სხვა სათნოებათა ქმნა ყოველთვის როდია ჩვენს ხელში. მაგალითად, ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მისვლა განიზრახეთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ან ეკლესია ვერსად ნახოთ თქვენს მახლობლად, ან მსახურება უკვე დამთავრებული იყოს. ვთქვათ, განიზრახეთ გლახაკთა შეწევნა. ირგვლივ, შესაძლოა ვერავინ ნახოთ ასეთი, ანდა მისაცემი არაფერი გქონდეთ. იქნებ ქალწულების დამარხვა (დაცვა) გსურდეს, მაგრამ ვერც ეს სურვილი შეისრულო, პირადი აგებულების ან მტრის მზაკვარებათა გამო, რომელთა წინა აღდგომა, ადამიანური უძლურების გადამკიდე, ყოველთვის არ ძალგიძს. სხვა რომელიმე სათნოების ქმნაც შეიძლება გეწადოს ქრისტესთვის, მაგრამ ან ძალა არ გეყოს, ან საჭირო გარემოება არ მოგეცეს. ლოცვას კი არც ერთი ეს წინააღმდეგობა არ ელის. ლოცვა ყველასათვის და ყოველთვის შესაძლებელია – მდიდრისა და გლახაკის, აზნაურისა და უაზნოს, ძლიერისა და უძლურის, ჯანმრთელისა და ავადმყოფის, მართლისა და ცოდვილისათვის.
წმ. სერაფიმე საროველი
წმ. სერაფიმე საროველი
Комментариев нет:
Отправить комментарий