ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 января 2014 г.

როგორ მოახდევინეს გამოფენის დახურვისათვის საგამოფენო დარბაზის დირექტორს ბოდიში, სადაც უნიტაზზე წმინდა სახარება იყო დადებული.

09 იანვარი, 2014.

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ პირველ (627) ნომერში აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას სათაურით „რომელი ქვეყანა და რამდენი მილიონით აფინანსებს ილია მეორის დისკრედიტაციის კაპმანიას?“.

სტატიაში თეოლოგი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ნაცვლიშვილი გამოცემას იმ ფაქტებს აწვდის, რომელიც საქართველოში მართმადიდებელთა უფლებების დარღვევას ეხება. ბატონ ლაშას მიერ დაფიქსირებული ფაქტები შევარდნაძის პერიოდსაც ეხება, მაგრამ სტატიის ავტორი მხოლოდ იმას აქვეყნებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ფაქტების უმეტესობა დღემდე არსად გახმაურებულა და გამოცემამ ის ექსკლუზიურად შემოგვთავაზა.

„2005 წლის 31 მარტს ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ გაიხსნა მხატვართა ერთი ჯგუფის გამოფენა, სახელწოდებით „სადილი ყველას“. საგამოფენო დარბაზში იდგა უნიტაზი, რომელზეც იდო წმინდა სახარება. აღშფოთებულმა ხალხმა გამოფენის ავტორებისგან მოითხოვა ამ ფაქტის განმარტება. ერთ-ერთმა ავტორმაც განმარტა: დაჯდა უნიტაზზე აიღო სახარება, იქიდან ამოხია ფურცლები, დაღეჭა ეს ფურცლები და გადმოაფურთხა. ხალხმა გინება დაუწყო ამ ავტორს, უნდა ეცემათ კიდეც გამოფენის ყველა ავტორი და ახიც იქნებოდა, მაგრამ ისინი დაცვამ გააპარა. ამის შემდეგ გამოფენა, რომელიც 5 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, დაიხურა, მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება. გამოფენის ავტორებმა სახალხო დამცველის ოფისს მიაკითხეს და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვეს. ამის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები „ქარვასლის“ დირექტორს ეწვივნენ და შავი დღე აყარეს: გამოფენის დახურვა როგორ გაბედე, გამოფენის ავტორებს კოსტიტუციურად აქვთ მინიჭებული უფლება, სადაც ნათქვამია, რომ შემოქმედებით საქმიანობაში ცენზურა დაუშვებელიაო. მოკლედ, „ქარვასლას“ დირექტორს ცენზორობა დააბრალეს და ლამის ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, ვიღაც გარეწრებს წმინდა სახარების წაბილწვის ხუთდღიანი ნება რომ არ მისცა. ძალიან მაინტერესებს, ამ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმდადიდებელთა უფლებების შესახებ არაფერი წერია? თუ ის თავი, სადაც საქართველოს მოქალაქეთა უფლებების გარანტიებზეა საუბარი, მართლმადიდებლების გარდა, ყველას ეხება ამ ქვეყანაში?“, - წერს ჟურნალისტი.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


http://reportiori.ge/?menuid=3&id=12335


Комментариев нет:

Отправить комментарий