მეტი იფიქროს და ნაკლები ილაპარაკოს, არ იყოს კადნიერი სიტყვებში, არ დაუშვას საუბარში ზედმეტობა. ის მიდრეკილი უნდა იყოს სიკეთისაკენ, საკუთარი ხელებით უნდა შრომობდეს, მუდამ ახსოვდეს უკანასკნელი ჟამი, სასოებით უხაროდეს, გასაჭირს ითმენდეს, განუწყვეტლივ ლოცულობდეს, ყველაფრისთვის მადლობდეს; ყველას წინაშე დამდაბლდეს, მოიძულოს ქედმაღლობა, იფხიზლოს და გული არაწმინდა აზრებისაგან დაიცვას, მცნებათა აღსრულებით შეიკრიბოს საუნჯე ზეცაში. უნდა განსაჯოს თავისი ყოველდღიური აზრები და საქმეები, არ მიეჯაჭვოს ყოფით საზრუნავს და ზედმეტ საუბრებს, უზრუნველი ადამიანების ცხოვრებით არ უნდა ინტერესდებოდეს, არამედ მხოლოდ წმიდა მამების ცხოვრებას უნდა ბაძავდეს. უნდა ხარობდეს სათნოებაში წარმატებულთა გამო და არ უნდა შურდეს მათი, დატანჯულებს თანაუგრძნობდეს, მათთან ერთად ტიროდეს და ებრალებოდეს ისინი...
წმ. ბასილი დიდი
წმ. ბასილი დიდი
Комментариев нет:
Отправить комментарий