მართმადიდებლური გარდამოცემის შესახებ.
ბერი პაისი.
“იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე”
– წმიდა მამაო, ხშირად გვესმის “ეკლესიის განახლების” შესახებ, თითქოსდა ეკლესია მართლაც დაბერდა და მას განახლება ესაჭიროება...
– დაბერდა? ასე ნამდვილად არ არის! თვით ისინიც კი, ვინც ღვთისმოსავი არ არის, მაგრამ ცოტაოდენი აზროვნების უნარი აქვს, ახალი, თანამედროვე ნაკეთობებით არ ინტერესდებიან და ძველს ეძებენ. მაგალითად, ახლადდაწერილ ხატებს ეს ადამიანიები ხელს არ მოკიდებენ, მათ ძველი ხატების ღირსება ესმით. თუკი უბრალო წამოსახვის მქონე ადამიანები ასე იქცევიან, მაშინ ღვთისმოსავებზე რაღა ითქმის?! ამ შედარებიდან აშკარაა, თუ რამდენად მცდარია „ეკლესიის განახლების“ და მსგავსი საგნების შესახებ საუბარი. თუ დღეს ადამიანი ცდილობს, რამენაირად გარდამოცემა დაიცვას – შეინახოს მარხვა, დღესასწაულებზე არ იმუშაოს, იყოს ღვთისმოსავი, მაშინ ზოგიერთი იტყვის: „ის რა, მთვარიდან ჩამოვიდა? ეს ყველაფერი ხომ წარსულის გადმონაშთებია! დღეს ისინი მოძველდა!“ თუ მათ გონზე მოყვანას შეეცდები, გიპასუხებენ: „შენ რომელ დროში ცხოვრობ? ყოველივე ამან თავის დრო მოჭამა!“ თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ ეკლესიის გარდამოცემას, როგორც ზღაპარს ისე უყურებენ. წმ. წერილი კი რას ამბობს: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“. თუ ადამიანს გარდამოცემის შესრულება არ სურს, მაშინ ეს მაინც უნდა თქვას „ვცოდე ღმერთო!“ მაშინ ღმერთი შეიწყალებს ამ ადამიანს , მაგრამ დღეს , როდესაც ადამიანს რაღაც სისუსტე აქვს, იგი ცდილობს, თავისი ახლობელიც ამ სისუსტისაკენ მიიზიდოს, რადგან, როდესაც მოყვასი იმავე სისუსტეს მოკლებულია, ეს ამხელს ცოდვილს. აიღე ეშმაკეული და იგი სულიერ გარემოში მოათავსე, ნახავ, რომ იგი ისე აცქმუტდება, თითქოს ეკლებზე იჯდეს. ეს იმიტომ, რომ სულიერი გარემო აღაშფოთებს მას. ასევე არიან ისინი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ – სხვათა სწორი ცხოვრება აღაშფოთებს და ამხელს მათ. ისინი ცდილობენ საკუთარი სინდისის ხმა ჩაახშონ და გადმონაშთების შესახებ ამ სუსლელეებს სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ. თვით მარადიულ ღირებულებებსაც კი მოძველებულად თვლიან და ცდილობენ, ისინი ყოველგვარი უწესობით შეცვალონ. ქვეყანაზე უდიდესი გახრწნილებაა გამეფებული! სულიერი სილამაზე სიმახინჯედაა მიჩნეული, ანუ ერის ადამიანებისათვის ეს სულიერი სილამაზე ერულად ულამაზოდ ითვლება.
შეხედე, დღეს ეკლესიას ებრძვიან, მის დანგრევას ცდილობენ! კარგი, დავუშვათ, რომ ადამიანებს სარწმუნოება არა აქვთ. დავუშვათ, ისინი სხვებს უღმერთობას ასწავლიან, მაგრამ როგორ შეუძლიათ მათ, არ დაინახონ ის სიკეთე, რომელსაც ეკლესია ხალხს აძლევს. როგორ კადრულობენ, მის წინააღმდეგ რომ ილაშქრებენ? ამაში უდიდესი ბოროტებაა. მაგალითად, როგორ შეუძლიათ, არ აღიარონ, რომ ეკლესია ზრუნავს ბავშვებზე, ეხმარება მათ იმაში, კეთილი ადამიანები გახდნენ და არა ავაზაკები. ისინი კი ბავშვებს ბოროტებისკენ უბიძგებენ, ხელს უხსნიან მათ, ვინც ბავშვებს ხრწნის. მაგრამ რას ასწავლის ახალგაზრდებს ეკლესია? რომ იყვნენ გონიერნი, პატივი სცენ უფროსებს, წმიდად დაიცვან თავი და საზოგადოებში ნამდვილი ადამიანებივით იქცეოდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის დანგრევას ცდილობენ, ყველაფერი კვლავ თავის ადგილს დაიკავებს. რუსეთში, ჯერ კიდევ უღმერთობის ხანაში, ერთი მოხუცი ქალი მოვიდა ეკლესიაში, იგი მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალი. ახალგაზრდობის მიუხედავად იგი უკვე ცნობილი მეცნიერ–მუშაკი იყო. როდესაც დაინახა, როგორც ლოცულობდა მოხუცი, მან თქვა: ეს დიდი ხნის გარდასული დროის ამბავია“. მაშინ მოხუცმა ქალმა მიუგო: „აი სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვლოცულობ და ვტირი, ტირილი შენ მოგიწევს. თქვენი დრო, შვილო მიდის და მოდის, ახლა არის და ხვალ დავიწყებას მიეცემა, ხოლო ქრისტიანობა არასოდეს დაძველდება“.

Комментариев нет:
Отправить комментарий