჩემეულ მოსაზრებას ვწერ). მერვე მხეცის ტერიტორიული ადგილმდებარეობაც განსხვავებული იქნება?, მაგრამ, მაინც მგონია რომ ის აზიის გარეშე არ იქნება. სადაც ისტორია დაიწყო იქ დასრულდება. სადაც თავია ბოლოც იქ არის. სადაც პირია კუდიც იქ იქნება.

უბრალოდ ვარაუდები......

Комментариев нет:

Отправить комментарий