ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება

მუხრან მაჭავარიანი

შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება —
ყოველდრე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული…
ვაჟი –
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,–
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე,–
ის როცა ფიქრობს, –
შენ ხარ ხოლმე მისი ფიქრი.
ღიმილი შენი
არ გეგონოს შენ მარტო შენი.
ცრემლსაც ნუ ჩასთვლი
ნურასოდეს
შენ მარტო შენად.
ღმერთმა ნუ ჰქნას და…
შენ რომ იყო გადასარჩენი,–
თავს არ დაზოგავს
ის ვაჟი შენს გადასარჩენად
შენ რომ ქუჩაში ვაჟი გხვდება
ყოველდღე თითქმის;
ხან მოწყენილი,
ხან მხიარული…
ვაჟი
სიმაღლით
შენზე ერთი მტკაველით დიდი,
მძიმე ნაბიჯით მოსიარულე, –
შენი ერთგული კაცია იგი!






Комментариев нет:

Отправить комментарий