ღმერთი

ღმერთი

понедельник, 6 января 2014 г.

ქრისტე სიმდაბლით ცხოვრობდა – დღევანდელ ქრისტიანებს უყვართ

სიამაყითა და დიდებულებით ცხოვრება. ქრისტე ყველას სიწრფელითა და უბრალოებით ექცეოდა – დღევანდელი ქრისტიანები ყველას მზაკვრობითა და ცბიერებით ექცევიან. ქრისტე ისეთი სიგლახაკით ცხოვრობდა, რომ თავის მოსადრეკიც არსად გააჩნდა, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა, როგორც ყოველთა უფალს – დღევანდელი ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, როგორ შეაგროვონ დიდი სიმდიდრე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს დაიუნჯებდნენ. ქრისტე, ყოველგვარი თაყვანისცემისა და დიდების ღირსი, გაურბოდა პატივსა და დიდებას, ხოლო აწინდელი ქრისტიანები მთელს ძალასა და მონდომებას იქით მიმართავენ, რომ ამ სოფელში მათ ეთაყვანებოდნენ და ადიდებდნენ.

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი





Комментариев нет:

Отправить комментарий