1. და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა უძლურება.
2. ხოლო თორმეტი მოციქულის სახელები ესენია: პირველი - სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი; იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი;
3. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მეზვერე, იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოსი.
4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5. ეს თორმეტი გაგზავნა იესომ და ამცნო მათ და უთხრა: წარმართთა გზაზე ნუ წახვალთ და სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვალთ;
6. არამედ მიდით უპირატესად ისრაელის სახლის წარწყმედილ ცხვრებთან.
7. ხოლო როცა მიხვალთ, უქადაგეთ და უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველი ცათა.
8. უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.
9. ნუ გექნებათ ოქრო, ნურც ვერცხლი, ნურც რვალი თქვენ სარტყელებში,
10. ნურც აბგა გზაზე, ნურც ორი პერანგი, ნურც ხამლი, ნურც კვერთხი, რადგან ღირსია მუშაკი თავისი საზრდოსი.
11. რომელ ქალაქშიც და სოფელშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის მასში ღირსი და იქ გაჩერდით, სანამ გამოხვალთ.
12. ხოლო როცა შეხვალთ სახლში, მოიკითხეთ იგი და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13. და თუ იქნება ის სახლი ღირსი, მივა თქვენი მშვიდობა მასზე; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე მოგიბრუნდებათ.
14. და თუ არავინ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენს სიტყვებს, როცა გამოხვალთ, დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან.
15. ამინ გეუბნებით თქვენ, უფრო შვება ექნება სოდომისა და გომორის ქვეყანას განკითხვის დღეს, ვირე იმ ქალაქს.
16. აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის; ამიტომ იყავით გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17. უფრთხილდით ადამიანებს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ;
18. და მთავართა და მეფეთა წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19. და როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ან რა თქვათ, რადგან მოგეცემათ თქვენ იმ დროს, რა თქვათ.
20. რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სული თქვენი მამისა, რომელიც იმეტყველებს თქვენში.
21. რადგან გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა - შვილს; და აღდგებიან შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.
22. და იქნებით მოძულებულნი ყველასაგან ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
23. როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში. რადგან, ამინ გეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე მოვა ძე კაცისა.
24. არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე მეტი, არც მონა - თავის ბატონზე მეტი.
25. საკმარისია მოწაფისათვის, რომ იყოს, როგორც თავისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც თავისი ბატონი. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, რამდენად უფრო - მის სახლეულს?
26. ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, და არც საიდუმლო, რომელიც ცნობილი არ გახდება.
27. რასაც გეუბნებით თქვენ ბნელში, თქვით ნათელში, და რასაც ყურით ისმენთ, იქადაგეთ ერდოებზე.
28. და ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც კლავენ სხეულს, ხოლო სულის მოკვლა არ შეუძლიათ; არამედ გეშინოდეთ უფრო იმისი, ვისაც შეუძლია სულიც და სხეულიც წარწყმიდოს გეენაში.
29. განა ორი ჩიტი ასარად არ იყიდება? და ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე თქვენი მამის გარეშე.
30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია.
31. ნუ გეშინიათ, რადგან მრავალ ჩიტზე უმჯობესნი ხართ თქვენ.
32. ყველას, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე.
33. ხოლო ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეცათა მამის წინაშე.
34. ნუ გგონიათ, რომ მოვედი მშვიდობის მოსაფენად ქვეყანაზე. მოვედი არა მშვიდობის მოსაფენად, არამედ - მახვილისა.
35. რადგან მოვედი გასაყოფად კაცისა თავისი მამისაგან და ასულისა - თავისი დედისაგან და რძლისა - თავისი დედამთილისაგან.
36. და მტერი კაცისა იქნება მისი სახლეული.
37. ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი.
38. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი ღირსი.
39. ვინც მოიპოვებს თავის სულს, წარწყმედს მას; და ვინც წარწყმედს თავის სულს ჩემ გამო, იპოვის მას.
40. ვინც შეგიწყნარებთ თქვენ, მე შემიწყნარებს; და ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
41. ვინც შეიწყნარებს წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც შეიწყნარებს მართალს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.
42. და ვინც დაალევინებს ერთ ამ მცირეთაგანს ერთ სასმისს ცივ წყალს მოწაფის სახელით, ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.

Комментариев нет:
Отправить комментарий