ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

"ჩემი ნება რომ იყოს, ხალხის გამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი"

რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა? 17 იანვარს ''ნაციონალური მოძრაობის'' მთავარ ოფისში გამართლი შეხვედრის დეტალებს გაზეთი ''ქრონიკა'' აქვეყნებს.

''სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ცხადია, თავიანი „დიდი გურუს“ სიტყვები ეჭვმიუტანლად მიიღეს მისი გუნდის წევრებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, გოგა ხაჩიძემ, დავით დარჩიაშვილმა, გივი თარგამაძემ, სერგო რატიანმა, გიგი უგულავამ, აკო მინაშვილმა, გოკა გაბაშვილმა და სხვებმა. სწორედ ბოკერიასა და მის ამ გუნდს დაუპირისპირდა „ნაციონალთა“ ერთი ნაწილი, კერძოდ, ზურაბ მელიქიშვილი, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, გიორგი თევდორაძე, ცეზარ ჩოჩელი, ბადრი ბასიშვილი და კიდევ რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსი, რომლებიც გიგა ბოკერიასა და ლიბერტარიანელთა იდეებისთვის თავის შეწირვას არ აპირებენ და თავის გადარჩენის გზებს მათ გარეშე ეძებენ. ბოკერიას გაახსენეს ქართული ეკლესიისა და კათალისკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გამართული მრავალრაუნდიანი ბრძოლა და მიუთითეს, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ეკლესიასთან ამგვარი გავეშებული ბრძოლა ნებისმიერ პარტიას, საბოლოოდ, დამარცხებამდე მიიყვანდა. ბოკერიამ ამ ხალხს სულ ფარისევლები უძახა: მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდით და საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთანო. ბოკერიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენა თანაპარტიელებს, ეკლესიასა და პატრიარქს შეფარულად მხარი რომ არ დაეჭირათ ბიძინა ივანიშვილისთვის, არჩევნები სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა, ხალხის დიდ ნაწილს სასულიერო პირებმა უბიძგეს ივანიშვილის მხარდასაჭერად და ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომათაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდიო...

გიგა ბოკერიამ „ნაციონალთა“ ამ ვითომ კონსერვატიულ ფრთას შეახსენა, რომ ეკლესიასთან ბრძოლის, ქართული ტრადიციების, ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი დასავლური ღირებულებების საქართველოში იმპორტის შედეგად, ქვეყანაში მილიარდები შემოდიოდა და ამ ფულით, ვინც დღეს მებრძვით, იმათაც კარგად იხეირეთ, მილიონრები გახდით ყველანიო. გიგა ბოკერიას ამის შემდეგ, დაახლოებით ოცამდე დუპატატმა წამოაძახა, რომ საკუთარი ბიზნესიდან, ბოკერიას არაერთ უცნაურ ახირებას უფინანსებდნენ, მათ შორის, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების აქტივობებს, ასევე, მისი მეუღლის კუთვნილ ჟურნალსა და ტელევიზია „ტაბულაში“, თურმე ათეულ ათასობით ისეთი რეკლამა მიჰქონდათ, რომელიც მათ ბიზნესს არაფერში სჭირდებოდა. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ „ტაბულა“ ფინანსურად უზრუნველეყოთ. ამ ლაპარაკში გაირკვა, რომ „ტაბულას“ დაფინანსების 70% დავით კეზერაშვილს ჰქონდა აღებული თავის თავზე, დანარჩენს კი „ნაცდეპუტატების“ ბიზნესი აფინანსებდა. ბოკერიას ისიც შეახსენეს, რომ ამჟამად მის ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილია „ნაცმოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი და ის პარტია შორს ვერ წავა, რომლის იდეოლოგიასაც მისი ლიდერების ცოლები განსაზღვრავენ. პირდაპირ ისიც უთხრეს, რომ „ნაცმოძრაობას“, სულ მცირე, რამდენიმე წელიწადი ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია. ამის დასტურად ამერიკაში მიშა სააკაშვილის უნაყოფო ვიზიტი დაასახელეს, როცა მიშას შეხვედრაზე უარი განუცხადეს რიგითმა ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. არადა, ეს ხალხი, ცოტა ხნის წინ, სააკაშვილთან შეხვედრას დიდ პატივად თვლიდა და თბილისშიც მისი მოწვევით, არაერთხელ არიან ნამყოფი. ბოკერიას ისიც უთხრეს, რომ ევროპარლამენტის ის დეპუტატები, ადრე „ნაცმოძრაობის“ პარტნიორებად რომ ითვლებოდნენ და ბევრ მათგანს თბილისში, „ნაციონალი“ დეპუტატების სახლებშიც კი უცხოვრია, ლამის იყო და, ერთი თეფშიდან ჭამდნენ, ამ ქართველი დეპუტატების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ. მოკლედ, გიგა ბოკერიას „ბუნტოვშჩიკებმა“ დაუმტკიცეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ დასავლეთის ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა, შესაბამისად, მათ აღარც ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ და ადგილობრივ არჩევნებში სრული კრახი ელოდებათ... გიგა ბოკერიამ ამდენი არგუმენტის მოსმენა აღარ ისურვა და პირდაპირ დააყენა საკითხი: ვისაც პარტიის დატოვება გინდათ, დღესვე დატოვეთ „ნაცმოძრაობა“, არადა გაგრიცხავთ პატიიიდანო. ცხადია, მოწინააღმდეგეებმა შეუტიეს ბოკერიას: სულ ფეხებზე გვკიდია „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მაინც, პარტიიდან შენი მიღებულები გარიცხე, ვიდრე მიშას არ დაველაპარაკებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთო. იქვე გიგი წერეთელმა სამართლიანად დასძინა: გიგა, როგორც ვატყობ, „ნაცმოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიშლება და აღარც პარტიიდან გასარიცხი გეყოლება ვინმეო'', - წერს გაზეთ ''ქრონიკის'' ჟურნალისტი.


ნინო რეხვიაშვილი

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8277&lang=ge&Title


Комментариев нет:

Отправить комментарий